სათაურებიხუტბა

შემწობა საზოგადოების შვებაა

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

და გაიღეთ მოწყალება იქიდან, რაც ჩვენ მოგმადლეთ, ვიდრეღა სიკვდილი გეწეოდეთ თქვენგან რომელიმეს. მაშინ ასე იტყვის: ღმერთო ჩემო! განა არ შეიძლებოდა გადაგევადებინა ჩემთვის მცირე ხნით. ამგვარად, მოწყალებას გავიღებდი და ვიქნებოდი საუკეთესოთაგანი“. (მუნაფიყუნი 63/10)

ჰადისის მიხედვით კი ძვირფასი შუამავალი ბრძანებს:

„ადამიანო! გაიღე შემწობა, რათა ღმერთი შენც შეგეწიოს!. (იხ. მუსლიმ, „ზექათ“ 36)
ძვირფასო მორწმუნენო!
შემწეობა, ღვთის მიერ ბოძებული სიმდიდრისა და ქონების გამო მადლიერების გამოხატვა და სხვებზე დახმარებაა. ღარიბებზე ზრუნვა, მათი საჭიროებების გათვალისწინება და დახმარება სიკეთეა, მოწყალებაა, ქველმოქმედებაა, შემწეობაა, მადლია. შემწეობა ყველას მიმართ მზრუნველობაა; ოჯახის, მეგობრების, ნათესავების, მეზობლების, თანამორწმუნე ძმებისა და მთელი კაცობრიობის მიმართ გაკეთებული სიკეთეა.

ძვირფასო მუსლიმებო!
შემწობა ფიზიკური და სულიერი შვებაა. ის ჩვენს სულს, გულსა და ქონებას განწმენდს. მზრუნველობა დარდს აქარვებს და ღვთის კმაყოფილება მოაქვს.

შემწოა საზოგადოებისთვისაც შვების მომგვრელია. ურთიერთდახმარების შედეგად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი სიყვარული, ძმობა, კარგი ურთიერთბები და ნდობა ყალიბდება. ერთმანეთზე ზრუნვა სიკეთის გავრცელებას იწვევს. ამ თემასთან დაკავშირებით ძვირფასი შუამავალი ბრძანებს:

„სანამ მსახური თავის ძმას ეხმარება, ღმერთი მისი შემწეა“. (იხ. ებუ დავუდ, „ედებ“ 60)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის“ (ზარიათი 51/19)

გამომდინარე აქედან, ჩვენი ღარიბი ძმების წინაშე ვალდებულებები გვაკისრია. ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ღარიბებზე, ობლებზე, უსახლკაროებსა და უთვისტომოებზე. ზექათისა და მოწყალების გაცემისას ჯერ უნდა გავითვალისწინოთ ნათესავებსა და მეზობლებს შორის ხომ არ გვყავს ღარიბები და მათგან დავიწყოთ, შემდეგ  კი შეძლებისდაგვარად ყველა დანარჩენზეც ვიზრუნოთ. გვახსოვდეს, სანამ ჩვენთვის ძვირფასი რაცაა, ღვთის გზაზე არ გავიღებთ, ღვთისნიერებასვერ ვეღირსებით. (იხ. ალი იმრან 3/ 92)

ძვირფასო მორწმუნენო!
თურქეთის რელიგიის სამინისტროს ფონდი, როგორც ყოველწლიურად, ისე წელსაც აწარმოებს კამპანიას: „ნუ დაივიწყებ ძმას, ის შენ გელოდება“. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი ზექათი და მოწყალება იმ ადამიანებამდე მიაღწევს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ჩვენგან ამას ელოდებიან. ამ საქველმოქმედო მოძრაობაში ჩართულია მრავალი ადამიანი. დიად ღმერთს ვთხოვ, ყველა გაღებული სიკეთე მიიღოს მის წიაღ!    

Comment here