სათაურებიხუტბა

სამართლიანობა: ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს

ძვირფასო მორწმუნენო!

წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

 „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა[1] მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის[2] უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ“. (მაიდე, 5/8)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ღვთის წიაღ ნათელით შექმნილ ტახტზე დაბრძანდებიან ისინი, ვინც ქვეშევრდომების, ოჯახის წევრებსია და ყველა იმ ადამიანის, ვის მიმართაც პასუხისმგებლობას ატარებენ, სამართლიანი იქნებიან“. (იხ. ნესაი, „ადაბულ-ქუდათ“, 1)

ძვირფასო მორწმუნენო!

უზენაესი გამჩენის ერთ-ერთი სახელი „ელ-ადლ“-ია. ეს ნიშნავს, რომ ის აბსოლუტური სამართლიანობის პატრონია. სამართლიანობის ერთადერთი წყარო ისაა. ის ყველას და ყველაფერს სამართლიანად ეპყრობა.

სამართლიანობა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც საზოგადოებას არსებობას უნარჩუნებს. სამართლიანობა სინდისის ხმაა. ის სიმშვიდის გარანტია. სამართლიანობა ის საფუძველია, რომელსაც ნდობა ეყრდნობა. სამართლიანობის პირობებში ყველას უფლება დაცული უნდა იყოს. სამართლიანობა ჩვენივე ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ სიმართლის მხარეს ვიდგეთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!

სამართლიანობა თავის ნამდვილ მნიშვნელობას მაშინ შეიძენს, როდესაც ის ცხოვრების ყველა სფეროში მთავარი საყრდენი იქნება. მორწმუნე, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობას საკუთარ ოჯახშ უნდა იცავდეს. მშობლებს, მეუღლესა და შვილებს თანაგრძნობით, მოწყალებით და სიკეთით უნდა მოეპყროს. მორწმუნე მუსლიმმა ოჯახის წევრებს ცუდი სიტყვებით არ უნდა მიმართოს და გული არ უნდა ატკინოს. შუამავალი გვასწავლის, რომ შვილებს სამართლიანად უნდა მოვექცეთ. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის მიკერძოება არ უნდა გამოვიჩინოთ.

მორწმუნე სამართლიანი უნდა იყოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფთა მიმართ. მან უნდა დაიცვას მათი უფლებები და მათი შრომა უნდა დააფასოს.

მორწმუნე ვალდებულია ბიზნესსა და სავაჭრო საქმიონობაში სამართლიანობით იხელმძღვანელოს. ამის შესახებ ყურანში პირდაპირი მითითებაა:

გამართეთ სასწორი სამართლიანად და არ დაკლოთ წონაში!“ (რაჰმან, 55/9)

მორწმუნე ადამიანმა არავინ უნდა მოატყუოს და მიღებული შემოსავალი არამად არ უნდა აქციოს.

მორწმუნე საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც სამართლიანობას უნდა იცავდეს.  მან ძმისთვისაც იგივე უნდა ისურვოს, რაც საკუთარი თავისთვის სურს. მორწმუნე ადამიანი არც ენით და არც ხელით არავის ავნებს.

ძვირფასოო მორწმუნენო!

დღეს, სასტიკი მოძალადეები, რომლებიც კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის მამაკაცებს, ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, აცხადებენ, რომ დედამიწაზე სამართლიანობის წარმომადგენლები არიან. ისინი აცხადებენ, რომ მსოფლიოში სამართლიანობას დაამკვიდრებენ, მაგრამ მათ ნამოქმედარი პალესტინასა და ღაზაში კარგად ჩანს. ისინი საკუთარი ინტერესების გულისათვის   ყველა ადამიანურ და მორალურ ღირებულებებს უგულებელყოფენ. ისინი მათ მიერ ჩადენილი სისასტიკითა და პროვოკაციებით აუტანელ ტკივილს და ცრემლებს იწვევენ. მათ მსოფლიო წესრიგი დაარღვიეს. მათ შესახებ ყურანში ნაბრძანებია:

როდესაც აფრთხილებენ: ნუ თესავთ არეულობას დედამიწაზე! ისინი პასუხობენ: ჩვენ მხოლოდ მშვიდობისმთესველნი ვართ.

თვალი გაახილეთ! სწორედ ისინი არიან არეულობის მთესველნი, თუმცაღა არ აცნობიერებენ“. (ბაყარა 2/11-12)

ძვირფასო მორწმუნენო!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწაზე სამართლიანობა მხოლოდ და მხოლოდ ისლამის გულმხურვალე მიმდევრების მეოხებით დამყარდება. ასე იყო ადრე და ასე იქნება ახლაც. ამ მხრივ საკმარისია შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა დაკარგული სამართლიანობა კვლავ დავიბრუნოთ. მოდი, ცხოვრების ყველა ასპექტში მხოლოდ სიმართლესა და სამართლიანობას მივყვეთ. სიმართლის თქმისგან თავს ნუ შევიკავებთ. დავდგეთ დაჩაგრულის მხარეს და მჩაგვრელს წინ აღვუდგეთ. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის უსამართლობა ან ვის წინააღმდეგ არის მიმართული. მომავლის იმედი შევინარჩუნოთ. არასოდეს დავკარგოთ რწმენა, რომ ღვთაებრივი სამართლიანობა აუცილებლად აღსრულდება.

ხუტბას ბოლოს კი უზენაესი გამჩენის ბრძანებას წაგიკითხავთ:

„და ჩვენ განვაწესებთ სამართლის სასწორებს აღდგომის დღეს, მაშინ არავინ არ დაიჩაგრება. და მდოგვის მარცვლის ოდენაც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისი ვართ ჩვენ ანგარიშმსწორებლებად[3]! (ენბია 21/47)

[1] ურწმუნოთა

[2] სამართალი

[3] შემჯამებლად მადლისა და ცოდვისა. უეჭველად, უზენაესი ალლაჰი ყველაზე უკეთ უწყის ყველა თავისი მსახურის ნამოქმედარს, კარგსა და ავს

Comment here