სათაურებიხუტბა

სიცოცხლე არ
მეორდება

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

მოუახლოვდა ადამიანებს ანგარიშსწორების დრო, ხოლო ისინი წინდაუხედავად პირს იბრუნებენ. (ენბია, 21/1)

ჰადისის მიხედვით კი, ძვირფასი შუამავალი ასე ბრძანებს: „ამქვეყნად ვინმე უსახლკაროს ან მგზავრის ნაირი იყავ“.(ბუჰარი, „რიქაქ“ 3)

ძვირფასო მორწმუნენო!
სიცოცხლე მდინარეს ჰგავს. ჩვენი სიცოცხლე ეზნით იწყება და სელათი სრულდება. დაბადების სიხარულს გარდაცვალების მწუხარება ახლავს თან და ეს ორივე მოვლენა ცხოვრების ჭეშმარიტებაა. ყოველი გაჩენილისთვის დროის გარკვეული მონაკვეთი სიცოცხლის სახითაა ბოძებული. ჩვენი თითოეული ამოსუნთქა კიდევ ერთი ნაბიჯით სიკვდილს გვაახლოებს. გადის დღეები, თვეები, წლები და სიცოცხლის დასასრულს ვუახლოვდებით. 

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს: 

მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!“ (თექასურ, 102/8)
დიახ, ღმერთმა სიცოცხლე გვიწყალობა და ბოლოს ამ წყალობის გამო აუცილებლად განვიკითხებით. ჩვენი ყველა ნამოქმედარი ცხოვრების დიდ წიგნში იქნება აღნუსხული და ჩვენ ყველა ნამოქმედარისთვის პასუხის გაცემა მოგვიწევს. იქ გველოდება უზუსტესი სასწორი, რომელიც ჩვენს ნამოქმედარს უშეცდომოდ აწონის. შედეგად ჩვენ მივიღებთ საზღაურს, როგორც იოტისოდენა სიკეთისთვის, ისე -ბოროტებისთვის. იქ არავინ დაიჩაგრება და სამართალს ყველა იპოვის. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი წელი უკან მოვიტოვეთ. ეს ის დროა, როდესაც ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე უნდა დავფიქრდეთ და სანამ ის დიდი განკითხვა მოსულა, ჩვენ საკუთარ თავს განკითხვა მოვუწყოთ. უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

„იმ დღეს ეცნობება ადამიანს  რა წაიმძღვარა და  რა გადადო! (ყიამეთ, 75/13)

ამქვეყნიური ცხოვრება სიკეთის გზაა. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანი სიკეთის გამოცდას გავდივართ. დიახ, ჩვენი ცხოვრება სიკეთისა და ადამიანობის გამოცდაა. რწმენა, სიკეთის კეთება და დედამიწაზე სიკეთის გამარჯვებისთვის ბრძოლა, ჩვენი უდიდესი მოვალეობაა. ამავდროულად, ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვციდლობდეთ ბოროტებისგან შორს დგომას და ყოველგვარი ბოროტების გავრცელებაზე ხელის შეშლას.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს ქვეყანა გამოცდის ადგილია და სიცოცხლე აღარ განმეორდება. საიქიოში მისულები კი ამქვეყნად გატარებული ყოველი წამისთვის განვიკითხებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველი ნაბიჯი იმ დიდი განკითხვის სამზადისი უნდა იყოს. ყურანში ნაბრძანებია:

დღეს ჩვენ დავასვამთ ბეჭედს მათ ბაგეებზე და დაგველაპარაკება მათი ხელები და დაამოწმებს მათი ფეხები, რასაც იხვეჭდნენ“. (იასინ, 36/65)

მორწმუნე ადამიანმა ახალი წლის ღამეს ღმერთის წინაშე ვედრება უნდა აღავლინოს და მიტევება ითხოვოს, რადგან ამ ღამეს ღვთის წინაშე ურჩობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება და ამასთანავე არცერთი ფორმით არ უნდა ჩაერთოს საახალწლო გართობაში. 

ხუტბას დასასრულს კი კიდევ ერთ აიათს მოვუსმინოთ:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრ, 59/18)

 

წარღვნის, აღდგომის

ჭეშმარიტებისგან

 

Comment here