ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხთა თქვენსა განამტკიცებს“. (მუჰამმედ, 47/7)
ჰადისის მიხედვით კი ძვირფასი შუამავალი ასე ბრძანებს:
„თქვენი ხელით, ენითა და ქონებით ღვთის გზაზე იბრძოლეთ“. (იხ. ნესაი, „ჯიჰად“ 48)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ისლამის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეული ხალხი ვართ. ჩვენ ღვთს სახელის განდიდების სიყვარულით ვიღწვით. ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენი მიზნიდან, რათა ჭეშმარიტება და სიმართლე, მშვიდობა და ბედნიერება, სამართლიანობა და სიკეთე გაბატონდეს დედამიწაზე. უსაზღვრო მადლიერებას ვუძღვნით გამჩენს, რათა ამ გზაზე ყოველთვის ჩვენი შემწეა. ყურანში ვკითხულობთ: „ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მაშინ, როცა ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენს უწინ გარდასულებს მოევლინათ? მათ უბედურება და გაჭირვება შეეხო და ისე შეირყნენ, რომ შუამავალი და ისინიც, რომელთაც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: როდის შეგვეწევა ალლაჰი? უთუოდ, ალლაჰის შეწევნა ახლოსაა!“ (ბაყარა, 2/214)
ძვირფასო მორწმუნენო!
სამშობლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებათაგანია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უწყალობა. სამშობლო საკუთარი ბუდეა, უსაფრთხოებაა, სიმშვიდეა, იმედია, ღირსება და ნამუსია. სამშობლოს გადარჩენისთვის მრავალ გმირს უბრძოლია და ეს ქვეყანა მათი მემკვიდრეობაა.
შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფასი ჩვენი სამშობლოსი, სადაც მშვიდად გვძინავს და დილით თავისუფლები ვიღვიძებთ. სამშობლოს სიყვარულით შთაგონებულებს მისთვის შრომა და თავგანწირვა არ უნდა დაგვეზაროს და მუდმივად, დღე და ღამ მისი სიკეთის, ბედნიერებისა და გაბრწყინებისათვის უნდა ვიზრუნოთ. ყველა სარგებელზე მეტად კი ჩვენი ერთიანობა და ძმობა უნდა დავაფასოთ. ჩვენი სამშობლოს თითოეული მტკაველი მიწა და თითოეული თანამემამულე უნდა დავიცვათ და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენი მოვალეობაა სიფხიზლე გამოვიჩინოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენ შორის არეულობისა და ბოროტების დათესვა სურს. ჩვენ გვჭირდება ერთობა და ერთიანობა. ძმობის პასუხისმგებლობის გააზრება და გათვალისწინება აძლიერებს ჩვენს ერთობას და სოლიდარობას. ეს არის იმ წმინდა ფასეულობების დაცვა, რისთვისაც ჩვენი დიდებული წინაპრები იბრძოდნენ. ისინი იბრძოდნენ მოწამეობისთვის და ეს ფასეულობები მომავალ თაობებს გადასცეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე ვიხსენებ ჩვენს მოწამეებს და გმირ მებრძოლებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ალლაჰის სახელის სადიდებლად და ასევე იცავდნენ ეროვნულ ღირსებასა და ფასეულობებს. მათი ადგილი იყოს სამოთხე და მათი წოდება იყოს მაღალი. მეორე მხრივ, ჩვენს ცოცხლად მყოფ ომის ვეტერანებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, და ბედნიერად სიცოცხლეს. უზენაესი გამჩენი იყოს ჩვენი ერის შემწე.
Comment here