ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ შუამავალმა თავის მეგობრებს ასე უთხრა: “ამ ქვეყნად მე იმ მგზავრს ვგავარ,
რომელიც ხის ჩრდილში მცირე ხნით შეისვენებს და შემდეგ ისევ გზას გაუდგება”. (იხ.თირმიზი, “ზუჰდ”, 44)
ამ ჰადისით ვხვდებით, რომ ამქვეყნიური ცხოვრება საიქიო ცხოვრებასთან შედარებით ძალიან მცირეა. ის გვახსენებს, რომ ამქვეყნიური სიამოვნების მიღებისთვის ესოდენი ძალისხმევა არ ღირს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუდმივი სამყოფელი საიქიოა.
ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენის ერთ-ერთი საფუძველი საიქიოს რწმენაა. ჩვენი მოგზაურობის ბოლო გაჩერება საიქიოა. საიქიო ცხოვრება ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ იწყება. საიქიოცხოვრება იმ მოსავლის აღების ადგილია, რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე დავთესავთ. როგორ წესი, რასაც დავთესთ, იმასვე მოვიმკით. მუსლიმს სწამს და იცის, რომ ამ სამყაროს შემდეგ არის მარადიული სიცოცხლე. ვინც სიცოცხლეს რწმენით, თაყვანისცემით და
კარგი ზნეობით ატარებს, მათთვის სამოთხეა გამზადებული. ვინც ცოდვილია, ამქვეყნიურ
ცხოვრებას ურჩობაში და უზნეობაში გაატარებს, მათთვის არის ჯოჯოხეთი, შიშისა და ტანჯვის
ქვეყანა.
ძვირფასო მორწმუნენო!
რწმენის შემდეგ ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას აწესრიგებს, საიქიოს რწმენაა. როდესაც შუამავალს სურდა, რომ ადამიანების ყურადღება
გამოეწვია, ხშირად თავის სიტყვებს შემდეგნაირად იწყებდა: “ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა!” ამის მაგალითია შემდეგი ჰადისიც: “ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, მეზობელს ზიანს ნუ მიაყენებს. ვისაც სწამს ღვთსა და განკითხვის დღსა სტუმარს
პატივი ეცეს. ვისაც სწამს ღვთისა და განკითხვის დღისა, ან სასარგებლო თქვას, ან გაჩუმდეს!”
(იხ. ბუჰარი, “ედებ”, 3)
ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე მუსლიმმა, რომელიც აცნობიერებს საიქიო ცხოვრების ჭეშმარიტებას, იცის, რომ იგი ტყუილად არ შექმნილა. მან იცის, რომ ალლაჰი უფრო ახლოს არის ადამიანთან, ვიდრე მისივე აორტა. მორწმუნემ იცის, რომ ის ჩაწერს ყველა ნათქვამს და ყოველ საქმეს. ის ცხოვრობს იმ შეგნებით, რომ განკითხვის დღეს ყველაფრისთვის პასუხს აგებს, რაც ჩაიდინა. მუსლიმი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საიქიო ცხოვრება, პირნათლად ასრულებს ყველა თავის მოვალეობას, თავისი გამჩენის, საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ. ის იცავს საკუთარ თავს და ოჯახს ჯოჯოხეთის ცეცხლისგან. ის ცდილობს მშობლების ლოცვა მიიღოს. ის ცდილობს მოიპოვოს მათი კმაყოფილება, რადგან სჯერა, რომ მათ კმაყოფილება ღვთის კმაყოფილების საწინდარია. მორწმუნე მუსლიმი ნათესავებს პატივს სცემს და მათთან კავშირს აძლიერებს. ის ეხმარება ღარიბებსა და ობლებს. აქვე გავიხსენოთ შუამავლის ჰადისი:
“მუსლიმთა სახლებს შორის ყველაზე ბედნიერი სახლი ისაა, სადაც ობოლს კარგად ეპყრობიან”.
(იხ. იბნ მაჯე, “ედებ”, 6)
ძვირფასო მორწმუნენო!
მუსლიმი, რომელსაც სწამს საიქიო ცხოვრებისა, ზომიერების პრინციპით ცხოვრობს. ის
ამქვეყნიურსაც და საიქიოსაც თანაბრად ანიჭებს მნიშვნელობას და ორივესათვის ზრუნავს. ის
გაწონასწორებული ცხოვრებით ცხოვრობს. მუსლიმი სანდოა; ხელით და ენით არავის ავნებს.
ის არავის კლავს, არავის საკუთრებას არ აზიანებს და სხვის ღირსებასა და უმანკოებას არ
ეხება. მუსლიმი პატიოსანია; ის სანდო და სასარგებლო ადამიანია.
მუსლიმი, რომელსაც სწამს განკითხვის დღისა, უსამართლობას ყოველთვის წინ
აღუდგება და გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს დაეხმარება. ის ყოველთვის სიმართლისა და
სამართლიანობის სადარაჯოზე დგას.
ხუტბას ბოლოს კი ღვთიური გაფრთხილება მოვისმინოთ:
ჰეი ხალხო! მოკრძალებულ იყავით თქვენი ღმერთის წინაშე და გეშინოდეთ იმ დღის, როცა მშობელი ვერ შეეწევა თავის შვილს, შვილი კი მშობელს. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ სააქაო ცხოვრებამ და დაე, მცდუნებელმა არ გაცდუნოთ ალლაჰის მიმართ!
(იხ. ლოყმან, 31/33)
Comment here