სათაურებიხუტბა

რამადანი,
წყალობისა
გადარჩენის თვე


ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისთვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტების  ბათილისგან. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ებ მადლიერნი იყოთ!(ბაყარა 2/185)

ჰადისის მიხევით კი შუამავალი ასე ბრძანებს: ვინც რწმენითა და საზღაურის ღვთისგან მოლოდინით რამადანში იმარხულებს, წარსულის ცოდვები მიეტევება. (იხ. ბუჰარი, იმან, 28)

ძვირფასო მორწმუნენო! 
მოახლოვდა რამადანის თვე, რომელიც სულიერი ამაღლების, წყალობისა და ბარაქის თვეა. მომავალი ოთხშაბათიდან პირველი თარავის ლოცვას დავიწყებთ. შემდეგ გამჩენიისას საჰურისთვის ავდგებით, მახვის განზრახვას წარმოვთვამთ და მარხვას დავიწყებთ. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ გამჩენის მიმართ, რათა კიდევ ერთხელ მოგვასწრო ეს ძვირფასი თვე დსულიერი განწმენდის საშუალება მოგვცა.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ამქვეყნიური ტრაგედიები დიდ ტკივილს გვაყენებს, მაგრამ ჩვენ ამ რამადანის სულიერი გარემოთი სიმშვიდე და ნუგეში უნდა ვპოვოთ. შუამავალმა გვახარა, რომ ამ თვეში ჩვენი გულწრფელი ღვთისმსახურება ჩვენი წარსულის ცოდვების მიტევების საწინდარი გახდება. ამ ამაღლებული განწყობით, მოდით, წარმოვთქვათ: კეთილი იყოს შენი მობრძანება, რამადან!.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ჩვენი წმინდა გზამკვლევი ყურანი პირველად რამადანის თვეში იქნა მოვლენილი. ყურანი დიდი წყალობაა და სასწაულია. მისი კითხვა დიდი მადლია. ამიტომ ამ თვეშყურანის კითხვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე ვიკითხოთ ყურანის შინაარსი, გავიგოთ და მისი სწავლების მიხედვით ვიცხოვროთ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გული და გონება ყურანის ნათელით გავასხივოსნოთ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
რამადანი მახვის თვეა. მარხვა მნიშვნელოვანი ღვთისმსახურებაა. მარხვა ისეთ ღვთისმსახურებაა, რომელიც მრავალ სიბრძნესა და სიკეთეს მოიცავს. ჭამის, სმისა და სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება მარხვის მლოდ გარეგნული მხარეა. გულწრფელი მარხვა ჩვენი სულის წრთობაში გვეხმარება, რაც საბოლოო ჯამში სულიერ ამაღლებას მოგვიტანს. მარხვა მოთმინებას გვასწავლის და შედეგად ძლიერი ხასიათის ჩამოყალიბებას შევძლებთ. გარდა ამისა, მარხვის პერიოდში ყველანაირი ცოდვის მიმართ გაცილებით თავშეკავებული ვხდებით და ნაკლებ ცოდვას ჩავდივართ, რაც კარგი ნიადაგია საიმისოდ, რომ შემდგომშიც ცოდვებს მაქსიმალურად მოვერიდოთ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
რამადანი ერთობის, ერთიანობის, თანადგომისა და თანაგრძნობის თვეა. ჩვენი გადაღლილი სულები რამადანის მადლით უნდა დავიამოთ. ჩვენი ამ მღელვარე გულების დასამშვიდებლად ღმერთს შვება უნდა ვთხოვოთ. უნდა მივუბრუნდეთ ჩვენი გაჩენის არსსა და მიზანს და გამჩენის წინაშე გულწრფელი თაყვანისცემით დავკავდეთ. პირობა დავდოთ, რომ ჩვენს გულსა და სულს, ხელსა და ენას, თვალსა და გონებას ცოდვებისგან დავიფარავთ და საამისოდ ღმერთს შეწევნა შევევედროთ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
დამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს რისთვის არის მოვლენილი ქვეყანაზე, საიდან მოდის და საით უნდა წავიდეს. ის საკუთარ თავს მუდმივად უნდა უსვამდეს ამ კითხვებს. მორწმუნე უნდა იაზრებდეს თავის შეცდომებსა და ცოდვებს, რის შემდეგაც უნდა მოინანიოს და მიტევება ითხოვოს. მორწმუნე ადამიანმა იმ ფიქრით უნდა იცხოვროს, რომ ღმერთი მის ყოველ ნაბიჯს ხედავს. ჩვენ უნდა შევძლოთ და რწმენისგან იმდენი ძალა მივიღოთ, რომ ცდუნებები გავაკონტროლოთ და ცოდვებისგან შორს დავდგეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, თავი დავაღწიოთ ეშმაკის მიერ დაგებულ მრავალფეროვან მახეებს და ასევე წინააღმდეგობა გავუწიოთ ცდუნებებსა და მავნე მისწრაფებებს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ მთელი გულით ღმერთს მივენდოთ და ერთმანეთს სიკეთესა და გულწრფელ ღვთისმსახურებაში გავეჯიბროთ.

Comment here