სათაურებიხუტბა

ღვთისმსახურება
სულს სიმშვიდეს,
საზოგადოებას კი
ერთობას მოჰგვრის

ძვირფასო მორწმუნეებო!
აიათში, რომელიც ხუტბის დასაწყისში წავიკითხეთ, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!“ (ჰიჯრი, 15/99)

შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: უეჭველად, მონემსახურების ალლაჰისადმი ვალდებულებაა, რომ მას ეთაყვანონ და არ დაუდგინონ მას არაფერი მოზიარედ…“  (მუსლიმი, იმანი, 48; ბუხარი, ჯიჰადი, 46)

ლოცვა და თაყვანისცემანი არის ისლამის ბრძანება, მუსლიმის ნიშანი, რწმენის პრაქტიკული გამოხატულება. ეს არის ჩვენი მორჩილების, მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულება უზენაესი ალლაჰისადმი. თაყვანისცემა არის ყველაზე მტკიცე კავშირი მონა-მსახურსა და მის გამჩენს შორის.

იგი ამაღლებს ადამიანს, აძლევს სულს სიმშვიდეს, გულს სინათლეს, ალამაზებს ზნეობას და განამტკიცებს რწმენას.

ყურანში ვკითხულობთ:

وَمَا خَلَقْتُ الْجِنَّ وَالْإِنْسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ

მე ჯინები და ადამიანები მხოლოდ ჩემდამი თაყვანისცემისთვის გავაჩინე.“ (ზარიათი, 51/56)

ეს ნიშნავს, რომ თაყვანისცემა ჩვენი გაჩენის მიზანია და მონო-მორჩილების ვალდებულება.

ძვირფასო მუსლიმებო!
თაყვანისცემა არ არის ტვირთი, რომელიც ალლაჰმა დააკისრა თავის მონა-მსახურებს. პირიქით – ეს წყალობაა!

ლოცვები გვასწავლის მოთმინებას, დროის სწორად გამოყენებას, გვაცილებს სიხარბეს, გვასწავლის ურთიერთდახმარებასა და გაზიარებას. ასევე აძლიერებს ჩვენი ერთობისა და ძმობის შეგრძნებას.

თაყვანისცემა გვაქცევს სასარგებლო ადამიანად ჩვენი ოჯახის, გარემოსა და საზოგადოებისათვის.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამი გვასწავლის, რომ ცხოვრების ყოველი წამი უნდა გავატაროთ თაყვანისცემის ცნობიერებით.

ყურანში ვკითხულობთ:

قُلْ إِنَّ صَلَاتِي وَنُسُكِي وَمَحْيَايَ وَمَمَاتِي لِلّٰهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

„უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი, ჩემი სიცოცხლე და სიკვდილი სამყაროთა ღმერთს, ალლაჰს ეკუთვნის.“ (ენღ’ამი, 6/162)

ამგვარად, თუკი ვშრომობთ ჩვენი ოჯახის რჩენისათვის ჰალალის გზით, თუ არ ჩავვარდებით სიცრუეში, გამორჩენაში, მევახშეობაში და ადამიანების უფლებების შელახვაში — ესეც თაყვანისცემა ხდება.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მუსლიმისთვის წარმოუდგენელია, რომ უგულებელყოს ისლამის რწმენის საფუძვლები და თაყვანისცემა, და დახმარება სხვა რელიგიებში ან ჩვეულებებში ეძებოს.

ნამდვილი სიმშვიდე და ბედნიერება მხოლოდ გულწრფელი თაყვანისცემით მიიღწევა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

أَلَا بِذِكْرِ اللَّهِ تَطْمَئِنُّ الْقُلُوبُ

„დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!“ (რაღდი, 13/28)

თუ ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს არ ჩავუნერგავთ ალლაჰის სიყვარულს და თაყვანისცემის სურვილს, ისინი სამწუხაროდ სხვა ცრუ გზებში ეძიებენ ნუგეშს.

ძვირფასო მუსლიმებო!
გამჩენს ეკუთვნის ყოველგვარი ქება-დიდება, ჩვენი მეჩეთები ივსება მორწმუნეებით, განსაკუთრებით ჯუმა დღეს. მაგრამ ხუთი დროის ლოცვებსაც უნდა მივანიჭოთ იგივე მნიშვნელობა.

მოდით, ერთად დავდგეთ ლოცვაში ჩვენს მეჩეთებში, ოჯახებით მივიდეთ, შვილები სიყვარულითა და კეთილი სიტყვით შევაჩვიოთ მეჩეთებს.

არ დაგვავიწყდეს: ჩვენ არ მოვსულვართ ამ ქვეყნად მხოლოდ ქონების შესაგროვებლად, ძალაუფლების ან სიამოვნებათა მოსაპოვებლად.

ლოცვისა და თაყვანისცემის გარეშე რწმენა სრულყოფილი ვერ იქნება, სარჩო ვერ ეწევა ბარაქას, ოჯახი ვერ ჰპოვებს სიმშვიდეს.

ჩვენს ცხოვრებას აზრს ანიჭებს მხოლოდ ზნეობით შეზავებული თაყვანისცემა. სწორედ ეს ჩაგვწერს ღირსეულად ალლაჰის წიაღში.

ხუტბას უზენაესი ალლაჰის შემდეგი შეგონებით მინდა დავასრულო:

قُلْ مَا يَعْبَؤُا بِكُمْ رَبِّي لَوْلَا دُعَاؤُكُمْ

„უთხარი: „თუ არ იქნება თქვენი ლოცვა-ვედრებანი, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ღმერთი ჩემი?!“ (ფურყანი, 25/77)

Comment here