სათაურებიხუტბა

სიკეთის
გაცნობიერება

ძვირფასო მორწმუნენო! 
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

სულაც არა! ვინც გულწრფელად დაემორჩილა ალაჰს და კეთილისმყოფელია, მაშინ მისთვისაა ჯილდო ღვთის წინაშე, და არციში ჰქონდე და არც მწუხარება.(ბაყარა 2/112)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: ღმერთბრძანებს, რომ ყველაფერი საუკეთესო ფორმით შესრულდეს. (იხ. თირმიზი, დეავათ 14)

ძვირფასო მორწმუნენო! 
ერთ-ერთი თვისება, რომელიც მორწმუნეს ნამდვილ მორწმუნე აქცევს, არის სიკეთისა და კეთილგანწყობის ცნობიერება. სკეთის არსი სრულყოფილი რწმენა. იმის დაჯერება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა და მართავს სამყაროს, ნიშნავს მთელი გულით გჯეროდეს, რომ ის გულუხვია თავისი მსახურების მიმართ. ეს არის აგრეთვე განადიდო ღმერთ და გიყვარდეს ყველასა და ყველაფერზე მეტად. ნამდვილი რწმენაა აღიარო ყურანი ცხოვრების გზამკვლევად, შუამავალი საუკეთესო მაგალითად და ისლამის პრინციპების მიხედვით ცხოვრება შეუცვლელ პირობად აქციო. ვენი სულიერება ერთი ღმერთის რწმენაზე უნდა დავაფუძნოთ სულიერი სიმშიდე ვჰპოვოთ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
სიკეთისა და სათნოების დასაწყისი ღვთისმსახურების გულწრფელად შესრულებაა. ეს არის მხოლოდ ღვთისადმითაყვანისცემა და მხოლოდ მისგან დახმარების მოლოდინი. სიკეთე და სათნოება საუკეთესო ზნეობით უნდა იყოს გაჯერებული. სიკეთე ნიშნავს ღვთის მიერ გაჩენილი ყველაარსების მიმართ კეთლგანწყობას და მათდამი კარგად მოპყრობას და ამ ყველაფრის მიზანი უზენაესი გამჩენიკმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, სიკეთეარის ის, რომ მორწმუნე აკეთებს თავის საქმეს საუკეთესო გზით, ასრულებს თავის საქმეს სწორად და ერთგულად ასრულებს თავის მოვალეობას.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე ბრძანებს: სიკეთეა, როდესაც ისე ასრულებ მსახურებას, თითქოს ღმერთს ხედავდე. თუ მას ვერ ხედავ, ის შენ გხედავს. (იხ. ბუჰარი, თეფსირ, 2)

მორწმუნე, რომელიც ცხოვრობს სიკეთის ცნობიერებით, ყოველი ლოცვისას ამაღლებას განიცდის. მორწმუნე გაცემულიქათით შემოსავლების განწმენდას ახდენს და ამდიდრებს ქონებას და აძლიერებს ძმობას. მორწმუნე მარხვით იცავს თავს ბოროტებისგან და კურნავს სხეულს და სულს.

მორწმუნე, რომელიც სიკეთის ცნობიერებას ატარებს,თავმდაბალი და თავაზიანია; ს არავის ავნებს. ის საიმედოა. არ ღალატობს ნდობას, არ შელახავს პიროვნების და საზოგადოების უფლებებს. მას ყველაფერში გულწრფელობა ახასიათებს და ყოველგვარი ნეგატიურისგან შორს დგას

ძვირფასო მორწმუნენო! 
უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში,  შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდისიქიდან; ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და რაც იქ ადის. იგითქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაცა იქმთ. (ჰადიდ, 57/4)

დიახ, მორწმუნე ყოველთვის ჭეშმარიტების გვერდით დგას. მორწმუნე მოწოდებულია იყოს პასუხისმგებლობის მატარებელიმშობელი, ერთგული მეუღლე, კარგი შვილი, კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი და ა.შ. ეს არის ახლობლების მიმართ ყურადღების გამოჩენა, დაჩაგრულზე მხარში დგომა და ობლებზე ზრუნვა. სიკეთის გაცობიერება მშვიდობისა და ძმობის გარანტიაა. იმის ცოდნა, რომ ყველას სიცოცხლე, ქონება და ღირსება ხელშეუხებლია, ნიშნავს რომ ძალადობა და სხვისი უფლებების ხელყოფა დაუშვებელია. სიკეთს გაცნობიერებით ცხოვრება ნიშნავს, ლუკმა ალალი გეზბით მოვიპოვოთ და ირგვლივმყოფებისთვის სიკეთისა და სანდოობის მაგალითი ვიყოთ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
წმინდა ყურანში უზენაესი გამენი ბრძანებს:

ესწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც ამზადებული ღვთისმოშიშთათვის, (ალი იმრანი 3/133)
მოდით ამ რამადანის თვეში, ჩვენი მარხვით, ღვთისმსახურებითა და გაწეული სიკეთით სულიერად ამაღლებისათვის ვიზრუნოთ. დავაფასოთ ყველა ის წყალობა, რაც უზენაესმა გამჩენმა მოგვმადლა და არ დავივიწყოთ გაჭირვებული ადამიანები. ვიყოთ შემწყნარებელნი და ლმობიერნი. მთელი გულით გავაცნობიეროთ სიკეთს არსი დაჩვენი ყოველი ნაბიჯი ღვთს კმაყოფილების მოპოვების მიზნით გადავდგათ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
სამწუხაროა, რომ რამადანის თვეში, კიდევ ერთხელ,იერუსალი, კონფლიქტის ადგილად უნდა გადაიქცეს. მირაჯის პირველი ნაბიჯის, მესჯიდ ალ-ასას სიწმინდე და ხელშეუხებლობა უგულებელყოფილია. მუსლიმებს ამ წმინდა სალოცავში ღვთისმსახურების შესრულება ეკრძალებათ. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ იერუსალიმი ჩვეულებრივი, რიგითი ადგილი არ არის. ის არის კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობა, სადაც ყველა რელიგია თავისუფლად არსებობდა ისტორიის მანძილზე. მესჯიდი აყსა არის წმინდა ადგილი ყველა მუსლიმისთვის და არა მხოლოდ პალესტინელებისთვის. ჩვენროგორც მთელი ისტორიის მანძლზე, ახლაც და მომავალშიც გავაგრძელებთ მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლას და მესჯიდი აყსას დავიცავთ.

Comment here