ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი დიადი რელიგია – ისლამი – ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მრუშობას, ამ უმძიმეს ცოდვას, რომელიც მავნებელია როგორც ინდივიდისთვის, ისე მთელ საზოგადოებისთვის. მრუშობა არის სქესობრივი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინების გარეშე – კავშირი, რომელიც არ არის დაკანონებული არც რელიგიურად და არც სამართლებრივად. ეს არის დიდი სიბილწე და თავდასხმა ოჯახის ინსტიტუტზე. მრუშობა იწვევს ოჯახების დანგრევას. ანგრევს ახალგაზრდობის ოცნებებს და აბნელებს მომავლის იმედს. იგი წარმოადგენს თავაშვებულობისა და უტიფრობის აშკარა გამოვლინებას და ავრცელებს როგორც მატერიალურ, ისე სულიერ დაავადებებს.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამი მხოლოდ მრუშობას კი არ კრძალავს – ის კრძალავს ყველაფერს, რაც ამ ცოდვამდე მიგვიყვანს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
وَلَا تَقْرَبُوا الزِّنٰٓى اِنَّهُ كَانَ فَاحِشَةًۜ وَسَٓاءَ سَب۪يلاً
„არ მიუახლივდეთ მრუშობას – უეჭველად, იგი ზნედაცენულობა და ცუდი გზაა.” (ისრა, 17/32)
შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რაც ამ უზნეიბისკენ უბიძგებს ადამიანს – იქნება ეს რეალურ ცხოვრებაში, ციფრულ სივრცეში თუ მედიაში. აკრძალულია სხეულის დემონსტრირება, აკრძალულია ჩაცმულობა, რომელიც არღვევს შარიათის წესებს. აკრძალულია, რომ მამაკაცი და ქალი, რომელთაც ქორწინების უფლება აქვთ ერთმანეთზე, მარტო დარჩნენ ან ე.წ. „თანაცხოვრების“ საბაბით ერთად იცხოვრონ.
„ფლირტი“, „სიყვარული“, „თანაგრძნობა“, „გატაცება“ – ამ სიტყვებით ზინა ვერ გადაიქცევა უდანაშაულო ქმედებად. რაც „გრძნობით კავშირად“ ან „თავისუფალ სიყვარულად“ მიაჩნიათ, რეალურად წარმოადგენს სიბილწეს. რაც „თავისუფლების“ სახელით თავს მოგვახვიეს – ე.წ. ლგბტ – ეს არის ლუთის თემის გზით წასვლა და ღმერთის დაწყევლილი საქციელი.
ძვირფასო მუსლიმევო!
დღეს, ციფრულმა ტექნოლოგიებმა და მედიამ – სამწუხაროდ – მრუშობისკენ მიმავალი გზები გაამარტივა. ტელევიზიები, რეკლამები, ფილმები თუ ინტერნეტ საიტები მიზანმიმართულად წარმოაჩენენ მრუშობას ნორმად. ე.წ. მეგობრობისა და ქორწინების პლატფორმები ხშირად არის მრუშობისკენ წამყვანი გზები. ქალსა და მამაკაცს შორის დაწყებული უსაფუძვლო მიმოწერები ხშირ შემთხვევაში ცოდვით მთავრდება.
დღეს თვალი ცოდვას ისე უყურებს, თითქოს ტკბილეულობაა; ყური უსმენს ისე, თითქოს სიკეთეა; ენა კი ცოდვას ისე ავრცელებს, თითქოს ჩვეულებრივი საუბარია. ეს არის ეტაპი, როცა მრუშობა საზოგადოების ნაწილისთვის „ჩვეულებრივ“ საქმედ იქცა – ალლაჰმა დაგვიფაროს!
ძვირფასო მორწმუნეებო!
ცოდვის ჩადენა მძიმეა, მაგრამ მისი გავრცელება და პროპაგანდა – შესაძლოა, კიდევ უფრო დამღუპველი იყოს. უზენაესი ბრძანებს:
„უეჭველად, რომელთაც უყვართ გაავრცელონ უზნეობა იმათ შორის, რიმელთაც ირწმუნეს, სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი სააქაოშიც და საიქიოშიც.“ (ნური, 24/19)
ამიტომ მიუღებელია, რომ მრუშიბა ან მასთან დაკავშირებული ქმედებები გახდეს შოუების, ფილმების ან სოციალური მედიის მთავარი თემები. უღირსი შემთხვევების გამუდმებით წარმოჩენა – რეიტინგისა თუ რეკლამის გამო – მიუთითებს ღრმა უპასუხისმგებლობაზე ჩვენი სარწმუნოებისა და ზნეობის წინაშე. ვინც ამას ავრცელებს, ცოდვაში თანაბრად მონაწილეობს.
ძვირფასო მუსლიმები!
მრუშობის საწინააღმდეგოდ ისლამმა ქორწინება განსაზღვრა. ქორწინება – ეს არის ძლიერი ფარი და ციხესიმაგრე ამ სიბილწის წინააღმდეგ. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
„ქორწინება თვალს ცოდვისგან, ხოლო ღირსებას უზნეობისგან იცავს.“ (ბუხარი, რიყაყი, 3)
ამიტომ წაახალისეთ ახალგაზრდები ქორწინებისკენ. როცა მათ რელიგიური და სოციალური მზაობა ექნებათ – შეუწყეთ ხელი მათ ქორწინებაში. ნუ გავართულებთ ქორწინებას – ნუ ვაქცევთ მას მიუღწეველ ოცნებად.
მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა – როგორც პიროვნებამ, როგორც საზოგადოებამ და როგორც ინსტიტუტმა – ავიღოთ პასუხისმგებლობა: დავიცვათ ოჯახი, ვებრძოლოთ უზნეობას და ზნეობრივი მაგალითები წარმოვუდგინოთ მომავალ თაობებს.
ხუტბა მინდა დავასრულო შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით:
„არ განმარტოვდეს მამაკაცი უცხო ქალთან, რადგან მათი მესამე თანმხლები იქნება – ეშმაკი.“ (თირმიზი, ფითენი, 7)
Comment here