სათაურები

ღვთის სალამი და წყალობა იყოს
შენზე ალლაჰის შუამავალო

ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს შენზე ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის საყვარელო მონა-მსახურო! არ ვიცი როგორ დავიწყო წერილის წერა ჩვენ შუამავალზე (ს.ა.ს.). სად ის (ს.ა.ს.) და სად ჩვენ?! მთელი სხეული, ხელები მიცახცახებს. მაგრამ, შიშითა თუ თრთოლვით, მაინც ვიწყებთ წერას.…  ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ყველა ერთმანეთს ყველაზე თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით წერს, ძალიან ბევრი შეტყობინება იგზავნება ლამაზი და მდიდარი სიტყვებით. ვისაც ერთმანეთი უყვარს, ახლა ამ გზით ამყარებენ კომუნიკაციას. დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა წერილის მიწერა შუამავლისთვის (ს.ა.ს.), მაგრამ ვერ ვბედავდით. ამდენი ფიქრის შემდეგ, მხოლოდ ახლა მოვიკრიფეთ ძალა და ენერგია დაგვეწყო წერა, მაგრამ არ ვიცით, როგორ გამოგიგზავნოთ, ჩვენო ძვირფასო შუამავალო?! მოდით, ჩვენ მოგწერთ, დანარჩენს კი უზენაეს ალლაჰს მივანდობთ, ის (ჯ.ჯ.) ხომ მოწყალე და უმოწყალესია.

გადავწყვიტეთ დავწეროთ, მაგრამ როგორ და რა უფლებით არ ვუწყით.

ღმერთო სამყაროთა, ნუ შეგვარცხვენ, ნუ გაგვაწბილებ!

ჩვენ ვწერთ წერილს ჩვენს შუამავალს, გამჩენო სამყაროთა, ხელი მოგვიმართე!… ჩვენ შენმა სიყვარულმა გარემოგვიცვა. ჩვენი ნაწერი ვერ იქნება შენი ღირსი, მაგრამ ჩვენ ვწერთ ამ წერილს შენთვის, ალლაჰის საყვარელო შუამავალო! იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. რადგან შენ, ალლაჰის მხრიდან სამყაროსადმი წყალობად წარმოიგზავნე (ენბია, 107). შენ ხომ ალლაჰის რჩეული ადამიანი, რჩეული შუამავალი ხარ! გამჩენი ალლაჰი გვამცნობს: „რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი! ხოლო, რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან!“ (ჰაშრი,7)

ალლაჰის შუამავალო, წლებია, რაც შეგიცანით, თუმცა ახლა ძლივს მოვიკრიბეთ ძალა და გამბედაობა, მოგვემართა შენთვის. გვინდა სინანული გამოვხატოთ, რომ ჯერ კიდევ ბევრმა ადამიანმა სამყაროში, შენ ჭეშმარიტად ვერ შეგიმეცნა. მათ ჰგონიათ, რომ გიცნობენ, შეგიმეცნეს, თუმცა მხოლოდ ცარიელი, მშრალი ინფორმაცია მათ სულიერად ვერ აპურებს. ასეთი მიდგომა, ასეთი ზერელე შეფასებები, ასე შეუგრძობლად დასკვნების კეთება ან ასე უსიყვარულოდ მოპყრობა, რამეს შემატებს ადამიანს?! ვერ გიცნობენ, ალლაჰის შუამავალო, ვერ შეგიმეცნეს ისე როგორც საჭიროა! ამის გამო, უნდა რცხვენოდეთ, თუმცა ისინი, პირიქით, თავიანთ გარშემო ვერანაირ სიცარიელეს ვერ გრძნობენ. როცა ჰკითხავ, რამდენი წიგნი წაიკითხეთ შუამავლისა და მისი საჰაბეების შესახებო, გაკვირვებული იყურებიან. როცა ჰკითხავ, განა არ არის საჭირო საყვარელი ადამიანის შესახებ ფლობდე ინფორმაციასო, ისევ მდუმარედ გამოგხედავენ. თუმცა ვუწყით იმასაც, რომ შენ არ მოგწონს მშრალი კრიტიკა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ მივეცით თავს უფლება, ჭეშმარიტად შევაცნოთ შენი თავი.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როცა შენ პირველი ვაჰი გარდმოგევლინა და ადამიანებთან მიიტანე, დაგცინეს, არ დაგიჯერეს, სიტყვა ბანზე აგიგდეს. ახლაც ზოგ-ზოგიერთები მსგავს მდგომარეობაში ვარდებიან, როცა შენი და შენი საჰაბეების ისლამით ცხოვრების შესწავლას იწყებენ. ამბობენ: „ახლა ჩვენ სხვა ეპოქაში ვართ, დღევანდელობას შეხედე, მაშინდელ საზოგადოებასა და დღევანდელს შორის არანაირი მსგავსება აღარ არსებობსო.“ ალლაჰის შუამავალო, არ დანაღვლიანდე იმის გამო, რაც დავწერე, მაგრამ რა ვქნა, ეს არის სიმართლე. სინამდვილეში, მე ვაპირებდი სათითაოდ ჩამომეწერა ყველა იმ უარყოფითის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ ვერა და ვერ გავბედე, შენი განაწყენების შემეშინდა. დღეს, ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც არ იცის დარჩეს თუ არა მუსლიმად ან მიიღოს თუ არა ისლამი. ჩვენ არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ მათ. რა მოვიმოქმედოთ…

მეცნიერული თვალსაზრისით, ჩვენც უფსკრულში გადავეშვით. ჩვენ შენ წარმოგაჩინეთ ყველაფრის მთავარ არგუმენტად, თუმცა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთგვარი მითითება არის აღწერილი და დაწერილია ნაშრომებში. სამწუხაროდ, არ დავნერგეთ იგი ჩვენს ცხოვრებაში.

მეცნიერული თვალსაზრისით, უამრავი ნაშრომი შეიქმნა შენი და შენი საყვარელი საჰაბეების შესახებ, მაგრამ სადამდე მივყავართ ამას, ოდესმე თუ დავფიქრებულვართ?

განკითხვის დღეს, როგორ შევხედოთ შენს ნათელ სახეს?! მაგრამ მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი უდიდესი სურვილია შენი ჭეშმარიტად შეცნობა, შენთან მოღწევა და შენი სიყვარული. ქება-დიდება ყოვლისშემძლე ალლაჰს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შეგიგრძენით; ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ შენამდე, შენ დანატოვარამდე მოღწევას. ჩვენი გულის, ჩვენი სახლის მთავარი სტუმარი შენ ხარ ყოველთვის, ალლაჰის შუამავალო! ყოველთვის შენ…

ყოველთვის გეპატიჟებით! მობრძანდი ჩვენს ცხოვრებაში, მობრძანდი ჩვენს სახლებში!

წერილის მნიშვნელობა პირდაპირპროპორციულია პიროვნებისა და მოვლენის მიმართ. ჩვენი აზრების მნიშვნელობა და შინაარსიც შესაბამისად იზრდება ან მცირდება.

ალლაჰის შუამავალო, განა არსებობს ადამიანი, რომელიც შენზე მაღლა დგას?!

შენი ხარისხი ვერ იქნება განხილვის საგანი ხალხში, ყოვლისშემძლე ალლაჰი ბრძანებს, რომ მან ყოველმხრივ აღგჭურვა უმაღლესი თვისებებით. შენ ხომ ჩვენი შუამავალი ხარ!

მაგრამ მაინც რამ გვაიძულა წერილის დაწერა?

შენ შესახებ ბევრი რამ დაიწერა. დაიწერა შენი ცხოვრების, შენი საქმიანობის, შენი ბრძოლების და შენი მართვის მეთოდის შესახებ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ წერილი მოგვეწერა. შეიძლება ჩვენ არ დავფიქრებულვართ ასეთი საქციელის განსჯის თაობაზე, მაგრამ ვფიქრობთ, ასე უფრო გულწრფელი ვიქნებოდით. იქნებ უფრო მეტად დაგიდგინოთ მაგალითად. იქნებ ასე უფრო იოლად მოვაღწიოთ შენამდე. ამიტომ მოვიმარჯვეთ კალამი. გვინდა წერილი მოგწეროთ. ჩვენ „სალათუ სელამს“ გიგზავნით ალლაჰის შუამავალო! განკითხვის დღეს გვიშუამდგომლო და გამჩენს შეჰღაღადო, რომ მე ვიცნობ ამ შენს საწყალ მონა-მსახურსო. ყველა თავის საყვარელ ადამიანს გაიხსენებს, თავის საყვარელ ადამიანს მისწერს წერილს, ყველა წერს იმას, ვინც უყვარს და წერს იმას, რაც უყვარს.

შენ ხომ ის ხარ, ვინც ჩვენ გვიყვარს, ალლაჰის შუამავალო! სწორედ ამ გრძნობამ მოგვამარჯვებინა კალამი და ამიტომ ათასობით და ათასობით მორწმუნე „სალათუს სალამს“ გიგზავნით!

მუსლიმთა დედა აიშა (რ.ა.) ხომ ბრძანებს, რომ „მისი ზნეობა, მორალი თავადვე ყურანი იყო.“ აი, ასე შენთან ერთად გადააქვს ჩვენი ყურადღება ყურანზე. შენ ხომ ბრძანებ: „ის, ვინც ჩემს სუნნეთს არ მიჰყვება, ჩემიანი არ არისო.“ სწორედ ეს არის ის სიტყვა, რომელიც გვაძრწუნებს და გვაშინებს – შენს სუნნეთზე მიყოლა!

აღსრულება იმიტომ, რომ შენ აღასრულე! წინააღმდეგობის გარეშე, კრიტიკის გარეშე, სიამაყის მორევში ჩაფლობის გარეშე…

შენი თქმულის აღსრულება, შენი აღსრულებულის მიმართ სიყვარული, მხოლოდ იმისთვის აღსრულება, რომ შენ აღასრულე და შენ თქვი. შენი სიტყვის აღსრულება, შენი გზის გაგრძელება. აი, ამას ჰქვია სრული მორჩილება, აი, ამას ჰქვია შენს გზაზე ყოფნა, შენს მხარეს ყოფნა!

ჩვენ არ ვსაუბრობთ ბრმა ერთგულებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ სიყვარულზე, მოსიყვარულე, ლმობიერ გულზე, რწმენასა და ღვთისმსახურებაზე. როდესაც ადამიანს უყვარს ვინმე, ის მის საქციელს ცხოვრების წესად დაიდგენს, ყველა დროსა და ვითარებაში, საჭმლის მირთმევის, დაჯდომისა თუ წამოდგომის დროს. ის ვერ გაუძლებს მის გარეშე. მის გარეშე არსებობის ფიქრიც კი არ შეუძლია. ყველას და ყველაფერს მასთან ერთად მოიაზრებს. ჭეშმარიტად, შენ ხარ ის, ალლაჰის შუამავალო, ვის გარეშეც არსებობა არ შეგვიძლია! შენ ხომ ჩვენთვის ყველაფერი ხარ! ყველაფერს ხომ შენით მოეფინება ნათელი! შენ გარეშე ხომ ყველგან წყვდიადია, ყველგან და ყოველთვის უკუნეთი ისადგურებს, შენ გარეშე ხომ ყველაფერი უფერული და ყველგან უფსკრულია…

საყვარელო შუამავალო (ს.ა.ს.), შენ წინაშე დარცხვენილი ვართ. როგორც საჭიროა, ისე ვერ შეგიცანით და ვერც სხვებს შევაცანით. ჩვენ ვერ დაგიდგინეთ მაგალითად, რომ სხვებისთვის მაგალითი მიგვეცა. სწორედ, მაშინ შევძლებთ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას, როცა შენ ჩვენს გულში მუდამ იქნები. ყველაფრის სათავე ხომ შენი სიყვარულია. როგორც საჭიროა ისეთი, რომ ყოფილიყო ჩვენი შენდამი სიყვარული, რა თქმა უნდა, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. თითოეული ჩვენგანი სიყვარულის ჩანჩქერივით შენკენ ვიდენდით, ყურანითა და სუნნეთით მოვიკაზმებოდით და იმ რჩეული საჰაბეების მსგავსად, ერთ მუშტად შევიკვროდით.

ჩვენში შემოაღწიეს.… მათ ბარიერები შექმნეს, რომელთა გადალახვა შეუძლებელია. მათ გზები დახლართეს, მიუწვდომელი ლაბირინთები, მათ მთები აღმართეს, გაუვალი და მიუდგომელი მთები.… ჩვენ შენ

Comment here