სათაურებიხუტბა

უზენაესი ალლაჰი მორწმუნეთა შემწეა

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრით მეხუთე წელი იყო. მექელმა ურწმუნოებმა უჰუდის ბრძოლაში სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომ გადაწყვიტეს მედინაზე უკანასკნელი იერიში მიეტანათ. შუამავალმა ეს ამბავი გაიგო და როგორც ყოველთვის, სათათბიროდ მეგობრებს უხმო. გადაწყვიტეს თავდაცვითი სტრატეგია აერჩიათ და ამასთანავე, მედინას ირგვლივ დიდი თხრილი გაეთხარათ. მორწმუნეები გულმოდგინედ მუშაობდნენ, რათა თხრილი მალე დაესრულებინათ. მუშაობის დროს უზარმაზარ ქვას გადაეყარნენ. ქვის ადგილიდან დაძვრა ან დაშლა შეუძლებელი იყო.  გამოუვალმა მდგომარეობამ  მუსლიმები საგონებელში ჩააგდო. ამ დროს მათთან შუამავალი მივიდა. ის ერთის მხრივ უზარმაზარ ქვას ამტვრევდა, ხოლო მეორეს მხრივ მიმდევრებს სასიხარულო ამბავს აცნობდა, რომ ისლამის დროშა უფრო და უფრო შორს აფრიალდებოდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავლის მეგობრები ამ სასიხარულო წინასწარმეტყველების მომსწრენი გახდნენ და ისლამის უნივერსალურ გზავნილს ყველაგან ავრცელებდნენ. ანატოლიაში შემოსული ისლამის ჯარის რიგებში იაზ ბ. განემი და ჰალიდ ბ. ველიდიც იყვნენ. ამ ჯარმა დიარბაქირში ისლამის დროშა აღმართა. ეს ქალაქი ანატოლიაში ისლამის გავრცელების პირველი კარი გახდა. დიარბაქირი, საჰაბეთა ქალაქი, იმ დროიდან მოყოლებული მუსლიმთა გულსა და ისლამის ციხესიმაგრეს წარმოადგენს.

ძვირფასო მორწმუნენო!
იმ დღიდან მოყოლებული ანატოლიის ხალხი ისლამის მედროშე გახდა და ეს სტატუსი აღარ დაუკარგავს. ისინი ღვთის სიყვარულითა და მისი სახელის სიმაღლისთვის მუდმივ მცდელობაში არიან. ისინი დაუღალავად იბრძოდნენ და გამარჯვებას გამარჯვებაზე იღებდნენ. ბოლოს სტამბოლიც გაათავისუფლეს და შუამავლის წინასწარმეტყველების ახდენის მომსწრენი გახდნენ. ჰადისის მიხედვით შუამავალი ბრძანებს: კონსტანტინეპოლი აუცილებლად გათავისუფლდება. მისი განმათავისუფლებელი სარდალი რა ლამაზი სარდალია! და ის ჯარისკაცი, რა ლამაზია! (იხ. აჰმედ ბ. ჰანდელ. მუსნედ. 4 325)

ძვირფასო მორწმუნენო!
სტამბოლის გათავისუფლება მხოლოდ ერთი ქალაქის აღებას არ ნიშნავს. ეს გათავისფლება შუამავლის წინასწარმეტყველება, საჰაბეთა დიდი სურვილი, ებუ ეუბ ელ ენსარის ოცნება და მუსლიმთა დიდი სიყვარულით გამოწვეული წარმატება იყო. ეს გათავისუფლება ერთი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც მექა, მედინა, იერუსალიმი და სტამბოლი ძმებად აქცია.

ძვირფასო მორწმუნენო!

უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„და ვფიცავ, შენამდე მოვავლინეთ შუამავალნი თავიანთი ხალხის წიაღიდან და მოვიდნენ მათთან ცხადი სასწაულებით. ჩვენ მივუზღეთ ცოდვილებს და მორწმუნეების შეწევნა გახდა მოვალეობა ჩვენი!“ (რუმი 30/47)

   დიდება ღმერთს, ის მუდმივად მართალთა შემწეა. ის ჭეშმარიტების დამდგენია. ის ჩაგრულთა მფარველი და მანუგეშებელია.

ძვირფასო ძმებო!
დღეს, ჩვენი მოვალეობაა ის დიდებული მემკვიდრეობა, რაც ისლამს მთელი ისტორიის მანძილზე მოჰყვება, ჩვენს შვილებს გადავცეთ.  წარმატებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის ყურანისა და სუნას მოძღვრებას უნდა მივეკედლოთ. ამ პროცესში კი ერთი წამითაც ეჭვის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ძმობა, სიყვარული და ერთიანობა. თუ ერთად ვიქნებით, მტერი და მოშურნე ვერას დაგვაკლებს. ჩვენი დროშა მუდამ იფრიალებს და ეზნის ხმა მუდმივად იქნება. უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

და სხვა, რაც გიყვართ: შეწევნა ალლაჰისგან და ახლო გამარჯვება. და ახარეთ მორწმუნეთ!(საფი 61/13)

 

Comment here