სათაურებიხუტბა

რამადანი და
სოლიდარობა

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს და ალლაჰსა და მის შუამავალს ჰმორჩილებენ. სწორედ, მათ შეიწყალებს ალლაჰი. უეჭველად, ალაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ (თევბე, 9/71)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:
„ვინც ერთი მუსლიმი ძმის გასაჭირს მოაგვარებს, განკითხვის დღეს ღმერთი მის ერთ გასაჭირს განაქარვებს“. (იხ. ებუ დავუდ, „ედებ“, 60)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთიური წყალობის, ხვავისა და ბარაქის თვედ წოდებული რამადანი უკვე დაიწყო. რამადანის თვეს ყოველთვის განსაკუთრებული სულიერი ატმოსფერო შემოაქვს. მარხვითა და სხვა ღვთისმსახურებით ჩვენს სულიერ აღმავლობას ვგრძნობთ და ერთმანეთთან უფრო მეტ სიყვარულს განვიცდით. რამადანის თვეში ჩვენი ძმობა, ერთობა და ერთანობა უფრო მაღალ ნიშნულზე ადის.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენმა მორწმუნე საზოგადოებამ  კიდევ ერთხელ აჩვენა თანადგომისა და სოლიდარობის საუკეთესო მაგალითები კატასტროფების შედეგად მიღებული ჭრილობების მოსაშუშებლად. დაე, ყოვლისშემძლე ალლაჰი კმაყოფილი იყოს თითოეული ჩვენი ძმით, რომლებიც მობილიზებულნი არიან თავიანთი საშუალებებით და არ ზოგავენ სულიერ და ფიზიკურ თანადგომას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს თანადგომისა და თანაგრძნობის პროცესი, სანამ ყველა ჭრილობა არ განიკურნება და გული არ დამშვიდდება. სწორედ ეს სოლიდარობის სულისკვეთებაა ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის, მშვიდობისა და ნდობის გარანტი. ამ სულისკვეთებით ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს შორის სიყვარულის, თანაგრძნობისა და ძმობის კავშირებს. ამ სულითა და შემართებით ვიზიარებთ სიხარულს და მწუხარებას.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამური ცივილიზაცია სოლიდარობის ცივილიზაციაა. მორწმუნეები არიან ამ ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწაზე. სინამდვილეში, ჩვენი უზენაესი რელიგია, ისლამი, გვიბრძანებს, რომ სოლიდარობის ცნობიერება ყოველთვის ცოცხალი შევინარჩუნოთ. ყურანში ვკითხულობთ:

„შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში, მაგრამ არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰის საზღაური სასტიკია!“ (მაიდე, 5/2)

ძვირფასო მორწმუნენო!
რელიგიის საქმეთა სამმართველოს სახელით, ჩვენ ყოველწლიურად ვაყენებთ დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხს რამადანის პერიოდში. წლევანდელი თემა განისაზღვრა როგორც “რამაზანი და სოლიდარობა”, რათა სოციალური ცნობიერება ავიმაღლოთ იმ კატასტროფების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ბოლო პერიოდში განვიცდით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ სოციალური სოლიდარობის გაცნობიერებაში იმ აქტივობებით, რომლებსაც ამ მიმართულებით განვახორციელებთ. შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებიც გაჭირვებას ებრძვიან და ზექათითა და სხვა მოწყალებით დავეხმარებით.  

ძვირფასო ძმებო!
მოდით, ამ რამადანის სულიერი შთაგონებით ჩვენს გაჭირვებულ ძებს უფრო მეტი თანაგრძნობა გამოვუცხადოთ და ტკივილები დავუამოთ. ამით შეიძლება ჩვენი სიყვარულის, თანაგრძნობისა და ძმობის კავშირები გაძლიერდეს. ერთად განვიცადოთ საჰურის და იფთრის სიხარული და რამადანის სულიერი სიუხვიდან ჩვენი წილი მივიღოთ. დავძლიოთ სიძუნწე და ერთმანეთთან ძმობის ხიდები ვაშენოთ. გავხადოთ ჩვენი ძმობა სამუდამო და ერთად გავავრცელოთ სიკეთე. დაე, მშვიდობამ და ნდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში. დაე, თანაგრძნობისა და სოლიდარობის სულისკვეთება იყოს ჩვენი დევიზი. დალოცვილ იყოს ჩვენი რამადანი!

Comment here