სათაურებიხუტბა

ღმერთი მორწმუნეებს მარტო არ დატოვებს

ძვირფასო მორწმუნენო!

მომავალ სამშაბათს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი წელი გავა. ეს სამწუხარო მოვლენა ყველა მორწმუნე მუსლიმის საერთო ტკივილია. ღმერთმა შეიწყალოს ყველა ჩვენი ძმა, რომელიც სტიქიის შედეგად დაიღუპა. დაზარალებულებსა და დაშავებულებს, მოთმინებასა და მალე შვებას ვუსურვებთ. ღმერთმა გვაშოროს მსგავსი უბედურება. დაე, მან დაიცვას ჩვენი ერი და მთელი კაცობრიობა ყველა სახის უბედურებისგან.

 

ძვირფასო მორწმუნენო!

როგორც ერმა, როგორც ისტორიულად გვჩვევია, 6 თებერვალს დაღუპულთა და დაზარალებულთა ტკივილის გაზიარებისას განსაკუთრებული გულისხმიერება გამოვიჩნეთ და მხარში დგომის საუკეთესო მაგალითები მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ.  ჩვენ  ყველა სირთულის ერთად გადალახვას ვცდილობდით. ჩვენმა სახელმწიფომ და ხალხმა ყველა რესურსის მობილიზება მოახერხა, რათა ამ ტრაგედიას გავმკლავებოდით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება მუჰაჯირებისა და ენსარების მაგალითი აგვეღო და იგივენაირი სულიერი ძმობა ასეთი უპრეცენდენტო თანადგომის გზით გვეჩვენებინა.

ძვირფასო მორწმუნენო!

ის, რომ ჩვენი ქვეყანა მიწისძვრის ზონაშია, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ მოსალოდნელი საფრთხეები. უნდა გამოვიკვლიოთ ნიადაგი და ამის შემდეგ მხოლოდ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ავაშენოთ შენობები. ძვირფასი შუამავალი გვასწავლის: „ღმერთი ბრძანებს, რომ ყველაფერი საუკეთესო ფორმით გავაკეთოთ!“ (იხ. თირმიზი, „დიათ“, 14). დიახ. ჩვენივე ხელით სიცოცხლე საფრთხეში არ უნდა ჩავიგდოთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ კვირაში ამავდროულად მირაჯის ღამეცაა. უზენაესი გამჩენი ამ ღამის შესახებ ისრას სურას პირველივე აიათში გვამცნობს:

დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ[1], რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!“ (ისრა, 17/1)

მრავალი განსაცდელის შემდეგ ღმერთმა შუამავალს ესოდენ დიდი წყალობა არგუნა და მირაჯის სასწაული მოუვლინა. შუამავლის მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში გარდასცვლას ისრა ეწოდება, ხოლო მესჯიდი აყსადან ზეამაღლების მოვლენა მირაჯის სახელითაა ცნობილი.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ, მირაჯის ანუ ამაღლების ღამეს, კვლავ განვიცდით იმ წყალობას, რომელსაც უზენაესი გამჩენი გვწყალობს.  თუმცა დღეს ჩვენი პირველი ყიბლე, მასჯიდი ალ-აყსა, რომელიც მირაჯის ანუ ამაღლების მოწმეა, უკიდურესად სევდიანია. დღეს იერუსალიმი, მონოთეიზმის აკვანი, ხელშეუხებელი ქალაქი, ოკუპირებულია. ღაზას კი ჭრილობებიდან სისხლი სდის. სიონისტი ოკუპანტი მჩაგვრელები მთელ მსოფლიოს თვალწინ  გენოციდს სჩადიან და ჩვენს პალესტინელ ძმებს უმოწყალოდ ხოცავენ. ისინი  მათ სამშობლოდან გადასახლებას აიძულებენ, რის გამოც შიმშილისა და წყურვილისთვის არიან განწირულნი. ისინი სასტიკად კლავენ პაციენტებსაც კი, რომლებიც საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ძვირფასო მორწმუნენო!

ძვირფასი შუამავალი მოგვიწოდებდა, რომ დაგვეცვა მესჯიდი ალ-აყსა. უნდა გავაგრძელოთ ვედრება ყველა დაჩაგრულისთვის და ღმერთს შევევედროთ იხსნას ისინი განსაცდელისგან.

ხუტბას ბოლოს კი ბაყარას სურას ბოლო აიათში მოცემულ ვედრებას შემოგთავაზებთ: ეს აიათი „ამენერრესულუ“-ს სახელწოდებითაა ცნობილი.  

„ღმერთო ჩვენო! ნუ მოგვკითხავ, თუკი დაგვავიწყდა ან შევცდით! ღმერთო ჩვენო! არ გვატვირთო მძიმე ტვირთი, როგორც იმათ ატვირთე, ვინც ჩვენ უწინარეს იყო!... ღმერთო ჩვენო! არ დაგვაკისრო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს და მოგვიტევე ჩვენ, შეგვინდე და შეგვიწყალე! შენ ხარ მბრძანებელი ჩვენი და დაგვეხმარე ურწმუნო ხალხის წინაშე!“ (ბაყარა 2/286)

[1] კეთილვჰყავით ფიზიკურად და სულიერად

Comment here