სათაურებიხუტბა

რწმენის, ღვთისმსახურებისა და მორალის მთლიანობა

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი უზენაესი რელიგია, ისლამი, რწმენას, ღვთისმსახურებასა და კარგ ზნეობას გვიბრძანებს. ისლამი ჰგავს ხეს, რომლის ფესვები რწმენაა, ღერო – თაყვანისცემა და ნაყოფი კი– კარგი ზნე. როგორც ხე არის სასარგებლო და სრულყოფილი თავისი ფესვებით, ღეროთი და ნაყოფით, ასევე მორწმუნე მუსლიმიც რწმენით, თაყვანისცემითა და კარგი ზნეობით რრსეული და სასარგებლო პიროვნება იქნება.  

ძვირფასო მორწმუნე!

რწმენა; ეს არის ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, შემდგომი ცხოვრების არსებობისა და ბედისწერის გულწრფელი დაჯერება. რწმენა მოითხოვს გულით დავიჯეროთ და ვაღიროთ ყველაფერი ის, რაც შუამავალმა იქადაგა.

ძვირფასო მორწმუნენო!

უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

اَحَسِبَ النَّاسُ اَنْ يُتْرَكُٓوا اَنْ يَقُولُٓوا اٰمَنَّا وَهُمْ لَا يُفْتَنُونَ  ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“? (ანქებუთ, 29/2)

აღნიშნული აიათიდან ცხადი ხდება, რომ საკმარისი არ არის ადამიანმა თქვას მორწმუნე ვარო. მორწმუნე ვალდებულია ამ რწმენის შესაბამისად იცხოვროს, აღასრულოს ღვთისმსახურება და ასევე რწმენის შესაბამისად ჰქონდეს კარგი ზნეობა. რწმენა ჩვენი გაჩენის მიზნის შესაბამისად ცხოვრებას მოითხოვს. მორწმუნე ადამიანი ვალდებულია გაითავისოს მისი მორწმუნოებრივი პასუხისმგებლობა და ეცადოს, რომ მისი მორწმუნეობრივი და ადამიანური ვალდებულებები შეასრულოს. ეს ნიშნავს, რომ ვიყოთ მგრძნობიარენი იმის მიმართ, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ეს ნიშნავს, ვიფიქროთ ყველა დაჩაგრული ადამიანის უბედურებაზე, სადაც არ უნდა იყონ ისინი მსოფლიოში და ვიგრძნოთ მათი ტკივილი.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი რწმენის გამოვლინება ჩვენს ცხოვრებაში თაყვანისცემაა. თაყვანისცემა; ეს არის სიტყვები და მოქმედებები, რომლებიც ღვთის კმაყოფილების გზაზე გვაყენებს. ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება იმ წყალობათა მიმართ, რომლებიც ღმერთმა მოგვმადლა.

ღვთისმსახურების გარეშე ჩვენი რწმენა სრულყოფილი ვერ იქნება. „მე გული სუფთა მაქვს“, ამის წამდაუწუმ გამეორებით ჩვენი გულები მართლა სუფთა ვერ გახდება. კვირაში ერთხელ ლოცვა, წელიწადის მხოლდო ერთ თვეს ღვთისმსახურებაზე ყურადღების მიქცევა სააქაო და საიქიო ბედნიერებას ვერ მოგვიტანს. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

ვინც სიკეთე ჰქმნა კაცთაგან თუ ქალთაგან და იგი მორწმუნეა, მაშინ, უთუოდ, მას ტკბილი ცხოვრებით ვაცხოვრებთ და უთუოდ მივაგებთ მათ თავიანთ საზღაურს  უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!“ (ნაჰლ, 16/97)

შუამავალს წარსულისა და მომავლის ცოდვები მიტევებული ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ღვთისმსახურება არასოდეს შეუწყვეტია.

ძვირფასო მორწმუნენო!

 მორალი არის ის აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც სრულყოფს ჩვენს რწმენას. ზნეობა არის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა შუამავალმა დაგვიტოვა. ზნეობა ისლამის არსია. კარგი ადამიანი აუცილებელია, რათა  კარგი საზოგადოება ჩამოყალიბდეს. კარგი მორალისათვის აუცილებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა და გულმოწყალება, სიმართლე და პატიოსნება, სამართლიანობა და სოლიდარობა და ა.შ. კაცობრიობის სიმშვიდისა და ბედნიერებისათვი საჭიროა ეს ღირებულებები გაბატონდეს ჩვენს ცხოვრებაში. ეს ამავდროულად ნიშნავს ცუდი ქცევებისგან თავის დაღწევას, როგორიცაა წყენა და სიძულვილი, შური და ვნება, ფლანგვა და სიძუნწე. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ინდივიდისა და საზოგადოებრივი უფელებების განუხრელი დაცვაა.

ძვირფასო მორწმუნენო!

დაე, ჩვენმა რწმენამ აზრი შემატოს ჩვენს ცხოვრებას. დაე, ჩვენმა თაყვანისცემამ განსაზღვროს ჩვენი იდენტობა. მოდით, ვეცადოთ, რომ ჩვენს ყველა ქცევა ჩვენი მორალი განსაზღვრავდეს. ამ გზით ჩვენ თავს დავაღწევთ შეცდომებისა და ცოდვების ჩადენას. ჩვენი ოჯახი იქნება მშვიდობისა და ბედნიერების სახლი. ჩვენი მეზობლობა სიყვარულითა და ნდობით გაძლიერდება. ჩვენი საქმიანობა იქნება ალალი და ჩვენი შემოსავალი იქნება უხვი. საბოლოო ჯამში კი მთელ მსოფლიოში მშვიდობა, სიყვარული და სიკეთე დამკვიდრდება.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრებას შეგახსენებთ: „ღმერთო, მომმადლე რწმენა, რომელიც საუკეთესო ზნეობით იქნება შემკული და მომმადლე საქმენი, რომლებიც საბოლოო გადარჩენასთან მიმიყვანს“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 321)

Comment here