სათაურებიხუტბა

სილაი რაჰიმ: წყალობისა და სიუხვის საწინდარი.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩემს მიერ წაკითხულ აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

„ჰეი, ადამიანნო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან[1], და გააჩინა მისგან მეწყვილე[2] (მეუღლე) მისი, ხოლო მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰისა, ვისითაც ურთიერთობთ ერთმანეთს შორის და გაუფრთხილდით ნათესაურ კავშირებს. უეჭველად,  ალლაჰი ზედამხედველია[3] თქვენი!“ (ნისა 4/1)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „ვისაც სარჩოსა და სიცოცხლის სიუხვე სურს, ნათესავური კავშირები არ გაწყვიტოს“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 12)

ძვირფასო მორწმუნენო!

ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რომელსაც როგორც მორწმუნეებმა დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, „სილაი რაჰიმია“. სილაი რაჰიმი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას და შენარჩუნებას ნიშნავს. ეს არის მათთან მუდმივი ახლო კავშირის შენარჩუნება და მათთან ერთად ჭირისა და ლხინის გაზიარება. როდესაც დახმარება დაჭირდებათ, თანადგომის ხელი უნდა გავუწოდოთ. როდესაც დაეცემიან, ხელი უნდა ჩავკიდოთ და წამოვაყენოთ. ერთმანეთთან სიყვარული და სიკეთე უნდა ვთესოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!

„სილაი რაჰიმი“ მხოლოდ იმ ახლობლების მიმართ კეთილგანწყობას და გულისხმიერებას არ ნიშნავს, რომლებიც ჩვენთნ კავშირს და კარგ ურთიერთობას ინარჩნებენ. ეს ამავდროულად არის იმ ახლობლების მოძებნა, ვინც არ გვეძებს. ეს არის მათთან მისვლა, ვინც ჩვენთან არ მოდის. ერთხელ შუამავალთან მისულმა მორწმუნემ ასეთი რამ შესჩივლა. შუამავალო, მე ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნებას ვცდილობ, ისინი კი პირიქით იქცევიან. მე მათ სიკეთეს ვუკეთებ, ისინი კი ბოროტებით მპასუხობენ. მე მათ ლმობიერად ვეპყრობი, ისინი კი უხეშად მექცევიან. პასუხად შუამავალმა ასეთი დარიგება მისცა: „სანამ შენ ასე იქცევი, ღვთის წყალობა არ მოგაკლდება“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“, 22)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგია თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება. თუ მოვისურვებთ, ნებისმიერ დროს, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მყოფ ნათესავს დავუკავშირდებით, მივწერთ, დაველაპარაკებით და ვიდეოზარის საშუალებით დავინახავთ კიდეც. მიუხედავად ასეთი საშუალებებისა, ჩვენი ურთიერთობები უფრო იშვიათი და ცივი ხდება. ადამიანები მშობლებსაც კი უფრო და უფრო იშვიათად იკითხავენ. ჩვენს ირგვლივ ხალხმრავლობა იზრდება, მაგრამ ჩვენ უფრო და უფრო მარტონი ვრჩებით. დრითიდღე იზრდება იმ მშობლები რაოდენობა, რომლებიც შვილებმა მიატოვეს და სიმარტოვეში ცხოვრობენ. ვინ იცის, რამდენი ნათესავია, რომლებიც ჩვენგან მოკითხვას ელოდებიან. რამდენი ახლობელი გვეყოლება, რომლებიც ჩვენგან ერთ ტკბილ სიტყვას და თანადგომას ელოდება. რამდენი მეგობარი და მეზობელი იქნება, რომლებიც კარგი ურთიერთობისთვის მზადაა და ჩვენგან ნაბიჯის გადადგმას ელოდება.  

ძვირფასო მორწმუნენო!

ნათესავებთან და სხვა ახლობლებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ღვთიური წყალობის საწინდარია. ამ საკითხს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და ღვთიური წყალობის გარეშე ნუ დავრჩებით. მშობლებს ყურადღება მივაქციოთ და მათი გული მოვიგოთ. ნათესავებთან ახლო კავშირი ვიქონიოთ და სიყვარული და სიკეთე გავავრცელოთ. მათთან სისტემატიური კავშირი შევინარჩუნოთ და ჭირსა და ლხინში თანადგომა ვაგრძნობინოთ. მომავალი თაობებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ. ვასწავლოთ უფროსების პატივისემა, ნათესავების სიყვარული და პატივისცემა.  

ხუტბას ბოლოს კი ისევ შუამავლის სიტყვებს მოვუსმინოთ: „სილაი რაჰიმი ღვთიური კავშირია. ვინც ასეთ კავშირს შეინარჩნებს, ღმერთიც მასთან კავშირს გააგრძელებს. ვინც ამ კავშირს გაწყვეტს, ღმერთიც მასთან კავშირს გაწყვეტს“. (იხ. თირმიზი, „ბირ“, 16)

[1] ადამისგან
[2] ევა
[3] ალლაჰს ძალუძს აკონტროლოს ყველა არსების გაკეთებული საქმეები

Comment here