სათაურებიხუტბა

სამშობლოს დაცვა
წმინდა მოვალეობაა

ძვირფასო მორწმუნენო!
შუმავალი სამშობლოს დაცვის მნიშვნელობისა და სიწმინდის შესახებ ასეთ შეგონებას გვაძლევს: “სამშობლოს დაცვისათვის ერთი დღე გუშაგად დგომა, ერთი თვე ნაფილე მარხვაზე და ღამით ნაფილე ლოცვაზე მეტი მადლია. გუშაგობისას მორწმუნე რომც დაიღუპოს, მისი საქმეთა წიგნი არ იხურება. ღმერთი მის წყალობას განაგრძობს…” (იხ. მუსლიმი, “იმარე” 163)

ამ ჰადისით ალლაჰის შუამავალი გვასწავლის, რომ სამშობლოს დაცვა წმინდა მოვალეობაა. ის გვამცნობს, რომ ვინც სამშობლოს დასაცავად დგას, თაყვანისცემის ჯილდოს დაიმსახურებს. მასში ნათქვამია, რომ მოწამეები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ამ საქმეს, მიიღებენ მარადიულ წყალობას და სამოთხით  დაჯილდოვდებიან.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამშობლოს დაცვა არ არის მხოლოდ იმ მიწის დაცვა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. სამშობლოს დაცვა; ეს არის ჩვენი რელიგიის, სიცოცხლის, ქონების, პატივისა და მომავალი თაობის დაცვა ყველანაირი საფრთხისგან. ეს არის მუდმივი მცდელობა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და ნათელი მომავალი და ვიბრძოლოთ ჩვენი ერთიანობისა და ძმობის გასაძლიერებლად. სამშობლოს დაცვისთვის საჭიროა დავიცვათ ჩვენი ოჯახი, ჩვენი ყველაზე ძვირფასი საგანძური და უნდა ვიზრუნოთ, რომ იყოს ძლიერი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები ყოველგვარი გარყვინილი იდეოლოგიისა და ცრურწმენებისაგან. სამშობლოს დაცვაა; ვაკეთოთ ჩვენი საქმე საუკეთესოდ და სწორად და  ხალხის ქონებას და სიცოცხლეს ზიანი არ მივაყენოთ. არავის უნდა მივცეთ უფლება ჩვენი რელიგიური გრძნობები თავისი ამბიციებისთვის გამოიყენოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ, როგორც ერმა, მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენი სამშობლოს დასაცავად მრავალი ბრძოლა გადავიტანეთ. ყველა ბრძლის დროს ღმერთის იმედი გვქონდა და მის წყალობას ვიყავით შეფარებულნი. ყურანში მოცემული სწავლება იმედითა შემართებით გვავსებდა: სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!“ (ალი იმრანი, 3/139) ჩვენ მივყვებით შუამავალის მოძღვრებას: „მორწმუნენი ერთმანეთისთვის ერთი შენობის აგურებივით ერთმანეთს ჩაჭიდებულნი არიან“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 36)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საყვარელი ერის წინააღმდეგ დაგებული ყველანაირი ხაფანგი, როგორც ადრე, დღეს და ხვალაც, უშედეგო იქნება. მოძალადე აგრესორები, რომლებსაც კაცობრიობაში რაიმე ღირსეული წილი არ გააჩნიათ და არ აღიარებენ რაიმე მორალურ და ადამიანურ ფასეულობებს,  თავიანთ ბინძურ მიზნებს ვერასდროს მიაღწევენ. მოღალატეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, აუცილებლად დამარცხდებიან და იმედს ვერ დაგვაკარგვინებენ. ყურანში ვკითხულობთ: მათ სურთ თავიანთი ბაგეებით აქრობა  ალაჰის ნათელისა, მაგრამ ალაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს”. (საფ, 61/8) “სულ მალე დამარცხდება ეს ჯგუფი და უკუიქცევიან!“ (ყემერი, 54/45)

აგრესორები მთელი დედამიწის ომის ცეცხლში გახვევას ლამობენ, მაგრამ ისინი ამას ვერ ეღირსებიან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ დღეებში, როცა უნდათ ცეცხლოვან რკალში მოგვაქციონ, ჩვენი მოვალეობა ისლამურ ძმობაზე დაფუძნებული ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნებაა. ჩვენ უნდა ჩავდოთ მეტი შრომა და მეტი ძალისხმევა, რომ ვიყოთ ძლიერი ყველა სფეროში. ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში თავი უნდა ავარიდოთ ბოროტების გავრცელებას და ავზნიანი ადამიანებისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. ჩვენი მნიშვნელოვანი მოვალეობაა, რომ შვილები  კარგი ადამიანები და შეგნებული მუსლიმები გაიზარდონ. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, რათა ბოროტებას საშუალება არ მიეცეს ხალხის სიმშვიდე დაარღვიოს. ეს არის ვიცხოვროთ და გავაცოცხლოთ ის მაღალი ღირებულებები, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე წყალობითა და მადლიერებით ვიხსენებ ჩვენს ძვირფას მოწამეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო დაიცვეს, სადაც ჩვენ მშვიდად ვცხოვრობთ. გარდა ამისა, ანკარაში მომხდარ საზარელ ტერაქტში მოწამეობრივად დაღუპული ჩვენს თანამორწმუნე ძმებს  ღვთის წყალობას, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას და მოთმინებას ვუსურვებ. ასევე ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას.  

ხუტბას ბოლოს კი ენფალის სურას ორმოცდამეექვსე აიათს მოვუსმინოთ: და ჰმორჩილეთ ალაჰს და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“

 

Comment here