
ძვირფასო მორწმუნეებო!
ხეიბერის ბრძოლის დღეს, როცა მორწმუნეებმა უდიდეს გამარჯვება მოიპოვეს. გამარჯვების შემდეგ საჰაბეები ალლაჰის საყვარელ შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად იმ მორწმუნეებს იხსენებდნენ, რომლებიც ბრძოლაში დაეცნენ. როცა ერთ-ერთის სახელი ახსენეს, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თქვა:
كَلَّا إِنِّي رَأَيْتُهُ فِي النَّارِ فِي بُرْدَةٍ غَلَّهَا
„არა! მე ის ვიხილე ჯოჯოხეთში – მას საზოგადო ქონებიდან მითვისებული მოსასხამი ეცვა.“ (მუსლიმი, იმანი, 182)
ამ სიტყვებით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მიგვანიშნებს, რომ საზოგადო ქონების მითვისება ისეთი მძიმე ცოდვაა, რომელმაც შეიძლება წაშალოს მოწამეობის მსგავსი მაღალი ღირსება.
ძვირფასო მუსლიმებო!
საზოგადო საკუთრება — ეს არის „ჰუყუყულლაჰი“ — ღმერთის უფლება. ის წარმოადგენს ამანათს, რომელიც ჩვენი გამჩენისგან გვაბარია. ამანათის დაცვა მორწმუნის თვისებაა, ხოლო მისი უგულებელყოფა არა მხოლოდ უსამართლობა, არამედ მძიმე ჩაგვრაა.
საზოგადო ქონება თითოეული მოქალაქის კუთვნილებაა და არავის აქვს მისი პირადი ან თვითნებური დაუფლების უფლება. იგი ეკუთვნის არა მხოლოდ ცოცხალ მოქალაქეებს, არამედ მომავალ თაობებსაც — ჯერ არდაბადებულ ჩვილებს, ობლებსა და გაჭირვებულებს.
ყურანში ეს მძიმე ცოდვა „ღულლეს“ (ღალატი, მითვისება) სახელით არის ცნობილი.
სახელმწიფო ბიუჯეტზე, საქველმოქმედო ფონდებზე, თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქონებაზე ხელის მოკიდება მძიმე ცოდვაა.
დიადი ალლაჰი ბრძანებს: „…ვინც ღალატობს, აღდგომის დღეს თავისი ღალატით წარსდგება. შემდეგ ყოველი სული სრულად მიიღებს საზღაურს თავისი მოპოვებულის მიხედვით…“ (სურა ალი იმრანი, 3/161)
ძვირფასო მორწმუნეებო!
დღეს, როცა მედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ საზოგადოებრივ ქონებაზე ხელყოფის შემთხვევებს, აუცილებელია გავიხსენოთ ისლამის მკაფიო დამოკიდებულება ამ მძიმე საკითხზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის, საქველმოქმედო ფონდების, მუნიციპალიტეტებისა თუ სხვა საზოგადოებრივი ქონების მითვისება – ცეცხლის ჭამაზე არის შედარებული.
საზოგადოების კუთვნილი მიწის უკანონო მიტაცება, მით უფრო — საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გაყალბებით სარგებლის მიღება — ღვთის რისხვასა და სასჯელს გამოიწვევს. ამ თემასთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც ერთი მტკაველი მიწა უსამართლოდ მიითვისოს, აღდგომის დღეს ალლაჰი მის კისერზე შვიდი ფენა მიწას შემოაჭდობს.“ (მუსლიმი, მუსაყათი, 141)
საზოგადოებრივი შესაძლებლობების უმიზნოდ გამოყენება, საზოგადოებრივ საქმეში ხელის შეშლა ან მისი დაყოვნება, ასევე დაკისრებული მოვალეობების გულწრფელად არშესრულება — ცოდვა და მძიმე პასუხისმგებლობაა.
საზოგადოებრივი მომსახურების გაწევისას ადამიანებს შორის განსხვავების გამოჩენა, ნაცნობებისთვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაო საათებში პირადი საქმეებით დაკავება — ეს ყოველივე უსამართლობა და ცოდვაა.
დაკისრებული მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ მიღებული ხელფასის გარდა, არამართებულად დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნა კი — ჰარამზე ხელის გაწვდაა.
საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) ამ საკითხზე ასე გვაფრთხილებს: „თუ ვინმეს რაიმე სამსახურში დავნიშნავს და ამ საქმის სანაცვლოდ შესაბამის ანაზღაურებას ვაძლევთ, მაშინ მას არ აქვს უფლება ამ თანხის გარდა რამე სხვა მიიღოს — ყოველივე დანარჩენი ღალატია ამანათის მიმართ.“ (ებუ დავუდი, ხარაჯი, იმარე, 9,10)

ძვირფასო მორწმუნეებო!
„საჩუქრის“ ფორმით მიღებული ნებისმიერი სარგებელი – ჯოჯოხეთის ცეცხლის ნაწილია.
საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ხალხის შეცდომაში შეყვანა – ჰარამია.
ერთ საქმეზე ერთზე მეტი პირის დაქირავება კი საზოგადოებრივი რესურსების ფლანგვაა, რაც საშინელი უსამართლობაა.
კანონის ხარვეზებით სარგებლობა ქონების მიტაცების მიზნით – უსამართლობაა.
გავლენის გამოყენება და პრივილეგიების მიღება ახალგაზრდებზე მომავალის წართმევაა.
ქურდობა, თაღლითობა, განადგურება — ყველა ეს ქმედება ჰარამია.
ელექტროენერგიისა თუ წყლის უკანონო მოხმარება – მთელი საზოგადოების საკუთრების ქურდობაა.
სახელმწიფოს სუბსიდიების ბოროტად გამოყენება, რაციონების, მიწების ან საქონლის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება – ცოდვა და თაღლითობაა.
ფერმერის მოსავალის მინდორში დატოვება იმისათვის, რომ მისი ფასი დაეცეს და შემდეგ რეალური ფასის ქვემოთ შეისყიდოს, ფასების გასაზრდელად „შავიბაზრისთვის“ საქონლის გადანახვა აკრძალულია და მძიმე ცოდვაა.
სოციალური დახმარების მოტყუებით მიღება, ცრუ განქორწინება პენსიისთვის – ცეცხლის პერანგის ჩაცმის ტოლფასია.
ფიქტიური ანგარიშფაქტურებით საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდება, არასწორი ქონებრივი დეკლარაცია – მძიმე ცოდვაა.
ძვირფასო მორწმუნეებო, ყველაზე დიდი ცოდვა ქრთამია.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
لَعْنَةُ اللّٰهِ عَلَى الرَّاشِى وَالْمُرْتَشِى
„ალლაჰის წყევლა ადგას როგორც მიმცემს, ასევე მიმღებსაც!“ (იბნი მაჯე, აჰქამი, 2)
ძვირფასო მუსლიმებო!
გუშინ ჰიჯრით 1447 წელი დაიწყო. გამჩენმა ეს წელი ერთიანობისა და სიყვარულის წლად, ცოდვათა მონანიებისა და გულწრფელი თაობის აღზრდის წლად და განსაკუთრებით — საზოგადოებრივი საკუთრების დაცვისა და ამანათის სერიოზულად აღქმის წელიწადად დაადგინოს.
ხუტბას შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით დავასრულებ:
„ვინც უკანონო შემოსავალს იღებდა საზოგადო ქონებიდან — მისთვის ანგარიშსწორების დღეს მხოლოდ ჯოჯოხეთის ცეცხლი იქნება.“ (ბუხარი, ფარდულ-ჰუმუსი, 7)





Comment here