სათაურებიხუტბა

უხილავის ცოდნას
მხოლოდ
ალლაჰი უწყის

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს ხშირად ვაწყდებით ჯადოსა და მაგიას. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მატერიალური სარგებლის მისაღებად სხვათა გრძნობებსა და შემოსავალს ექსპლუატაციას უწევენ — ჯადოქრებს, მკითხავებს, მედიუმებს, თილისმის დამწერებსა და მათ მსგავსებს. ზოგიერთ მედიასაშუალება და პლატფორმა ხელს უწყობს ამ დანაშაულებრივ ქმედებებს. დღევანდელ ქადაგებაში შევახსენოთ ერთმანეთს ისლამის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის თანახმად, ჯადო და მაგია დიდი ცოდვაა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

“ერიდეთ იმ საქმეებს, რომლებიც ადამიანთა დაღუპვას იწვევს, როგორიცაა შირქი (ღმერთზე მოზიარის დადგენა) და ჯადოს გამოყენება.” (ბუხარი, ვსაია, 23)

ჯადო და მოჯადოება ადამიანთა უფლებების დარღვევა და უსამართლობაა. ეს შეუთავსებელია “თევჰიდთან” (ღვთის ერთობის რწმენასთან) და ალლაჰისადმი სასოებასთან. ვინც ამ ცოდვას სჩადის, მანამ ვერ აიცდენს ალლაჰის რისხვას, სანამ გულწრფელად არ მოინანიებს და იმ პირებს, ვისაც ზიანი მიაყენა, პატიებას არ სთხოვს.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჯინებიც, ისევე როგორც ადამიანები, ალლაჰის ქმნილებები არიან. მათ შორის მორწმუნეებიც არიან და ურწმუნოებიც. ისინი არ ფლობენ ცოდნას მომავლის შესახებ და შეუძლებელია, ვინმეს ზიანი მიაყენონ ალლაჰის ნების გარეშე.

وَلِلّٰهِ غَيْبُ السَّمٰوَاتِ وَالْاَرْضِ

 

ალლაჰს ეკუთვნის უხილავი ცათა და ქვეყნის.” (ნაჰლი, 16/77)
ამიტომ, ვინც ამტკიცებს, რომ ჯინებთან კონტაქტით მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია, ცრუობს. მორწმუნის მოვალეობაა, როგორც ადამიანთა სიავისგან, ასევე ჯინთა სიავისგან, ალლაჰს შეაფაროს თავი, ღვთისმსახურება გააგრძელოს და ვედრება აღავლინოს. შუამავალის (ს.ა.ს.) რჩევის თანახმად, ხშირად უნდა ვიკითხოთ მუღ’ავიზათეინი – სურები “ფელაყი” და “ნაასი”.

გარდა ამისა, ყავაზე მკითხაობა, ზოდიაქოს ნიშნებით ან ხელისგულზე მომავლის გამოცნობა ისლამში მკაცრად აკრძალულია და დიდი ცოდვაა. ყურანში ვკითხულობთ:

ესენი ეშმაკისეული სისაძაგლენია.” (მაიდე, 5/90)
მკითხავებისა და ჯადოქრების ტელევიზიით, გაზეთებითა და სოციალურ მედიაში პოპულარიზაცია კიდევ უფრო დიდი ცოდვაა. შუამავალი (ს.ა.ს.) მკაცრად გვაფრთხილებს:

ვინც ჯადოქართან ან მკითხავთან მივა და მის სიტყვებს დაიჯერებს, მან უარყო ის, რაც მუჰამმედს (ს.ა.ს.) ზემოევლინა.” (მუსლიმი, სალათი, 125)

ღმერთის საყვარელო მსახურნო!
დიადი ალლაჰი ბრძანებს:

“ჩვენ ვავლენთ ყურანიდან იმას, რაც განკურნება და წყალობაა მორწმუნეთათვის.” (ისრა, 17/82)

ყურანი ჩვენთვის წასაკითხად, შესაცნობად და ცხოვრებაში გასატარებლად წარმოიგზავნა. ჩვენი პირადი და საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტა მასშია. თუმცა, ავადმყოფობის დროს, უნდა მივმართოთ სამედიცინო მკურნალობას, ხოლო პარალელურად, უნდა ვიკითხოთ ყურანი და შევევედროთ ალლაჰს შუამავალის (ს.ა.ს.) მიერ ნასწავლი ვედრებით.

თუმცა ყურანის აიათების ან ვედრების დაწერა და მათი კომერციული მიზნით გამოყენება მკაცრად აკრძალულია.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჯადოს, მაგიის ან თილისმის დამწერები ცრუპენტელები არიან.

ეს პირები არ არიან “ხოჯები” (რელიგიური სწავლულები)!

თუ მათ ნამდვილ ისლამურ სწავლულებთან გავაიგივებთ, ეს აკრძალული ქმედებების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს და მათ გავრცელებას წაახალისებს.

ამგვარი ცრურწმენები და მცდარი შეხედულებები იქ ვითარდება, სადაც ხალხს არ აქვს ჭეშმარიტი რელიგიური ცოდნა. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად აუცილებელია სწორი რელიგიური განათლება, რომელიც დაფუძნებულია ყურანსა და სუნნეთზე.

ძვირფასი მორწმუნენო!
უნდა ვიყოთ ფხიზლად იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩვენი რწმენითა და გრძნობებით მანიპულირებენ. ნუ მოვტყუვდებით ცრურწმენებითა და ცრუ ქადაგებებით.

წარმატების, ჯანმრთელობისა და სარჩოს თაობაზე ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და შემდეგ ალლაჰს მივანდოთ შედეგი.

დაიმახსოვრეთ: ალლაჰის ნების გარეშე, არავის და არაფერს არ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს ან სიკეთე მოგვიტანოს.

ხუტბას დასასრულს, გავიხსენოთ გამჩენის სიტყვა:

“…ვინც ალლაჰს მიენდობა, მაშინ კმარა იგი მისთვის…” (ტალაყი, 65/3)

Comment here