სათაურებიხუტბა

სიცოცხლის მნიშვნელობის
განმსაზღვრელი
საზომი: რწმენა

 

 

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათ ალლაჰმა აღუთქვა[1] შენდობა და საზღაური უდიდესი[2]“. (მაიდე, 5/9)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვისაც ეს სამი თვისება გააჩნია, რწმენის სიტკბოებას ჩასწვდება: „ღვთისა და შუამავლის ყველაზე მეტად შეყვარება, ვინც უყვარს, მხოლოდ ღვთის გულისათის უნდა უყვარდეს და რწმენის დაკარგვის ისე უნდა ეშინოდეს, როგორც ცეცხლში ჩავარდნის“. (იხ. მუსლიმი, „იმან“, 67)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამის მიხედვით რწმენის პირობები შემდეგია: ღმერთის რწმენა, ანგელოზების რწმენა, წმინდა წიგნების რწმენა, შუამავლების რწმენა, საიქიოს რწმენა და ბედისწერის რწმენა. რწმენა ასევე გულისხმობს ღვთიური ბრძანებების შესრულებას და აკრძალულებზე მორიდებას. რწმენა ასევე ნიშნავს  ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის, სიკეთისა და წყალობის, მშვიდობისა და ბედნიერების გზაზე ყველა დაბრკოლების მოხსნას. მორწმუნე ადამიანი განუხრელად იცავს ყურანის მიერ მოტანილი ღვთაებრივ პრინციპებს და შუამავალი ცხოვრების მაგალითად მიაჩნია.

ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენა თავის ნამდვილ მნიშვნელობას მაშინ აღწევს, თუ ის ჩვენს ქცევაზე აისახება და ჩვენს მორალს წარმართავს. რწმენა უნდა აისახებოდეს ჩვენს სიტყვასა და ქცევაზე, ჩვენს სახეზე, მანერებზე, ცხოვრების სტილსა და დამოკიდებულებებზე. რწმენა ჩვენს გონებასა და გულზე უნდა აისახებოდეს. როდესაც რწმენა გონებაზე აისახება, ადამიანი სწორ დასკვნებს აკეთებს. როდესაც რწმენა გულზე აისახება, ადამიანი შინაგანად გულწრფელი და სანდოა. როდესაც რწმენა ჩვენს ოჯახებში აისახება, იქ სიყვარული, ნდობა, პატიოსნება და ბედნიერება დაიმკვიდრებს. როდესაც რწმენა ჩვენს შრომასა და საქმიან ურთიერთობებზე აისახება, მაშინ ჩვენი მოპოვებული სარჩო დაცული იქნება არამისგან და სხვებთან ურთიერთობებში სიმართლე და პატიოსნება დამკვიდრდება. რწმენა მორწმუნეთა ერთობას, ერთიანობას, ძმობასა და სიყვარულს აძლიერებს.

ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენა ჩვენს ამქვეყნიურ გამოცდაში წარმატებას მოგვიტანს. მორწმუნეს სჯერა, რომ გამჩენი ყოველწამიერად ჩვენთანაა და არასოდეს მიგვატოვებს. ეს არის ჩვენი რწმენა, რომელიც გაგვაძლიერებს ყველა სირთულის წინაშე და მომავლის იმედს გვისახავს. ეს არის ჩვენი რწმენა, რომელიც გვაძლევს ძალას წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩაგვრას, ბოროტებას და უსამართლობას. ოდითგანვე რწმენა ის გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც მორწმუნეებს ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიონ და დაამარცხონ გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეები. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ალლაჰი მფარველია (მეგობარია) მათი, რომელთაც იწამეს. ისინი გამოჰყავს მას (ალლაჰს) სიბნელიდან სინათლეში. და რომელთაც უარყვეს მათი მფარველნი (მეგობარნი), ტაღუთია (ეშმაკია), რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში. აი, ეგენი არიან ცეცხლის (ჯოჯოხეთის) მკვიდრნი, ისინი იქ დარჩებიან სამუდამოდ“. (ბაყარა 2/257)

ძვირფასო მორწმუნენო!
უსასრულო დიდება ჩვენს ყოვლისშემძლე გამჩენს, რომელმაც მოგვმადლა ისეთი დიდი წყალობა, როგორიცაა რწმენა. როდესაც ჩვენს რწმენას ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ავსახავთ, ღვთის ნებით ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას ვეზიარებით. როდესაც ჩვენი რწმენიდან გამომდინარე ვცდილობთ მუდმივად კეთილი საქმის კეთებას და სწორად ცხოვრებას, ღმერთი ჩვენგან კმაყოფილი იქნება და შეგვიწყალებს.  

ხუტბას ბოლოს კი მოვისმინოთ ვედრება, რომელსაც წმინდა ყურანი გვასწავლის:

رَبَّنَٓا اِنَّـنَا سَمِعْنَا مُنَادِياً يُنَاد۪ي لِلْا۪يمَانِ اَنْ اٰمِنُوا بِرَبِّكُمْ فَاٰمَنَّاۗ رَبَّنَا فَاغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَكَفِّرْ عَنَّا سَيِّـَٔاتِنَا وَتَوَفَّـنَا مَعَ الْاَبْرَارِۚ

ღმერთო ჩვენო! უეჭველად, გვესმოდა ხმობა მხმობელისა რწმენისაკენ: იწამეთ ღმერთი თქვენიო! და ჩვენც ვიწამეთ. ღმერთო ჩვენო! მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენი და დაგვიფარე რაც უღირსი გვიკეთებია და კეთილშობილებთან ერთად განგვასვენე!“ (ალი იმრანი, 3/193)

[1] საუკეთესო აღთქმა

[2] ესაა სამოთხე, სადაც ძირს მდინარეები მოედინება

Comment here