სათაურებიხუტბა

რამადანი და სიმართლე

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი[1], ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული“. (ფუსსილეთ, 41/30)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:

„სიმართლე ადამიანს სიკეთისკენ, სიკეთე კი სამოთხისკენ წაიყვანს. თუ ადამიანი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და ამ გზას არ უღალატებს, ღვთის წინაშე მართლად ჩაიწერება“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 69)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნეობა, ისლამი ბრძანებს,  რომ ჩვენი სიტყვა და საქმე მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. შესაბამისად, ისლამი კრძალავს ტყუილს, რომელიც ადამიანის ბუნებას, მის სინდისს ეწინააღმდეგება. სიმართლე ისლამის საფუძველი და ჯანსაღი საზოგადოების ძირითადი მახასიათებელია. როდესაც შუამავალს სთხოვეს, ისეთი რამ ესწავლებინა, რომელიც დამატებითი კიტხვებისა და ეჭვების საფუძველს აღარ დატოვებდა, მან ბრძანა: „თქვი, რომ გზამს ღვთისა და შემდეგ ყოველთვის მართალი იყავი!“. (იხ. მუსლიმი, „იმან“ 62)

ძვირფასო მორწმუნენო!
სიმართლე ღვთისადმი ურყევი რწმენა და შუამავლისადმი გულითადი მიმდევრობაა. ღვთისმსახურებას ადა ღვთისმოშიშობას გულწრფელობა სჭირდება. მორწმუნე მუსლიმი ყოველთვის სიმართლის მხარეს უნდა იდგეს. მორწმუნე ადამიანი სიტყვას არ უღალატებს, პირობას არ დაარღვევს და მიბარებულს არ ხელყოფს. ბუნებრივია, მორწმუნე ადამიანისთვის ტყუილის თქმა, ჭორაობა და ცილისწამება მიუღებელია.   

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე ადამიანი თავის სიმართლეს სიტყვითაც ამტკიცებს და საქმითაც. მისი სიტყვა და საქმე აბსოლუტურ თანხვედრაშია. მორწმუნენის ქცევები მის გულწრფელ მიზანს გამოხატავს. ამ გზით მორწმუნე ამიერ სამყაროში სიმშვიდეს, იმიერ ქვეყანაში კი სამოთხეს მოიპოვებს.

მორწმუნის ცხოვრებაში სიმართლე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახურ გარემოში ყალიბდება. ოჯახში, სადაც სიმართლე და გულწრფელობა სუფევს, ურთიერთობებიც  ერთგულებასა და ურთიერთსიყვარულზეა დამყარებული. ბავშვები სიმართლესა და გულწრფელობას მშობლებისგან სწავლობენ. სადაც სიმართლეა, იქ სიმშვიდე და უსაფრთხო გარემოა. ოჯახის წევრები ერთმანეთს აფასებენ და ენდობიან. ამრიგად, სიმართლე საუკეთესო ზნეობის მაჩვენებელია, ხოლო საუკეთესო ზნეობა საზოგადოებრივი სიჯანსაღის საწინდარია.

მორწმუნე ადამიანი სამსახურში, ვაჭრობასა და სხვა ნებისმიერ საქმიანობაში პატიოსანი და სანდო პარტნიორია. მისთვის მიუღებელია სიხარბე, ანგარება, ფარისევლობა და ტყუილი. ის მეტი შემოსავლების მიღების გამო სხვების უფლებებს არასოდეს ხელყოფს. მორწმუნე მუსლიმი ყოველთვის იცავს შუამავლის გაფრთხილებას: „ვინც ჩვენ გვატყუებს, ჩვენიანი არ არის!“

მორწმუნე მუსლიმი არა მარტო ინდივიდუალურ დონეზე, არამედ საზოგადოებრივ დონეზეც სიმართლისადმი მხარდაჭერით გამოირჩევა. ის ყოველთვის სანდოა და სხვებისთვისაც კარგი მაგალითის მიმცემია. მორწმუნე ყოველთვის იცავს შუამავლის შეგონებას: „ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, ან სასარგებლო რამე თქვას, ან გაჩუმდეს!“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“ 3)

მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი გვაფრთხილებს: „ვინც ტყუილის თქმასა და ტყუილით საქმის კეთებას არ განეშორება, ღმერთს მისი მარხვა არ სჭირდება“. (იხ. ბუჰარი, „სავმ“ 8)

ამრიგად, ეს ძვირფასი თვე, რამადანი საუკეთესოდ გამოვიყენოდ საიმისოდ, რომ ჩვენი ცხოვრების ურყევ წესად სიმართლე და სიმართლისადმი მსახურება ვაქციოთ. გვახსოვდეს, სიმართლის დაკარგვა სიკეთის დაკარგვას ნიშნავს. ტყუილს კი ბოროტებისკენ მივყავართ. მხოლოდ სიმართლეა ის გზა, რომელიც სიკეთისკენ წაგვიყვანს, სიკეთე კი სამოთხის საწინდარია.

[1] იწამეს ერთღმერთიანობა და აღასრულეს ყველა ვალდებულება

Comment here