სათაურებიხუტბა

სირცხვილის გრძნობა:
ალლაჰის ბრძანება და
ბუნების მოთხოვნილება

ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) საჰაბეებს უთხრა:

اِسْتَحْيُوا مِنَ اللّٰهِ حَقَّ الْحَيَاءِ 

მოკრძალება გამოიჩინეთ ალლაჰისადმი ისე, როგორც საჭირო არის!“

საჰაბეებმა თქვეს: ღვთის საყვარელო შუამავალო! ჩვენ ალლაჰისადმი მოკრძალებულნი ვარ და მორცხვი!“

მაშინ ალლაჰის საყვარელმა შუამავალმა მათ ასე მიმართა: „ალლაჰისადმი ნამდვილი მოკრძალება ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა განერიდოს ყველა ცოდვას და აკრძალულს თავისი სხეულის ყველა ორგანოთი. არ უნდა შეაცდინოს ამ წუთისოფლის ხანმოკლე სიამოვნებამ და არასოდეს არ უნდა დაივიწყოს სიკვდილი და ანგარიშგება.“ (თირმიზი, სიფათულ ყიამე, 24)

ძვირფასო მორწმუნეებო!
     მოკრძალება ანუ სირცხვილის გრძნობა — ისლამის მიერ ქალისა და მამაკაცისთვის დადგენილი ძირითადი მორალური პრინციპია.

მოკრძალება არის ღირსეული პოზიცია ადამიანის ვნებების ყოველი გადაცდომების წინააღმდეგ.

იგი არის ძლიერ ფარი, რომელიც ადამიანს იცავს ყოველგვარი ბოროტებისგან.

მოკრძალების გამოჩენა ცხოვრების სტილია — ბუნებრივი ინსტინქტი, სხეულის მორთულობა და რწმენის გამოხატულება ცხოვრებაში.

ჰადისში, რომელიც ხუტბის დასაწყისში წავიკითხე, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

لْحَيَاءُ شُعْبَةٌ مِنَ الْإِيمَانِ

მოკრძალების გამოჩენა რწმენის შემადგენელი ნაწილია.“ (მუსლიმი, იმანი, 57)

ამით ხაზგასმულია მორძალების მნიშვნელობა.

     მოკრძალების გარეშე ყოფნა კი ანადგურებს მორალურ ფასეულობებს, ადამიანის ღირსებასა და პატივს ფეხქვეშ თელავს.

ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ხაფანგი.

ყურანში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ადამის შვილნო! არ გაცდუნოთ ეშმაკმა, როგორც თქვენი მშობლები  გამოიყვანა სამოთხიდან, სამოსი გახადა, რათა შერცხვენილიყვნენ.“ (არაფი, 7/27)

ძვირფასო მუსლიმებო!

     სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა აშკარად ირღვევა.

     დღესდღეობით ტანსაცმლის ინდუსტრია, მოდის წარმომადგენლები და ზოგიერთი მედია საშუალება „თავისუფლების“ და „თანამედროვეობის“ სახელით შიშველობას აქეზებენ და წესისამებრ შემოსვის მნიშვნელობას აკნინებენ.

     ამ მენტალიტეტმა როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ღირებული არსებებიდან დააქვეითა და კვლევებისა და მოხმარების ობიექტებად გადააქცია. თუმცა, საკუთარი სხეულისა და პირადი ცხოვრების გასაჯაროება გონიერების, სინდისისა და ბუნების გახრწნაა.

შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: ყოვლად დიადი და უზენაესი ალლაჰის ალლაჰი შემწყნარებელია, მოკრძალების მფლობელია, რომელიც ფარავს ნაკლოვანებებს და მოსწონს მოკრძალება და დაფარვა.“ (ნესაი, ღუსლი, 7)

     ამრიგად, მოკლე და გამჭვირვალე ტანსაცმლის ტარება — რისთვისაც არ უნდა იყოს განკუთვნილი — არღვევს ღვთიურ შემოსვის ბრძანებას და აკრძალულია.

ისინი, ვინც ვიწრო ტანსაცმლით იმოსებიან, შუამავალის სიტყვების შესაბამისად:

كَاسِيَاتٌ عَارِيَاتٌ

შემოსილი შიშვლები არიან.“ (მუსლიმი, ჯენნეთი, 52)

ამრიგად, ბავშვობიდანვე ვასწავლოთ შვილებს სირცხვილის გრძნობა და ეთიკის მნიშვნელობა.

შეაყვარეთ ისეთი ჩაცმულობა, რომელიც შეესაბამება ჩვენს რწმენასა და ცივილიზაციას.

დაიცავით ისინი იმ ყველაფრისგან, რაც დააზიანებს მათ ბუნებას.

     ამ საკითხში უყურადღებობა მშობლებისათვის მძიმე შეცდომა და უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მხოლოდ მოწონების ან მიბაძვის გამო სხეულის შეცვლა, ესთეთიკური ოპერაციებით ბუნების დამახინჯება — ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის კმაყოფილი ალლაჰის შექმნილით და ეშმაკის ხაფანგში ებმება, რაც ცოდვაა.

როდესაც ეშმაკი ალლაჰმა გააძევა თავისი წყალობიდან, მან თქვა:

وَلَاٰمُرَنَّهُمْ فَلَيُغَيِّرُنَّ خَلْقَ اللّٰهِۜ

და უეჭველად, ვუბრძანებ მათ სახე უცვალონ ალლაჰის გაჩენილს.“ (ნისა, 4/119)

ასევე, ნებისმიერ შემთხვევაში სხეულზე ტატუს გაკეთება — შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვებით — არის ალლაჰის წყალობის დაკარგვა და აკრძალულია.

საჯაროდ ან ციფრულ სივრცეში ისეთი ჩაცმულობის დემონსტრირება, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს სარწმუნოებას, ყოველი კუთხით არაეთიკურია და აკრძალულია.          ხუტბას დასაწყისში წაკითხულ აიათში ალლაჰი ბრძანებს: უეჭველად, რომელთაც უყვართ რომ გაავრცელონ საზიზღრობა იმათ შორის, რომელთაც ირწმუნეს, სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი სააქაოშიც და საიქიოშიც.“ (ნური, 24/19)

ძვირფასო მორწმუნეებო!
     მორძალებასა და ნამუსთან დაკავშირებით, როგორც მამაკაცს, ისე ქალს უზენაესი ღმერთი ერთნაირ პასუხისმგებლობას აკისრებს.

სურა ნურის, 30-31 აიათები ასე შგვაგონებს:

უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან. და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი და არ გამოაჩინონ თავიანთი სამშვენისები, გარდა მოჩანს რაც მისგან; დაფარონ საბურველით გულმკერდი…“ (ნური, 24/30, 31)

     ამიტომ ჩაცმულობისა და პირად სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებში ჩვენი საზომი უნდა იყოს ალლაჰის ბრძანებები და შუამავალის (ს.ა.ს.) სუნნეთი.

     არ დაგვავიწყდეს — ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სხეულს აშუქებსი, ან გამომწვევი სამოსი მოდის სტილი კი არაა — ეს არის ალლაჰის ბრძანების დარღვევა.

     დღეს კინოფილმებში, სერიალებში, ციფრულ პლატფორმებსა და რეკლამებში სიშიშვლის ნორმად წარმოჩენა სიმამაცე ან თავისუფლება კი არა, ოჯახური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული შეტევაა.

     სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ ადგილებში შეუფერებლად ჩაცმა — ეს არის არამარტო სარწმუნოებრივად, არამედ მორალურად მიუღებელი საქციელი.

ეს არ არის თანამედროვეობა — ეს არის სიბნელე.

     ვინც უხამსობის გავრცელებაზე დუმილს ამჯობინებს, დიდ ცოდვაში იმყოფება.

რადგან ჩვენი შვილების სიწმინდის, მორალისა და ეთიკის დაცვა ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

     ხუტბას შუამავალის (ს.ა.ს.) აღვლენილი ვედრებით დავასრულებ:

اَللَّهُمَّ إِنِّى أَسْأَلُكَ الْهُدَى وَالتُّقَى وَالْعَفَافَ وَالْغِنَى

ღმერთო ჩემო! შენ შეგთხოვს ჭეშმარიტებაზე განმტკიცებას, ღვთისმოშიშებას, სიწმინდესა და სულიერ და ფიზიკურ სიმდიდრეს!“ (მუსლიმი, ზიქირი, 72)

Comment here