სათაურებიხუტბა

ღალატის წინააღმდეგ ერთგულება,
სიმამაცე და ძლიერი რწმენა დავინახეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
როდესაც მედინაში ისლამი გაძლიერდა და სწრაფად გავრცელება დაიწყო, ურწმუნოებმა ეს ვერ აიტანეს და ყველანაირად ცდილობდნენ ისლამის განვითარებისათვის ხელი შეეშალათ. მუსლიმთა გაძლიერების კვალდაკვალ ურწმუნოთა პოზიციები უფრო და უფრო სუსტდებოდა. ურწმუნოები მუსლიმთა ერთიანობის დარღვევის მიზნით მრავალ ხრიკს მიმართავდნენ. მათმა ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა აეგოთ მეჩეთი, სადაც ერთად შეკრება და ისლამის წინააღმდეგ გეგმების შემუშავება შეეძლებოდათ. ყურანში ამ მეჩეთს „მესჯიდი დირარ“-ი ეწოდება. მეჩეთის ამშენებელმა თვალთმაქცებმა შუამავალს სთხოვეს მისულიყო იმ მეჩეთში და ელოცა. ამ გზით აღნიშნული მეჩეთი ლეგიტიმურობას შეიძენდა. შუამავალი იქ წასასვლელად და სალოცავად ემზადებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოევლინა აიათი, რომელიც ამ მეჩეთის აშენების ნამდვილ მიზანს ამხელდა.

და რომელთაც[1] დაიდგინეს სამლოცველო ზიანის მისაყენებლად[2] და ურწმუნოების გასამყარებლად[3], და განხეთქილების შესატანად მორწმუნეებს შორის და საგუშაგო, ვინც იმთავიდანვე ბრძოლა გამოუცხადა ალაჰსა და მის შუამავალს, უეჭველად, დაიფიცებენ: არაფერი გვინდოდა, გარდა სიკეთისა! თუმცაღა ალაჰი მოწმობს, რომ ეგენი ნამდვილად ცრუნი არიან.

და არ დადგე[4] მასში არასდროს[5]. უეჭველად მეჩეთი, რომელიც დაფუძნდა პირველი დღიდან ღვთისმოშიშობაზე[6], უფრო ღირსია, რომ დადგე[7] მასში. იქ არიან კაცნი[8], რომლებსაც უყვართ, რომ განიწმინდონ. და ალაჰს უყვარ განწმენდილები (თევბე 9/107-108)

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს მოვლენა მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შუამავალი ცოცხალი იყო და ეს იყო  სარწმუნოების ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი თვალსაჩინო მცდელობა. მას შემდეგაც, მთელი ისტორიის მანძილზე, ცალკეული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები, მუდმივად ცდილობდნენ ესარგებლათ ადამიანთა რელიგიური გრძნობებით და ამ გზით კონკრეტული მიზნისთვის მიეღწიათ. როგორც მაშინ, ასევე დღესაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ისლამის ღირებულებებისა ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებას ცდილობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით შუამავლის გაფრთხილება საკმაოდ პირდაპირ გზავნილებს შეიცავს:

„რა ცუდია ის ადამიანი, რომელიც სარწმუნოებას ამქვეყნიურისთვის იყენებს! რა ცუდია ადამიანი, რომელიც საკუთარ სურვილებსა და ცდუნებებს დაემონება!“ (იხ. თირმიზი, „სიფათულ ყიამე“ 17)

ძვირფასო მორწმუნენო!
სულ რაღაც ხუთი წლის წინ, 15 ივლისს, სარწმუნოებას ამოფარებულმა დაჯგუფებამ სახელმწიფოზე  მოღალატეობრივი თავდასხმა განახორციელა და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ. ამ დაჯგუფების მიზანი არსებული ხელისუფლების დამხობა და პოლიტიკური მმართველობის ხელში ჩაგდება იყო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ჩვენი სარწმუნოების წმინდა ღირებულებები თავიანთი ამქვეყნიური მიზნების მისაღწევად გამოიყენეს. მათ, ამ გზით, ჩვენი სარწმუნოების წმის ღირებულებები დააკნინეს და ადამიანთა რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს. ეს იყო თანამორწმუნე ძმებს შორის არეულობის შეტანის მცდელობა. ყურანში ნაბრძანებია:

„როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.

თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ“. (ბაყარა 2/11-12)

ძვირფასო მორწმუნენო!
უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ ღვთის წინაშე, რადგან მისი დახმარებითა და წყალობით ჭეშმარიტებამ მცდარზე გაიმარჯვა და სიმართლემ იზეიმა. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა მორწმუნე ძმებმა, ამ მოღალატეობრივი თავდასხმის წინააღმდეგ, უსაზღვრო სიმამაცე და ერთგულება გამოიჩინეს.

სამომავლოდ კი დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა იგივე აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალმა თაობებმა სარწმუნოება სწორი წყაროებიდან შეისწავლოს და ჯანსაღი ცოდნა მიიღოს. ჩვენი ვალია აღვზარდოთ თაობები, რომლებიც ცხოვრების წესად ყურანის მოძღვრებასა და შუამავალის სუნას გაიხდიან და ამ გზას არ გადაუხვევენ.

[1] ესენი არიან 12 თვალთმაქცი
[2] ყუბა მეჩეთის მრევლისათვის ზიანის მისაყენებლად
[3] რადგანაც ეს მეჩეთი ააგეს  ები ღამირ რაჰიბის ბრძანებით, რომლის ჩანაფიქრი იყო ალლაჰის შუამავლის ამ სამლოცველოში შეტყუება და მისი მოკვლა
[4] ილოცო
[5] წარგზავნა ალლაჰის შუამავალმა ხალხი და დაანგრევია ის მეჩეთი
[6] რომელიც აიგო ჰიჯრის პირველ დღესვე, ეს არის მესჯიდი ყუბა
[7] ილოცო მასში
[8]  ენსარები

Comment here