სათაურებიხუტბა

საუკეთესო სახელები
ღმერთს ეკუთვნის

ძვირფასო მორწმუნენენო!
უზენაესი გამჩენი იჰლასის სურაში საკუთარ თავს ასე აღწერს:
თქვი: ის, ალლაჰი ერთადერთია!
ალლაჰი  „სამედია“ (ანუ ის არაფერზეა  დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული)!
არ შობილა და არც უშვია (მშობელი არ ყოფილა)  
და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი (და ვერც იქნება)!“

ძვირფასო მორწმუნენო!
ალლაჰი სამყაროს ერთადერთი გამჩენია. მთელი სამყაროს, ცისა და ხმელეთის ერთადერთი მფლობელი ისაა. ის არის გამჩენიც, მაცოცხლებელიცა და უზენაესი მმართველიც. 

ის უკვდავია. მას არ გააჩნია არც დასაწყისი და არც დასასრული. ის ყოველთვის იყო და მუდამ იქნება. მან ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. 

ის ყოვლად მწყალობელია. მისი წყალობა ყველაფერს მოიცავს. ის სარჩოს მომმადლებელია. ყველა და ყველაფერს სარჩოს ის სწყალობს. ის მაცოცხლებელი და მფარველია. ის მიმტევებელი და ვედრების მიმღებია. მიტევების მავედრებელთ მხოლოდ ის შეიწყალებს. ურწმუნოთა და უარმყოფელთა მიმართ კი მისი რისხვა სასტიკია. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთი ყოვლისშემძლეა. მისი ძალა ყველაფერს მოიცავს და ყველაფერს წარმართავს. მან გააჩინა სიცოცხლე და სიკვდილი. ჩვენ დედამიწაზე მოგვავლინა და ამქვეყნიური ცხოვრებით გამოცდას გავდივართ. ბოლოს ყველანი გარდავიცვლებით და ღმერთი ყველას გაგვაცოცხლებს, რათა უდიდესი განკითხვა მოაწყოს. იმ დღეს ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
თუ ჩვენ სამყაროს, გარემოს, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას გონივრული თვალით დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ღმერთს ეს სახელები ჩვენს ირგვლივ აშკარად ჩანს. ჩვენ ღმერთის სახელებზე დაკვირვებით შეგვიძლია საოცარი დასკვნები გამოვიტანოთ და სამყაროზე დაკვირვება განვაგრძოთ. ამ ყველაფერზე დაკვირვებით ღვთის სიდიადესა და საკუთარ უმწეობას დავინახავთ. ძვირფასი შუამავალი ბრძანებს: „მხოლოდ ღმერთია ყოვლისშემძლე.“ (იხ. მუსლიმ, „ზიქირ“, 47)

აქვე ჩავწვდებით ჭეშმარიტებას, რომ ღმერთ უდიდესი მფარველია და მასზე მინდობა ყველაზე გონივრული საქციელია: მოვუსმინოთ ყურანის შეგონებას: 

რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს: „უეჭველად, შეიკრიბა თქვენ წინააღმდეგ ხალხი, გეშინოდეთ მათი“. მაგრამ მათ რწმენა ემატებოდათ და ამბობდნენ: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის, და რა დიდებული მფარველია იგი“; (ალი იმრანი, 3/173)

„მაშ, გამიხსენეთ მე, (რათა) გაგიხსენოთ თქვენ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!“ (ბაყარა, 2/152

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ისე უნდა ღმერთი, როგორც ის გვასწავლის. ჩვენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთგულნი უნდა ვიყოთ იმ ფიცისა, რომელიც მის წინაშე დავდეთ. სისტემატიურად აღვასრულოთ ღვთისმსახურება და ჩვენი ქცევები საუკეთესო ზნეობით შევამკოთ. ჩვენი ყველა სიტყვისა და საქმის მიზანი ღვთის კმაყოფილების მოპოვება უნდა იყოს. 

 

მორწმუნეებს

 

Comment here