ძვირფასო მუსლიმებო!
სურა ჰუჯურათის ერთ-ერთი იმ სურათაგანია, რომელიც არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას თავის გამჩენთანთან, სხვა ადამიანებთან და გარემოსთან, და ამ საკითხებზე ფუნდამენტურ პრინციპებს გვაწვდის.
სურა ჰუჯურათს კიდევ ერთი სახელი აქვს – „ეთიკის სურა“, რადგან ის გვამცნობს, რომ ადამიანი მხოლოდ რწმენით იძენს ღირსებას და მხოლოდ ისლამით აღწევს პატივსა და ფასს.
იგი გვახსენებს, რომ მორწმუნეებმა ერთმანეთს რწმენით უნდა გადაეჯაჭვონ, დაიცვან თანაცხოვრების წესები და თავი აარიდონ ყოველგვარ სიტყვას, ქცევასა და დამოკიდებულებას, რაც მათ ერთობასა და ერთიანობას ზიანს მიაყენებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
დიადი ალლაჰის სურა ჰუჯურათის პირველ აიათში ბრძანებს:
يَٓا اَيُّهَا الَّذ۪ينَ اٰمَنُوا لَا تُقَدِّمُوا بَيْنَ يَدَيِ اللّٰهِ وَرَسُولِهِ
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წინ ნუ გაასწრებთ ალლაჰს და მის შუამავალს!“ (ჰუჯურათი, 49/1)
ალლაჰსა და მის შუამავალზე წინ არ გასწრება ნიშნავს – მათი ყველასაზე და ყველაფერზე მეტად სიყვარულს. ნიშნავს ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისა და ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) სიყვარულის ყველაფერზე მაღლა დაყენებას.
ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის და ყველგან გულით მივეჯაჭვოთ ყურანსა და სუნნეთს.
ეს ნიშნავს, რომ ალლაჰისა და მისი შუამავალის მიერ დადგენილი ნორმები ჩვენი გადაწყვეტილებებისა და შეხედულებების წინ დავაყენოთ – ისინი უმნიშვნელოვანესადა და უპირატესად მივიჩნიოთ.
საბოლოოდ, ალლაჰისა და მის შუამავალზე წინ არ გასწრება – ყოველი მორწმუნისთვის სავალდებულო ბრძანებაა და მრწამსის საკითხია.
სურა ჰუჯურათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია შემდეგი აიათია
يَٓا اَيُّهَا الَّذ۪ينَ اٰمَنُوا اِنْ جَٓاءَكُمْ فَاسِقٌ بِنَبَأٍ۬ فَتَبَيَّنُٓوا
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი (ცოდვილი) რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ მისი სისწორე…“ (ჰუჯურათი, 49/6)
ეს აიათი მოგვიწოდებს, რომ ფხიზლად და სიფრთხილით მოვეკიდოთ ინფორმაციას.
გავრცელებული იქნება ეს რეალურ ცხოვრებაში თუ ციფრულ სივრცეში — დაუდასტურებელი და სიცრუით სავსე ინფორმაციის გაზიარება იწვევს დაპირისპირებას, განხეთქილებას, საზოგადოებაში სიმშვიდისა და ნდობის დარღვევას.
მსგავსმა დამოკიდებულებამ შეიძლება ადამიანების უიმედობაში ჩაგდება, ოჯახების დაშლა და მეგობრული კავშირების განადგურებაც კი გამოიწვიოს.
არასოდეს დაგვავიწყდეს: ინფორმაციისა და ამბის გავრცელება, რომლის სისწორეშიც დარწმუნებულნი არ ვართ — დიდ ცოდვად და მძიმე პასუხისმგებლობად ითვლება.
ძვირფასო მუსლიმებო!
სურა ჰუჯურათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი:
يَٓا اَيُّهَا الَّذ۪ينَ اٰمَنُوا لَا يَسْخَرْ قَوْمٌ مِنْ قَوْمٍ
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაე, ერთმა ხალხმა არ დასცინოს მეორე ხალხს…“
და ასევე:
وَلَا تَلْمِزُٓوا اَنْفُسَكُمْ وَلَا تَنَابَزُوا بِالْاَلْقَابِۜ
„და არ მოსცხოთ ჩირქი ერთმანეთს და არ მოუხმოთ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი მეტსახელებით…“ (ჰუჯურათი, 49/11)
ისლამის თანახმად ადამიანი ღირსეული არსებაა და პატივისცემას იმსახურებს. ის ვერ გახდება დაცინვის ობიექტი — თუნდაც ხუმრობით, ხელით, ენით, წარბის ან თვალის მინიშნებით.
მიუღებელია ადამიანის ღირსების შელახვა და ისეთი ზედმეტი სახელების დარქმევა, რაც მის პატივსა და ავტორიტეტს ზიანს მიაყენებს.
ამგვარი შეურაცხმყოფელი ქმედებების მიზეზი ხშირად არის სიამაყე და ქედმაღლობა — თვისებები, რომლებიც ალლაჰს სრულიად არ უყვარს. ეს არის საკუთარი თავის გადამეტებული აღქმა და სხვების დამცირება.
კიდევ ერთი ღირებული შეგონება:
„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს, რამეთუ ზოგი ვარაუდი ცოდვაა. და არ გამოიკვლიოთ ერთიმეორის შეცდომები და ნუ ილაპარაკებთ ერთმანეთის ზურგს უკან…“ (ჰუჯურათი, 49/11)
მორწმუნე ის ადამიანია, რომლისგანაც ადამიანები დაცულად გრძნობენ თავს – მის სიტყვებსა და მოქმედებებში ზიანი არ იგრძნობა.
მორწმუნე კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ; ცდილობს, ყოველთვის კარგი აზრი ჰქონდეს სხვების შესახებ. ის სხვა ადამიანების შეცდომებზე კი არა, საკუთარ ნაკლოვანებებზე ფიქრობს.
მორწმუნე არ ლაპარაკობს ზურგს უკან, არ ჭორაობს და არ ატარებს ენას აქეთ-იქეთ – ის ყოველთვის ცდილობს სიმშვიდისა და ერთიანობის შენარჩუნებას.
ძვირფასო მორწმუნეებო!
სურა ჰუჯურათში უზენაესი ალლაჰის ასე მიმართავს მთელ კაცობრიობას:
„ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია…“ (ჰუჯურათი, 49/13)
ჩვენი დიადი რელიგი — ისლამი, კრძალავს ყოველგვარ რასიზმსა.
მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ცივილიზებულად და განვითარებულად თვლიან, სინამდვილეში კი კაცობრიობისგან დაცლილნი არიან და ბარბაროსობით იკვებებიან, სასტიკად და დაუნდობლად ექცევიან მორწმუნეთ — მსოფლიოს მრავალ კუთხეში.
მიუხედავად ამისა, უზენაესი ღმერთი ყველანაირი ბოროტების ამოძირკვის გზას გვიჩვენებს ამავე სურაში და ასე აღწერს ჭეშმარიტ მორწმუნეებს:
„მორწმუნეები მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალი მისი. მერე არ ჩავარდნილან ეჭვში და იბრძოლეს, იღვაწეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე. სწორედ ეგენი არიან მართალნი..“ (ჰუჯურათი, 49/15)
დიადმა ღმერთმა მოგვმადლოს შემეცნების უნარს და ძალა იმისა, რომ სურა ჰუჯურათში არსებული ნორმები დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში, აღვკვეთოთ ბოროტება და განუდგეთ ყველაფერ იმას, რაც აბინძურებს ჩვენს გონებას, გულს, ენას და რაც ზიანს აყენებს მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ხუტბა მინდა დავასრულო შემდეგი ჰადისით:
„ღმერთო ჩემო! შენ შეგეფარები ჩემი სმენის სიავის, ჩემი თვალის სიავის, ჩემი ენის სიავისა და ჩემი გულის სიავისგან!…“ (თირმიზი, დეავათი, 74)
Comment here