სათაურებიხუტბა

როდესაც ღმერთი გეხმარება, დამარცხება გამორიცხულია

ძვირფასო მორწმუნენო!
მოცემულ აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

თუ ალაჰი შეგეწევათ, მძლე არ გეყოლებათ თქვენ. და თუ შემწეობის გარეშე დაგტოვებთ, მაშინ ვიღა ძალუძს მის გარდა შეწევნა ვენი? ასე, რომ მორწმუნენი მხოლოდ ალაჰს სასოებდნენ (მიენდონ)! (ალი იმრანი 3/160)

რაც შეეხება ჰადისს, შუამავალი ბრძანებს:

„ალლაჰის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. მას არ ჰყავს მოზიარე. მისია მეუფება და ისაა ყოვლად ქების ღირსი. ის ყოვლისშემძლეა. ძლიერება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობით მიიღწევა“. (იხ. მუსლიმ, „მესაჯიდ“ 139)

ძვირფასო მორწმუნენო!
ხალიფა ომარის მმართველობის პერიოდი იყო. მუსლიმთა ჯარმა, რომელსაც იაზ ბ. განემი სარდლობდა, ღვთის წყალობითა და დახმარებით, დიარბაქირი აიღო. ამ დღიდან ანატოლიის კარები ისლამისთვის გაიღო. შემდეგ კი, აგვისტოს ერთ დღეს, მუსლმთა ჯარი მალაზგირთში შევიდა და იმ დღიდან მოყოლებული ანატოლია ისლამისა და მუსლიმების სამარადჟამო სამშობლოდ იქცა. ასევე ამ დღიდან მოყოლებული, ეს მადლიანი მიწა მრავალი შაჰიდის სისხლითაა მორწყული და ის სიმართლის, სამართლიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა.

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ისლამის ისტორიიდან ვიცით, ჩვენი წინაპრების ბრძოლა ისლამის გაძლიერებას ეძღვნებოდა და არა სხვა ამქვეყნიურ სარგებელს. ჩვენი წინაპრები ბრძოლის წინ ამბობდნენ, ან გავიმარჯვებთ, ან შაჰიდად დავეცემით და სამოთხეში შევალთო. ისინი მედგრად იცავდნენ ისლამს და სამშობლოს. ღვთის სიტყვის გავრცელებისათვის შეუპოვრად მებრძოლი გმირები გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდნენ. სწორედ ასეთი ამაღლებული სული და შემართება გააჩნდათ და ღვთის წყალობა მუდმივად თან დაჰყვებოდათ.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს, სწორედ ასეთი ამაღლებული სული და შემართება გვჭირდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთობა, ერთიანობა და ძმობა, რათა წარმატების გზა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ღირებულებების ირგვლივ, რომლებიც ჩვენს იდენტობას გამოხატავს. არასოდეს დავივიწყოთ, რომ ვისაც ღმერთი ეხმარება, ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება.  

Comment here