სათაურებიხუტბა

რა უნდა ვისწავლოთ გარემოსგან?

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ დღეს შუამავლის მეგობართაგან ებუ დერდა ნერგს რგავდა. ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, იფიქრა, რომ მისი ეს საქციელი ამქვეყნიური ცხოვრებისთვის ზრუნვა იყო და ებუ დერდას უთხრა, შენ ხომ შუამავლის მეგობარი ხარ, ასეთი ქცევა შეგეფერებაო. ებუ დერდამ შუამავლის ჰადისი შეახსენა: „როდესაც ადამიანი ხეს დარგავს და იმ ხის ნაყოფს ადამიანი ან ღვთის მიერ გაჩენილი ნებისმიერი არსება მიირთმევს, ეს იმ ადამიანისთვის სიკეთეა“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 443)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ეს სამყარო არაფრისგანნ გააჩინა და ადამიანებს წყალობას მოგვმადლა. სამყარო ღვთის მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ჩვენზე მისი მოვლისა და ზრუნვის პასუხსიმგებლობაა მონიჭებული. სამყარო ის ჭეშმარიტი წიგნია, რომელიც ღვთის არსებობასა და ერთობას ადასტურებს. ამის შესახებ ყურანში ვკუთხულობთ:

და მის სასწაულებს განეკუთვნება გაჩენა ცათა და მიწის, ასევე ცოცხალი არსებების, რომლებიც განასახლა მასზე. და მას ძალუძს მათი შეკრება, როცა ინებებს“. (შურა 42/29)

ღმერთმა სამყარო გააჩინა და ბუნების კანონების სახით უზადო წონასწორობა და წესრიგი დაადგინა. ეს ყველაფერი ჩვენთვის გაკვეთილია, რათა ამ ყველაფერის მიღმა სამყაროს გამჩენი დავინახოთ. გარემოზე დაკვირვებისას, ყველა და ყველაფერი მის არსებობას გვიმტკიცებს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი, რომელიც  გარემოს გაკვეთილის თვალით უყურებს, დაინახავს ბევრ სიბრძნეს იმაში, რომ დედამიწა შექმნილია სიცოცხლისთვის და სამყაროს  ფუნქციონირება უნაკლოა. ციდან მომდინარე წვიმის წყალობით მიწა მრავალი სახის მცენარეს გვთავაზობს, რომლებიც არამარტო ალამაზებენ დედამიწას, არამედ სიცოცხლის არსებობისთვისაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც კი ადამიანი აღმოაჩენს სამყაროს, ის აღმოაჩენს საკუთარ თავს. სამყაროს შეცნობისთანავე მას თავისი გაჩენის მიზანიც უკეთ ესმის. ის უკვე აცნობიერებს, თუ საიდან მოვიდა და საით მიდის. როცა ადამიანი დაფიქრდება, რომ წყლის წვეთისგან შეიქმნა, რამდენადაც წყალს სიცოცხლის წყაროდ იცნობს, თავმდაბალი ხდება და ამპარტავნებას იშორებს. როგორც ის სახლის ფანჯრებს აღებს მზის სინათლისა და სითბოსთვის, ასევე გულსა და გონებას აღებს სასარგებლო ცოდნის მისაღებად, რათა კაცობრიობას მეტი სიკეთე მოუტანოს.  როდესაც ის ხვდება, რომ მწვანე ხეობები, ღრმა ცისფერი ზღვები და ვარსკვლავებით მორთული ცა სამყაროს ორნამენტია, ის ასევე  მიხვდება, რომ მოკრძალება და უბიწოება სულის სამკაულია. ამრიგად, ის ატარებს კარგ ზნეობას, პოულობს სიმშვიდეს და აღწევს ნამდვილ ბედნიერებას. .

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!“ (რუმ, 30/41)

ამ აიათში გაცხადებული ჭეშმარიტება დღევანდელ სამყაროში ნათლად ჩანს. დღეს რაც ბუნებრივი კატასტროფები ხდება, ყველა ადამიანის უხეში ჩარევისა და უპასუხისმგებლო ქცევის შედეგია. ყოველდღე ვგებულობთ, რომ რომელიმე ცხოველის სახეობა გადაშენდა. გარემოს სილამაზესა და მნიშვნელობას მხოლოდ ფოტოების გადაღებისათვის ვხედავთ. დედამიწაზე მწვანე საფარის რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. იჩეხება ტყეები, იზრდება უდაბნოები და რესურსები ამოწურვისკენ მიდის. ყურანი ასევე შეგვახსენებს, რომ სამყაროში არსებული ყველა და ყველაფერი ღვთის მიერაა გაჩენილი და შესაბამისად ძვირფასია:

დიდებას აღავლენს მისთვის შვიდი ცა, მიწა, და ყოველი, რაც მათ შორისაა. არ არს რამე, მას რომ არ განადიდებდეს ქებით, მაგრამ თქვენ ვერ ჩასწვდებით მათ ქება-დიდებანს. უეჭველად, იგი სულგრძელი, შემნდობია!“ (ისრა, 17/44)

ამრიგად, ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყოველი  არსება უზენაესი გამჩენის გულისთვის დავაფასოთ. სამყაროს წიგნი დაკვირვებული თვალით წავიკითხოთ და მასშ არსებული სიბრძნე გავიაზროთ. ზომიერად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები. მოდით დავაკვირდეთ და დავიცვათ ის უზადო წონასწორობა, რომელიც ყოვლისშემძლე ალლაჰმა  სამყაროში დაამყარა. გავიაზროთ ჩვენი ვალდებულება და პასუხსიმგებლობა გარემოს მიმართ და სხვებისთვისაც კარგ მაგალითად ვიქცეთ.  არ დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს ერთადერთი მფლობელი ღმერთია და ჩვენ დედამიწა დროებით გვაბარია.  

Comment here