ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და რომ არფერია ადამიანი, გარდა იღვწოდა რასაც. და უეჭველად, გარჯა მისი სულ მალე
დანახულ იქნება“. (ნეჯმი, 53/39-40)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:
„ღმერთი თქვენი მხრიდან ყოველი საქმის საუკეთესოდ შესრულებით კმაყოფილი იქნება“.
(იხ. ბეიჰაქი, „შუაბულ იმან“, 4/334)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიის, ისლამის მოვლინების ერთ-ერთი მიზანი არის ისეთი საზოგადოების
ჩამოყალიბება, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტში კარგი ზნე-ჩვეულებებით
ხელმძღვანელობს. ღმერთმა ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისთვის ღვთისმსახურება
დაგვავალა და ასევე გვიბრძანა, რომ ზნეობრივად ამაღლებულნი ვყოფილიყავით.
შრომის ეთიკა სანდოობას, პატიოსნება, სამართლიანობას და ურთერთპატივისცემაზე
დამყარებულ ურთიერთობებს გულისხმობს. ეს არის ჩვენი საქმის კეთილსინდისიერად
შესრულება, ხალხის და საზოგადოების უფლებების პატივისცემა, პატიოსნება ჩვენს სიტყვაში
და არსში. ეს არის ყოველთვის ჰალალისკენ მისწრაფება, რათა ჩვენი შემოსავლები არამით არ
დავაბინძუროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
შრომის ეთიკა არის ღირებულება, რომელიც მოიცავს მთელ სამუშაო ცხოვრებას. შრომის
სფეროს მორალური პრინციპები არეგულირებს. შრომის პროცესში ჩაბმული ყოველი ადამიანი
ვალდებულია დაიცვას ყველა ის მორალური ღირებულებები, რაც მის მოქმედების არეალს
შეეხება. დამსაქმბელსაც და დასაქმებულსაც თავიანთი ეთიკური ნორმების დაცვა ევალებათ.
საჯარო მოხელის მორალი არის ის, რომ სახელმწიფოს ერთგული იყოს და ერს სიკეთითა
და ერთგულებით ემსახუროს. ლიდერის მორალი ისაა, რომ არასოდეს დაარღვიოს სხვათა
უფლებები და მის მფარველობაში მყოფ ხალხს სამართლიანად მოექცეს.
მუშის მორალი არის სანდო და ხარისხიანი სამუშაოს შესრულება და სამუშაო ადგილზე
დაწესებული ნორმების განუხრელად დაცვა. დამსაქმებლის მორალი არის თანამშრომლისთვის
მშვიდობიანი სამუშაო გარემოს შექმნა. ეს არის მათი სოციალური უფლებების დაცვა და
ხელფასის სრულად და დროულად გადახდა, სანამ დასაქმებულის ოფლი გაშრება.
ვაჭრობით დაკავებული ადამიანი პატიოსნებით უნდა გამოირჩეოდეს და მის სიტყვას
ფასი ჰქონდეს. დაუშვებელია საქონლის ნაკლის დაფარვა და ასევე ნებისმიერი სახის
არალეგიტიმური გზებით შემოსავლების გაზრდა. შეუამავალი გვასწავლის: „ვინც გვატყუებს,
ჩვენიანი არ არის“. (იხ. მუსლიმ, „იმან“, 164). ამრიგად, ვაჭრობის სფეროში დასაქმებული
ადამიანი ვალდებულია მომხმარებლს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს და არ მოატყუოს.
დაუშვებელია წონასა და ზომაში თაღლითობა. მომხმარებელიც ვალდებულია მიცემული
პირობა ყოველთვის დაიცვას და საქონლის ფასი სრულად და დროულად გადაიხადოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ბიზნეს სფეროში კეთილსინდისიერება მთავარი
ღირებულება აღარ არის. სუსტდება ისეთი ღირებულებები, როგორიცაა რწმენა, პატიოსნება და
კეთილსინდისიერება, ხოლო მორალის კონცეფცია დაცარიელებულია და მისი ბოროტად
გამოიყენება ხდება. არასწორი დამოკიდებულებები და ქცევები, როგორიცაა სიხარბე, ეგოიზმი,
ბევრის შოვნის სურვილი და უეცარი გამდიდრებისკენ სწრაფვა, ღრმად მოქმედებს სოციალურ
სიმშვიდესა და სტაბილურობაზე. შუამავალიგვასწავლის: „ვერცერთი თქვენგანი ვერ იქნება
ჭეშმარიტი მორწმუნე, თუ მორწმუნე ძმასაც იგივეს არ უსურვებს, რაც საკუთარი თავისთვის
სურს“. (იხ. თირმიზი, „სიფათულ-ყიამე“, 59) ამრიგად, უნდა ვიყოთ სამართლიანები და
გაწონასწორებულები სოციალურ ცხოვრებაში. ყველამ საკუთარი მოვალეობა პირნათლად
შევასრულოთ და სხვათა უფლებებს პატივი ვცეთ. ეს არის პირდაპირი გზა საზოგადოებრივი
სიმშვიდისა და სტაბილურობისაკენ.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით მივიჩნიოთ ყოველი შესაძლებლობა, რომელიც გვეძლევა, როგორც ღვთის წყალობა
და მისი კმაყოფილების მოპოვების საშუალება. მოდით, ყველა მოვალეობა პირნათლად
შევასრულოთ და ამით სიკეთე მოვუტანოთ, როგორც საკუთარ თავს და ოჯახს, ისე მთლიანად
საზოგადოებას. შემოსავალი მხოლოდ ალალი გზებით მოვიპოვოთ. მოვერიდოთ არამს. ჩვენი
ცოდნა და სიმდიდრე ღვთის გზაზე გამოვიყენოთ. ნურც სხვას მოვატყუებთ და ნურც იმის
საშუალებას მივცემთ, რომ მოგვატყუონ. არასოდეს განვუდგეთ სიმართლისა და
სამართლინობის გზას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა და საქმე ერთ დიდ
მიზანს ემსახურება და ეს მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვებაა.
Comment here