სათაურები

რცხვენიათ!

ამაყად მოსეირნე უწმინდურების
მიწას რცხვენია, ზედ რომ დადიან.
კაცი კაცს არ გავს, ქალი არ გავს ქალს,
ეშმაკსაც უკვირს, რასაც სჩადიან..

აღარც სინდისი, აღარც ზნეობა, აღარც ზრდილობა,
ყასაბი ვირს კლავს, ყიდის, ურცხვია მისი მცდელობა
ქალები გაშიშვლებულან, აღარსადაა წმინდა მანდილი
რცხვენია დროშას მათი ზრახვა და მათი წადილი.

დახეულ შარვლით, კალთაში ძაღლით,
სამოცდაათი წლის ქალს ჭიპი უჩანს.
რაღა ვთქვათ, რაღა, შეწყდეს ეს ცოდვა!
რცხვენია უბანს, რცხვენია ქუჩას.

ხალხი დამთვრალა ამქვეყნიური ნეტარებით,
ერის და რწმენის დარდი ვისღა დარჩენია?!
დედისგან გაქცეული, ზღვაში გადაშვებულა,
წყალში თევზს, ტბაში ნიანგს რცხვენია.

ნახე, აფთრები აღზევებულან, ადამიანო…
ადამიანი კი გარდაქმნილა გველ- მორიელად.
ალალ რძეში არამის შხამი რომ გარეულა,
ტოტზე ფოთოლს, ტყეში ცხოველს რცხვენია.

აბდურრაჰიმ ქარაქოჩი

Comment here