სათაურებიხუტბა

სწორი რელიგიური
ცოდნის მნიშვნელობა

ძვირფასო მორწმუნეებო!
ყოველ ეპოქაში რწმენის ჭეშმარიტად დაცვა და მორწმუნე საზოგადოების სულიერი სიმტკიცე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო სწორ, საიმედო და შარიათზე დაფუძნებულ რელიგიურ ცოდნაზე.

რელიგიური ცოდნა არა მხოლოდ პიროვნული ღვთისმოშიშობის საფუძველია, არამედ საყრდენია ოჯახური წესრიგის, სამართლიანი საზოგადოებისა და სამუდამო ხსნის გზის.

ალლაჰი ბრძანებს:

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِن تَنصُرُوا اللَّهَ يَنصُرْكُمْ وَيُثَبِّتْ أَقْدَامَكُمْ

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხს განგიმტკიცებს.“ (სურა მუჰამმედი, 7)

ეს დახმარება იმაშიც გამოიხატება, რომ ვიცავთ ჩვენი რწმენის სიწმინდეს არასწორი ინტერპრეტაციისგან, ცრუმოძღვრებისა და უვიცობისგან.

ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამი არის სიბრძნის, სინათლისა და ბალანსის რელიგია. ალლაჰმა ადამიანები აღმატებულ ჰყო ცოდნით. სწორედ ცოდნა განასხვავებს ჭეშმარიტ მორწმუნეს იმ ადამიანებისგან, ვინც ბნელში და ცრუმორწმუნეობაშია ჩაფლული.

ალლაჰი ბრძანებს: ალლაჰი მფარველია მათი, რომელთაც იწამეს. ისინი გამოჰყავს მას (ალლაჰს) სიბნელიდან სინათლეში. …“ (სურა ბაყარა, 22/57)

ამ „სინათლეში“ პირველ რიგში იგულისხმება სწორი რწმენა, მართებული იდენტობა და სანდო ცოდნა, რომელიც ყურანსა და სუნნეთზეა დაფუძნებული.

ძვირფასო მუსლიმებო!
ყურანისა და სუნნეთის სწორი გაგება მორწმუნის ფუნდამენტია.

როგორც შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) გვაფრთხილებს:

تَرَكْتُ فِيكُمْ أَمْرَيْنِ لَنْ تَضِلُّوا مَا تَمَسَّكْتُم بِهِمَا: كِتَابَ اللَّهِ وَسُنَّةَ نَبِيِّهِ

თქვენ ორი რამ დაგიტოვეთ. სანამ მათ ჩაეჭიდებით, გზას არასოდეს ასცდებითესენია: ალლაჰის წიგნი და მისი შუამავალის სუნნეთი.“ (მუვატტა, ყადერი, 3)

ამანათად დატოვებული ეს ორი წყარო ერთად წარმოადგენს ისლამური ცნობიერების საძირკველს.

სადაც სწორი ცოდნა იქნება:
– იქ გადაცდომებს და ცრურწმენას არ ექნება ადგილი,

– იქ რელიგია ვერ გახდება პოლიტიკური ინსტრუმენტი,

– იქ ვერავინ გაბედავს ღვთის სახელით ძალაუფლების მოპოვებას,

– და იქ მორწმუნე საზოგადოება იქნება მტკიცე, თავდადებული და სამართლიანი.

სწორი რელიგიური ცოდნა აყალიბებს ბალანსს რწმენასა და გონიერებას შორის, აღზრდის პასუხისმგებლიან თაობებს და იცავს სარწმუნოებას გადაცდომებისგან.

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს, როცა ინფორმაციულ სივრცეში მრავალი არაკომპეტენტური ხმა ისმის რელიგიის სახელით, და არაერთი ადამიანი ცდილობს რწმენის გაყალბებას ჰადისების, ყურანის არასწორი ინტერპრეტაციებით  — აუცილებელია სიფხიზლე და გულდასმით შერჩეული წყაროების მეშვეობით რელიგიური ცოდნის მიღება.

შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

مَنْ يُرِدِ اللَّهُ بِهِ خَيْرًا يُفَقِّهْهُ فِي الدِّينِ

ვისთვისაც ალლაჰი სიკეთეს ინებებს, მას რელიგიაში ღრმა ცოდნას მიჰმადლის.“ (ბუხარი, ედები, 83)

ამიტომ, ყოველი მორწმუნის ამოცანაა:

ცოდნა მიიღოს იმამებისგან, რომლებიც ჭეშმარიტი გზით, ეჰლი სუნნეთ ველ-ჯამაღ’ეთის მემკვიდრეობით ხელმძღვანელობენ,

არ ჩაუვარდეს ცრუმოძღვრების გავლენას,

დაიცვას შვილები ცრუ იდეოლოგიებისგან,

და აღზარდოს თაობა, რომელიც ღვთისადმი მორჩილებით და გონიერებით იცხოვრებს.

ყოველთვის გვახსოვდეს:

სწორი ცოდნა არის ნიადაგი ღვთიმსახურების, სიმტკიცისა და ღვთისმოშიშეობისთვის. ცოდნის გარეშე, არც სიყვარულია მართებული, არც შიშია ნაყოფიერი და არც მორალია დაცული.

შუამავალი (ს.ა.ს.) მკაცრად გვაფრთხილებს:

بِئْسَ عَبْدُ الدُّنْيَا، بئْسَ عَبْدُ الْهَوَى!

რამდენად უბედურია ის ადამიანი, ვინც დედამიწის მსახურად იქცა! რაოდენ უბედური ის, ვინც თავის ვნებებს აყვა!“ (თირმიზი, სიფათულ-ყიამე, 17)

 

Comment here