ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესმა გამჩენმა ადამიანი ყოვლად ღირსეულ არსებად გააჩინა და დედამიწის მმართველად მოავლინა. ღმერთმა ადამიანს განსაკუთრებული უნარები უბოძა და უბრძანა, ღვთის ნების შესაბამისად ეცხოვრა. ღმერთმა ადამიანს ასევე ასწავლა, რომ ყოველთვის კარგი და სასარგებლო საქმე ეკეთებინა და ასევე აუკრძალა ყველა ის საქმე, რომელიც ადამიანის ღირსებას არ შეეფერება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და მისი ყოველგვარი ბოროტებისგან დაცვაა. ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, ყველა სული წმინდაა და შესაბამისად ხელშეუხებელია. ამ თემასთან დაკავშირებით ყურანში ვკითხულობთ:
„ამისთვის[1] დავუწერეთ ისრაილის შვილთ, რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის[2] გასაწმენდად, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე“. (მაიდე, 5/32)
ძვირფასო მორწმუნენო!
„შუამავალი ბრძანებს: „ადამიანთა შორის ყველაზე სასარგებლო ისაა, ვინც ადამიანებისთვის ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს“. (ქუდაი, „მუსნედუშ-შიჰაბ“. 1, 365)
ამრიგად, სარწმუნოების, სამშობლოსა და ხალხის სამსახურში მყოფი ადამიანები რაოდენ სასარგებლო საქმეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მდგარ ჯარსკაცებს, წესრიგის დამცველ სამართალდამცავებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს და სხვა ყველას, ვისაც საზოგადოებისთვის სასასრგებლო საქმიანობაშია ჩართული, საკმარისად არ ვაფასებთ და ყურადღებას არ ვაქცევთ. ხშირად ისინი უსამართლო ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. არადა ყველა სული წმინდა და ხელშეუხებელია. მით უფრო, როდესაც საკითხი ერისა და ქვეყნისთვის თავდაუზოგავად მშრომელ ადამიანებს ეხება. ეს ფაქტი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სამწუხაროა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვართ მორწმუნენი, რომლებსაც გვწამს ღვთისა და განკითხვის დღისა. ჩვენ ვალდებული ვართ ისლამის ღირებულებებით გაჯერებული საუკეთესო ზნეობა შევიქმნათ და პრაქტიკულ ცხოვრებაში შესაბამისად ვიმოქმედოთ. მორწმუნეთა ცხოვრებაში შორის, ბოღმის, შეუწყნარებლობის, ძალადობის, მრისხანების, ძალადობისა და განხეთქილების ადგილი არ არის. მორწმუნეთა ზნეობა სიყვარულის, სიკეთის, სილამაზის, მიმტევებლობის, ლმობიერების, მშვიდობისა და სამართლიანობის საფუძველზე ყალიბდება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „რწმენის გარეშე სამოთხეში ვერ შეხვალთ, ხოლო ერთმანეთის სიყვარულის გარეშე ჭეშმარიტი მორწმუნენი ვერ გახდებით“. (მუსლიმი, „იმან“ 93) მოდით, ყური დავუგდოთ ამ შეგონებას და ყოველთვის სიყვარული, შემწყნარებლობა ლმობიერება გამოვავლინოთ.
შუამავალი ასევე გვაფრთხილებს: „სადაც არ უნდა იყო, მოერიდე ღვთის წინააღმდეგ წასვლას“. (თირმიზი, „ბირ“, 55) ეს გაფრთხილება ჩვენი ცხოვრების ძირითადი გზამკვლევი უნდა იყოს. ამიტომ, ყველგან და ყოველთვის მოვერიდოთ ცოდნისა და უკეთურების ჩადენას. რაც არ უნდა განსაცდელში ვიყოთ, უთანხმოების გადაწყვეტას ძალადობით ნუ შევეცდებით. ურთიერთბებში ლმობიერება და თავაზიანობა გამოვიჩინოთ. როდესაც საკუთარ სიცოცხლეს ესოდენ ვუფრთხილდებით, სხვის სიცოცხლესაც იგივენაირად უნდა გავუფრთხილდეთ. რაც საკუთარი თავისთვის არ გვსურს, იმას ნურც სხვებს ვუსურვებთ. რასაც საკუთარი თავისთვის ვისურვებთ, სხვისთვისაც იგივე ვისურვოთ. ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენმა სიტყვამ ამ ქცევამ სხვა ადამიანის ღირსება შელახოს და დაამციროს.
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის კიდევ ერთი ჰადისი გავიხსენოთ: „მუსლიმი ის ადამიანია, რომლის ენისა და ხელისგან მეორე მუსლიმს საფრთხე არ ემუქრება. მორწმუნე ის ადამიანია, რომლის მიმართაც ადამიანები ნდობას გრძნობენ, რომ მათ სიცოცხლესა და ქონებას საფრთხე არ ემუქრება. (თირმიზი, „იმან“ 12)
[1] რაც ჩაიდინა ყაბილმა
[2] ვინც იქნება ურწმუნო ან ჩაიდენს მრუშობას ან ყაჩაღობას და ა. შ.
Comment here