სათაურებიხუტბა

ღვთისმმსახურება, ღმერთსა და ადამიანს შორის
წმინდა კავშირი

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მექას მიწა ისლამის ნათელით იმოსებოდა. ძვირფასი შუამავალი მექას მახლობლად, საფას გორაკზე ავიდა და მექელებს ასე მიმართა: „თუ გეტყვით, რომ ამ მთის უკან ჩასაფრებულია მტრის ჯარი, რომელიც ჩვენზე თავდასხმას აპირებს, დამიჯერებთ? – დიახ, დაგიჯერებთ, შენ ხომ ტყუილი არასოდეს გითქვამს, -შესძახა ყველამ ერთხმად. მაშინ მე თქვენ გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენო, მიმართა მათ შუამავალმა და ამ ფრაზით მთელ კაცობრიობას ისლამის აღიარებისკენ მოუწოდა. (იხ. ბუჰარი, თეფსირი, შუარა, 2; მუსლიმ, იმან, 355)

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავლის ეს მოწოდება ღვთისადმი რწმენასა და მისდამი თაყვანისცემას გულისხმობდა. ამ მოწოდებაში ერთადერთი ღმერთისადმი გულწრფელი რწმენა და მისდამი მსახურება იგულისხმებოდა. შუამავალმა ადამიანებს ასწავლა, რომ ღვთის წინაშე უნდა დამხობილიყვნენ, თაყვანი ეცათ და ამით ისინი ამაღლდებოდნენ. ამ მიმართვაში იყო მოწოდება, რომ ადამიანებს ხელი უნდა აეღოთ ყოველგვარი ცოდვის, ბოროტებისა და ცუდი საქმეების ჩადენისგან. დაუშვებელი იყო ტყუილი, ღალატი, ორპირობა, შური, ღვარძლი და ყოველგვარი ცუდი ქცევა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანის გაჩენის ძირითადი მიზანი ღვთისადმი რწმენა და მისდამი თაყვანისცემაა. ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრების მანძლზე ღვთის კმაყოფილების მოსაპოვებლად უნდა იღწვოდეს, რათა საიქიოში, ღვთის წყალობით სამოთხეს ეზიაროს. სწორედ ღვთისმსახურებაა ის საშუალება, რომელიც ადამიანს ღმერთთან კავშირს შეაძლებინებს და ამ კავშირს სიცოცხლისუნარიანობას შესძენს. ღმერთმა ჩვენ არარაობისგან საუკეთესო ფორმით გაგვაჩინა, დედამიწის მპყრობელად მოგვავლინა და შესაბამისად, ჩვენც ვალდებულნი ვართ ვიწამოთ ის და მისდამი თაყვანისცემა გამოვხატოთ. ერთხელ შუამავლმა მუაზ ბ. ჯებელს ჰკითხა: „მუაზ, იცი ღვთის წინაშე რა ვალდებულებები გაგვაჩნია? მუაზმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი შუამავალმა უკეთ იცოდა. ამის თაობაზე შუამავალმა ბრძანა: „ჩვენი ვალდებულებაა ღვთისმსახურება აღვავლინოთ ღვთის წინაშე და არავინ და არაფერი გავუტოლოთ მას. ადამიანთა უფლებაც ისაა, რომ თუ ღმერთს თანაზიარს არ გაუხდიან, ღმერთი მათ წამებას აარიდებს“. (იხ. ბუჰარი, „ჯიჰად“ 46)

ძვირფასო მორწმუნენო!

წმინდა წიგნში, ყურანში ნაბრძანებია:

„ვინც სიკეთე ჰქმნა კაცთაგან თუ ქალთაგან და იგი მორწმუნეა, მაშინ, უთუოდ, მას ტკბილი ცხოვრებით ვაცხოვრებთ და უთუოდ მივაგებთ მათ თავიანთ საზღაურს  უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!“ (ნაჰლი 16/97)

გამომდინარე აქედან, მოდით კარგად გავიაზროთ რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთისადმი რწმენა და თაყვანისცემა. მას მთელი არსებით უნდა მივენდოთ და ერთგული მსახური გავხდეთ. ღვთისმსახურებას ნუ დავაგვიანებთ და ნუ გავაცდენთ. ვეცადოთ, რომ ნებისმიერი ღვთისმსახურება საუკეთესო ფორმით შევასრულოთ. ღვთისმსახურების პროცესში ყველანაირი საფიქრალი და ამქვეყნიური დარდი მოვიშოროთ და მხოლოდ ღვთის წინაშე დგომის მმნიშნელობასა და პასუხისმგებლობას მივაქციოთ ყურადღება. მოვერიდოთ თვალთმაქცობას და ვიყოთ გულწრფელნი. მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ წყალობათა გამო, რასაც სამყაროს უზენაესი გამჩენი გვწყალობს. ღვთისმსახურება სულის ზეიმია, ხოლო ღვთისმსახურების მიტოვება სულიერ სიცარიელეს, უიმედობას, შფოთვას და უბედურებას გვიქადის.

Comment here