სათაურებიხუტბა

ყველა საქმეს
თავისი ეთიკა
გააჩნია

ვირფასო მორწმუნენო!
ამ ცხოვრებაში თითოეული ადამიანი სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ზოგი ჩვენგანი საჯარო მოხელეა, ზოგი – მმართველი; ზოგიერთი ჩვენგანი დაქირავებულია, ზოგიც დამსაქმებელი. ღვთის წინაშე ჩვენი თანამდებობა და სხვა ნებისმიერი ამქვეყნიური მდგომარეობა უპირატესობის მოპოვების საფუძველი არ არის. როდესაც ადამიანს აქვს რწმენა, ღვთსმოსავია და ამავდროულად ზნეობრივადაც ამაღლებულია, ის ხვთის წინაშეც დაფასებულია.

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, შემნდობია!“ (მულქ, 67/2)

ერთ-ერთი თვისება, რაც მორწმუნეს უნდა ჰქონდეს, თავისი საქმის საუკეთესოდ შესრულებაა. ისლამის მიხედვით ყველა საქმეს თავისი ეთკა გააჩნია. მორწმუნე მუსლიმის ქცევის საფუძველი სიმართლე და პატიოსნებაა. მორწმუნე სანდო ადამიანია და ის ალალისა და არამის მიმართ პასუხისმგებლობას მუდმივად გრძნობს. მორწმუნე მუსლიმი არ დააპირებს მიიღოს ის, რაც არ დაუმსახურებია. ის ყოველთვის ითვალისწინებს სხვათა უფლებებს და ყველას მიმართ სამართლიანია. მორწმუნე ადამიანის ზნეობა ერისა და ქვეყნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ის ყოველთვის მშვიდობისა და კეთლდღეობისთვის ზრუნავს. მორწმუნე ადამიანის მიზანია  ცოდნის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენება კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ის ზრუნავს სამართლიანობისა და სიკეთის გამარჯვებისთვის და სისასტიკისა და ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვასწავლის: “ღმერთი კმაყოფილი გახდება, თუ თქვენს საქმეს საუკეთესოდ შეასრულებთ” (იხ. ბეიჰაქი, “შუაბულ იმან”, 4/334). ამრიგად, მორწმუნე ადამიანი ვალდებულია დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. მორწმუნე მხოლოდ ალალ სარჩოს უნდა იღებდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ოფლით მოპოვებული სარჩო წმინდაა. ყოველი საქმე, რომელიც გვევალება, ჩვენი მოვალეობაა და ის პირნათლად უნდა შევასრულოთ. სამუშაო ადგილზე გარემოს, ნივთებს და დანადგარებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით სამუშაო ეთიკა არა მარტო დასაქმებულების, არამედ დამსაქმებლებისთვისაც განსაზღვრულია. შუამავალი ასე გვასწავლის: “მუშას ჯამაგირი მანამდე გადაუხადეთ, სანამ ოფლი გაუშრება”. (იხ. იბნ მაჯე, “რუჰუნ”, 4)

თუ დამსაქმებლები ვართ, ეს ჰადისი დევიზად უნდა ავიღოთ და მუშას ხელფასი სრულად და დროულად გადავუხადოთ. ჩვენ მას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ სოციალური უზრუნველყოფა გარანტირებული ჰქონდეს. შრომის უსაფრთხოების მიმართ დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩნოთ და ხელქვეითების სიცოცხლეს და  ჯანმრთელობას ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ყოველგვარ დამოკიდებულებას და ქცევას, რომელიც ზიანს აყენებს მუშის სიცოცხლეს. ჩვენ უნდა მივცეთ მას დასვენების დრო და ასევე რელიგიური რიტუალების შესრულების შესაძლებლობა.

ძვირფასო მორწმუნენო!
თუ საჯარო სექტორში ვართ დასაქმებული უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ საჯარო უფლებები მთლიანად ერის უფლებაა. სახელმწიფო მოხელეები ვართ თუ უფროსები, ჩვენი მოვალეობები და ვალდებულებები სათანადოდ უნდა შევასრულოთ. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს ერთგული უნდა ვიყოთ და კეთილგანწყობილი და ღიმილიანი სახით ვემსახუროთ ჩვენს ერს. ჩვენ უნდა დავიცვათ სამართლიანობა ზედმიწევნით და სიმართლეს არასოდეს ვუღალატოთ. წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

“შეუძლებელია შუამავალმა იცრუოს. და ვინც იცრუებს, თავისივე ტყუილით წარსდგება აღდგომის დღეს. მერე ყველა სულს სრულად მიეზღვება თავისი შენაძენისთვის, და ისინი არ დაიჩაგრებიან“. (ალი იმრანი, 3/161)

ძვირფასო მორწმუნენო!
არსებობს მარადიული შემდგომი ცხოვრება, სადაც ჩვენ პასუხისმგებელნი ვიქნებით იმაზე, რაც გავაკეთეთ. მოდით, გადავდგათ ანგარიშგასაწევი ნაბიჯები ჩვენს საქმიანობაში და სამუშაო ცხოვრებაში. ნურც ნურავის მოტყუებას შევეცდებით და არც არავის მივცეთ უფლება მოგვატყუოს. კანონიერად ვიშოვოთ და კანონიერად დავხარჯოთ. გავუფრთხილდეთ ხალხის და საზოგადოების უფლებებს. ფრთხილად ვიყოთ, რათა არაკანონიერი, არამი ლუკმა ოჯახში არ მივიტანოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაწეული შრომა იგივე ღვთისმსახურებაა.

ხუტბას შემდეგი აიათით დავასრულებ: “რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა“, (ქეჰფ, 18/30)

Comment here