ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი მოგვიწოდებს, რომ სარჩო ალალი და ლეგიტიმური გზებით უნდა მოვიპოვოთ. ამ მხრივ გაწეული მცდელობა, დახარჯული ენერგია და დაღვრილი ოფლი წმინდადაა შეფასებული. ამავდროულად, ყოველი საქმე, რომელიც ღვთის კმაყოფილების მოპოვებას არ ემსახურება, დამყარებულია უსამართლობაზე და პატიოსნებას არ შეიცავს, ისლამის მიხედვით კატეგორიულად აკრძალულია.
ძვირფასო მორწმუნენო!
როგორ ყველა დანარჩენ სფეროში, შრომისა და საქმიანობის სფეროსაც თავისი მორალი და ეთიკური ნორმები გააჩნია. ისლამის მიხედვით, შრომისა და საქმიანობის ეთიკა სიმართლესა და პატიოსნებას ეფუძნება. მორწმუნე ადამიანი ალილისა და არამის მიმართ უკიდურესად ყურადღებიანი უნდა იყოს. ისლამი შრომას დიდად აფასებს. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის შრომის უფლებებისა და საკუთრების განუხრელი დაცვა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ყველანი გარკვეულ საქმიანობას ვეწევით. ზოგი დამსაქმებელი ვართ, ზოგი -დასაქმებული. ზოგი ფერმერულ საქმიანობას ვეწევით, ზოგიც კიდევ მომსახურების სფეროში ვმუშაობთ. ზოგს თანამდებობა გვაქვს, ზოგი კერძო სექტორში ვსაქმიანობთ. მოკლედ, ჩვენ ცხოვრების ფერხულში ვართ ჩაბმული და ერთმანეთთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ნენისმიერი ჩვენი საქმიანობა გარკვეულ პასუხიმგებლობას მოითხოვს. მაგალითად, დამსაქმებელი ვალდებულია უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო პირობები უზრუნველყოს. შუამავალი გვასწავლის: „დასაქმებულ ადამიანს შუბლზე ოფლის გაშრობამდე ჯამაგირი გადაუხადეთ“. (იხ. იბნ მაჯე, „რუჰუნ“ 4). ამრიგად, შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს და გაწეული სამუშაოს გასამრჯელო დროულად და უკლებლივ უნდა გაიცეს. გარდა ამისა, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს ღვთისმსახურების, დასვენების და სხვა მსგავსი მოთხოვნილებებისთვის გონივრული დრო გამოუყოს. ასევე აუცილებელია სამუშაო პირობების უსაფრთხოება, რათა დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით, დამსაქმებელთან ერთად თავისი პასუხისმგებლობა დასაქმებულსაც გააჩნია. დასაქმებული ვალდებულია საქმე საუკეთესოდ შეასრულოს. სამსახურში ერთგულება და საერთო წარმატებისათვის ზრუნვა ყველას ვალია. დასაქმებული ასევე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები და სხვის საკუთრებას გაუფრთხილდეს. ასევე უნდა გაუფრხილდეს, როგორც საკუთარ, ისე თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, გავითვალისწინოთ ისლამის სწავლება და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება და მოქმედება ისლამის მოძღვრებასთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შევასრულოთ. ტყუილი და ორპირობა საერთოდ დავივიწყოთ და მხოლოდ პატიოსანი სარჩო ვიკმაროთ. ალალი სარჩო ბარაქიანია და თან შეგვერგება. ეს კი გზაა ღვთის კმაყოფილების მოპოვებისკენ.
დასასრულს კი უზენაესი გამჩენის ბრძანებას გაგაცნობთ:
„და რომ არფერია ადამიანი, გარდა იღვწოდა რასაც.
და უეჭველად, გარჯა მისი სულ მალე დანახულ იქნება.
მერე მიეგება მას საზღაური სრულად“.

(ნეჯმი, 53, 39-41)
Comment here