სათაურებიხუტბა

ღვთის წიგნსა და შუამავლის
სუნაზე დამოკიდებულება

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის აითის მიხედვით უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

ნამდვილად, ჩვენ მოგივლინეთ თქვენ შუამავალი თქვენივე წიაღიდან; ის თქვენ გიკითხავთ ჩვენს აიათებს, განგწმენდთ და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, და გასწავლით იმას, რაც ადრე არ იცოდით“. (ბაყარა 2/151)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:
ორ რამეს გიტოვებთ. თუ ამ ორ რამეს მტკიცედ დაიცავთ, ჭეშმარიტ გზას არ ასცდებით. ესენია: ღვთის წიგნი და შუამავლის სუნა.“ (იხ. მუვათთა, „ქადერ“ 3)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანი საუკეთესო ფორმით გააჩინა. ამის შემდეგ შუამავლები და წმინდა წიგნები მოუვლინა, რათა ადამიანს სწორად ცხოვრება შეძლებოდა. შამავალი მუჰამმედი შუამავალთა ჟაჭვის უკანასკნელი რგოლია და მის მერე შუამავალი აღარ მოვა. ღვიური გზავნილის მოვლინება შუამავალ ადამიდან დაიწყო და შუამავალ მუჰამმედამდე გრძელდებოდა. საბოლოოდ კი ეს პროცესი ყურანის მოვლინებით დაგვირგვინდა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი მუჰამმედი ჩვენი ცხოვრების მეგზური და საუკეთესო მაგალითია. მასზე დაჯარება და მისდამი  მორჩილება რწმენის აუცილებელი პირობაა. ის არის ნიშანი გამჩენისადმი რწმენისა და სიყვარულისა. ეს არის გზა მისი კმაყოფილების მოპოვებისა. ყურანში უზენაესი გამცენი ასე ბრძანებს:

უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე,რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!(ალი იმრან, 3/31)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის პირველი წყარო ყურანია, ხოლო შემდეგი- სუნა. სუნა ძვირფასი შუამავლის ცხოვრება, მისი ქცევები და სიტყვებია. შუამავალი თავისი სიტყვით, საქმითა და მთელი ცხოვრებით ყურანის მოძღვრებას განასახიარებდა. ყურანი რწმენისკენ მოგვიწოდებს, სუნა კი ამ რწმენის მიხედვით ცხოვრებას გვასწავლის. ყურანი ღვთისმსახურებას გვიბრძანებს, სუნა კი მათ შესრულებას გვასწავლის. ყურანი საუკეთესო ზნეობისკენ მოგვიწოდებს, სუნა კი ამ ზნეობის ათვისებაში გვეხმარება.

ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც მორწმუნეს ცხოვრების გზამკვლევად ყურანი და სუნა აქვს დადგენილი, ის ურწმუნოებისგან დაცულია. ის ყოველთვის იცავს იმ პირობას, რომელიც ოდითგანვე გამჩენის წინაშე აქვს დადებული. ის დროულად და გულწრფელად ასრულებს ღვისმსახურებას. მორწმუნე ადამიანი საუკეთესო მორალით გამოირჩევა და ცხოვრებას სიკეთის კეთებაში ატარებს.

ვისაც სწამს ღვთისა და შუამავლისა, ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგება და უსამართლობას წინ აღუდგება. ის გულს არავის ატკენს და ყველას მიმართ ლმობიერებას იჩენს. მან იცის, რომ ღიმილი მოწყალებაა და ამიტომ ღიმილს არავისთვის იშურებს. მორწმუნე ყოველ საქმეს გულით უდგება და ყველასთვის სანდოა. ის სარჩოს აალი გეზბით მოიპოვებს და არამისგან ყოველთვის შეორსაა.  

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ყურანისა და სუნას მოძღვრება ყველაზე მეტად გვჭირდება. ამიტომ ჩვენი ვალია მთელი გულით  ჩვენს უპირველეს გზამკვლევს, ყურანს მივეკედლოთ. შუამავლის სუნა ცხოვრების წესად ვაქციოთ და ჭეშმარიტი მორწმუნის ცხოვრებით ვიცხოვროთ. გვახსოვდეს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ყურანი და სუნაა.

Comment here