ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი უზენაესი წიგნის, ყურანის ერთ-ერთი სურა იასინია — ის მიმართავს ადამიანის გონებასა და სინდისს, გვახსენებს, რომ სამყარო ჰარმონიითა და წონასწორობით არის შექმნილი. იგი აზრს ანიჭებს სიცოცხლეს, აცოცხლებს გულებს, ასწავლის ჭეშმარიტებასა და სიმართლეს.
ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
«إِنَّ لِكُلِّ شَيْءٍ قَلْبًا، وَقَلْبُ الْقُرْآنِ يسٓ»
„ყველა აქვს გული, შესაბამისად ყურანის გული სურა იასინია.“ (თირმიზი, ფედაილულ-ყურანი, 7)
ისლამური ტრადიციის მქონე ჩვენი ერი სურა იასინს კითხულობს დაბადებიდან სიკვდილამდე, სიხარულშიც და მწუხარებაშიც, ჯანმრთელობაშიც და ავადმყოფობაშიც. თუმცა ამ სურას წაკითხვით მიზანი მხოლოდ კითხვა კი არ უნდა იყოს, არამედ მისი მნიშვნელობის გააზრება და ცხოვრების წესად დანერგვა.
ძვირფასო მორწმუნეებო!
სურა იასინი იწყება ყურანისადმი ფიცით, რომელიც კაცობრიობის გზამკვლევად მოევლინა. იგი მიგვითითებს, რომ ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერება მხოლოდ მისი მცნებებისადმი მორჩილებით მიიღწევა.
وَأَنِ اعْبُدُونِۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُّسْتَقِيمٌ
„თაყვანი მეცით მხოლოდ მე, ესაა ჭეშმარიტი გზა!“ (იასინი, 36/61)
სურა იასინი გვიწვევს მხოლოდ ალლაჰის მსახურებაში და სწორი გზით სიარულში. ეს გზაა ერთღმერთიანობით დაწყებული, მსახურებით განმტკიცებული და კეთილი ზნეობით სრულქმნილი ისლამური გზა. მორწმუნემ გულწრფელობა და თავმდაბლობა უნდა დაიდგინოს ყოველ ქმედებაში, თავი აარიდოს მოჩვენითობასა და თვალთმაქცობას.
სურა იასინში ასევე ვკითხულობთ:
إِنَّكَ لَمِنَ الْمُرْسَلِينَ. عَلَىٰ صِرَاطٍ مُّسْتَقِيمٍ
„უეჭველად, შენ ერთ–ერთი მოვლინებულთაგანი ხარ ჭეშმარიტ გზაზე.“ (იასინი, 36/3-4)
ეს აიათები მიუთითებს, რომ მუჰამმედი (ს.ა.ს.) ადამიანთა ბედნიერებისკენ მოსახმობად წარმოიგზავნა. იგი განასხვავებს ჭეშმარიტებას ცრუისგან, სიკეთეს ბოროტებისგან, ნებას აკრძალულისგან. ის გვასწავლის ობლებისა და ქვრივების თანადგომას, მეზობლებთან კეთილ ურთიერთობას, მიტევებასა და დიდსულოვნებას.
ძვირფასო მუსლიმებო!
სურა იასინი პასუხობს ურწმუნოთა შეკითხვას: „ვინ გააცოცხლებს ამ დამპალ ძვლებს?“
قُلْ يُحْيِيهَا الَّذِي أَنشَأَهَا أَوَّلَ مَرَّةٍۚ
„უთხარი: „გააცოცხლებს მას, რომელმაც გააჩინა თავდაპირველად“… (იასინი, 36/79)
შუამავალი (ს.ა.ს.) გვირჩევს, წავიკითხოთ სურა იასინი მორწმუნეებისთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ. (ებუ დავუდი, ჯენაიზი, 19, 20) ამ რჩევის საფუძველზე ვსწავლობთ, რომ სიკვდილი გარდაუვალია და სიცოცხლის განმავლობაში საიქიოსთვის უნდა მოვემზადოთ.
الْيَوْمَ نَخْتِمُ عَلَىٰ أَفْوَاهِهِمْ وَتُكَلِّمُنَا أَيْدِيهِمْ وَتَشْهَدُ أَرْجُلُهُم بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ
„დღეს ჩვენ დავასვამთ ბეჭედს მათ ბაგეებზე და დაგველაპარაკება მათი ხელები და დაამოწმებს მათი ფეხები, რასაც იხვეჭდნენ.“ (იასინი, 36/65)
მორწმუნემ, რომელიც ამ შემეცნებით ცხოვრობს, უნდა ემსახუროს თავის გაჩენის მიზანს, არ განერიდოს მსახურებას, სიკეთეს და არ იცხოვროს ისე, თითქოს არ არსებობს აღდგომა, ანგარიშგება და საბოლოო გასამართლება.
ძვირფასო მორწმუნეებო!
მიუხედავად ყველა სირთულისა, თითოეულმა ჩვენგანმა მხარი უნდა დავუჭიროთ დაჩაგრულებს, განსაკუთრებით პალესტინელებს ღაზაში, რომლებიც თავიანთ მიწას და სარწმუნოებას იცავენ უსამართლოთაგან და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მათთან ერთად — როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად.
სურა იასინი კეთილ მორწმუნეებს ახარებს:
إِنَّ أَصْحَابَ الْجَنَّةِ الْيَوْمَ فِي شُغُلٍ فَاكِهُونَ
„უეჭველად, სამოთხის მკვიდრნი იმ დღეს კმაყოფილნი არიან დაკავებული საქმით.“ (იასინი, 36/55)
سَلَامٌ قَوْلًا مِّن رَّبٍّ رَّحِيمٍ
„მოწყალე ღმერთის სიტყვაა ერთი: „სალამი – მშვიდობა!“ (იასინი, 36/58)
ხოლო ცოდვილთა თაობაზე შეგვაგონებს:
هَٰذِهِۦ جَهَنَّمُ ٱلَّتِى كُنتُمْ تُوعَدُونَ. ٱصْلَوْهَا ٱلْيَوْمَ بِمَا كُنتُمْ تَكْفُرُونَ
„სწორედ ესაა თქვენზე აღთქმული ჯოჯოხეთი. შეენთეთ დღეს მასში, საზღაურად უარყოფისა!“ (იასინი, 36/63-64)
ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენ ზილ–ჰიჯჯეს თვეში ვიმყოფებით. ვეცადოთ გამოვიყენოთ ეს ღირშესანიშნავი დღეები ღვტიმსახურების, სინანულისა და თვითშეფასებისათვის. განვიცადოთ ჩვენი შეცდომები და მოვემზადოთ საიქიოსთვის.
ხუტბას კი სურა იასინის ბოლო აიათით დავასრულებ:
فَسُبْحَانَ الَّذِي بِيَدِهِۦ مَلَكُوتُ كُلِّ شَيْءٍۖ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
„დაე, ქება–დიდება მას, რომლის ხელთაა მეუფება ყველაფრის! და მასთან იქნებით მობრუნებულნი.“ (იასინი, 36/83)
Comment here