სათაურებიხუტბა

ყადირის
ღამე

 

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის ბოლო დღეებში ვართ. სულ რამდენიმე დღე რჩება სადღესასწაულო სიმშვიდის მიღწევამდე. ეს არის ჯოჯოხეთის ტანჯვისგან ხსნის დღეები. ეს არის იტიკაფის დღეები, როდესაც ჩვენ  ამქვეყნიურ მისწრაფებებს უკუვაგდებთ და მთელ დროს თაყვანისცემასა და მორჩილებას ვუთმობთ. ეს არის მოწყალების გაღების დღეები, რათა ბაირამის დღესასწაულით რაც შეიძლება ბევრმა გაჭირვებულმა მორწმუნემ გაიხაროს. ეს არის განსაკუთრებული დღეები, რომლებიც ყადირის ღამეს მოიცავს. ეს არის ღამე, რომელიც ღმერთმა ათას თვეზე უპირატესი გახადა.

ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალი ორშაბათის საღამო სამშაბათის დილამდე ყადირის ღმეა. ეს არის განსაკუთრებული ღამე, რადგან პირველი ღვთური ბრძანება: „წაიკითხე“, ამ ღამეს მოევლინა შუამავალს. იმ დღიდან მოყოლებული კაცობრიობის სულის წყვდიადი ისლამის ნათელით გასხივოსნდა. ეს არის ღამე, როდესაც წყალობის კარები ბოლომდე იხსნება და მორწმუნეთა მიტევებისთვის ხელსაყრელი დრო დგება. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი[1] ყადირის[2] ღამეს!

 რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?

ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია!

ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული[3], ყოველი ბრძანების შესასრულებლად.

ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!“ (ყადირი, 97/1-5)

ძვირფასო მორწმუნენო!
სწორედ ყურანი გვასწავლის, რომ ეს ღამე განსაკუთრებულია და ის ათას თვეზე უკეთესია.  ის არის უდიდესი წყალობა,რომელსაც უზენაესი გამჩენი მორწმუნეებს სთავაზობს. ყურანი საუკეტესო სიტყვაა. ის ეჭვსგარეშე ჭეშმარიტებაა. ეს არის ღვთაებრივი სინათლე, რომელიც მორწმუნეთა სულებს უსაზღვრო სიმშვიდით ავსებს. ეს არის უკანასკნელი ღვთაებრივი გზავნილი, რომელიც ახსენებს ადამიანს საკუთარ თავს, თავის გამჩენს, სამყაროს და არსებობის მიზანს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი ყადირის ღამის შესახებ ასე ამბობს: „ვინც რწმენითა და მადლის ღვთისგან მოლოდინით ყადირის ღამეს ღვთისმსახურებას აღავლენს, წარსულის ცოდვები მიეტევება“. (იხ. ბუჰარი, „სავმ“, 6) მოდით, ეს ღამე ახალი სიცოხლის დასაწყისად მივიჩნიოთ და ჩვენი მომავალი ისე დავგეგმოთ, რომგორც ამას ყურანის მოძღვრება გვასწავლის. აქვე გავიხსენოთ შუამავლის ვედრება, რომელიც მან ჰზ. აიშეს ასწავლა: „ღმერთო! შენ მიმტევებელი ხარ. მიტევება გიყვარს. მომიტევე!“ (იხ.თირმიზი, „დეავათ“, 84) ამ ღამეს მრავალი ვედრება აღვავლინოთ და უზენაესი გამჩენის წყალობას ბოლომდე მივეკედლოთ. მოვინანიოთ წარსულის შეცოდებანი და ღმერთს ვთხოვოთ წუტისოფელი მორწმუნეობრივი ცხოვრებით გაგვატარებინოს.   

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანის ამ უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვთისმსახურება ფითრის მოწყალების გაცემაა. ეს არის მადლიერება იმისათვის,რომ ღმერთმა რამადანის თვეს და ბაირამს დაგვასწრო. ამ მოწყალების გაცემით ადამიანებს შორის სიყვარული და თანადგომა მტკიცდება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მიერ გაღებული მოწყალება ნამდვილ ადრესატებამდე მივიდეს. უნდა ვიზრუნოთ იმაზე,რომ ამ მოწყალებით იმ გაჭირვებულთა გულები გავახაროთ, რომლებიც ფითრის მიღების პირობებს აკმაყოფილებენ. ნუ დავივიწყებთ ობლებსა და მარჩენალდაკარგულ ადამიანებს. მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი გაღებული სიკეთის სამაგიეროდ, ღმერთი უკეთეს წყალობას მოგვმადლის.

გილოცავთ ამ ძვირფასი ღამის მობრძანებას და უზენაეს გამჩენს ვევედრები, ყველა მორწმუნეს ღვთის წყალობა არ მოაკლოს.

[1] წმინდა ყურანი
[2] როგორც ბუჰარი და მუსლიმი გადმოგვცემენ, ყადირის ღამე, მთვარის კალენდრის მიხედვით მეცხრე თვის, ე.ი. რამაზნის თვის 27-ე  ღამეა
[3] მთავარანგელოზი ჯებრაილი

Comment here