„რომელთაც ეწიათ რაიმე უბედურება, და თქვეს: უეჭველად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უეჭველად, მისდა მივიქცევით ჩვენ“. (ბაყარა, 2/156)
პრესისა და საზოგადოების საყურადღებოდ
სიონისტ კრიმინალთა ჯარი, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ექვსი თვის განმავლობაში, დღე და ღამ ღაზაში მცხოვრებ ძმებს ბომბავენ. სიონისტი კრიმინალები ამ სისასტიკეს ისე განაგრძობენ, რომ არ ითვალისწინებენ არც ბავშებს, არც ქალებს, არც მოხუცებსა და სამაშველო თუ სამედიცინო პერსონალს. მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი ათასი დაიღუპა და სამოცდაათი ათასი დაჭრილია, ღაზას მოსახლეობა მაინც ღირსებითა და სიმამაცით აღსავსე იცავს იერუსალიმის თავისუფლებას. ასეთი სიმამაცის, მოთმინებისა და გამძლეობისათვის მხურვალე პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ.
ოკუპანტი სიონისტები ბომბავენ ისეთ ადგილებს, სადაც უბრალო მოსახლეობა ცხოვრობს. ისინი ბომბავენ სალოცავებსა და საავადმყოფოებს, რის შედეგადაც ღაზა ნანგრევებად აქციეს. ისინი მთელი რამადანის განმავლობაში ღაზას დაბომბვას აგრძელებდნენ და რამადანის ბაირამის პირველივე დღესაც სასტიკი თავდასხმა მოაწყეს. უკანასკნელი თავდასხმის შედეგად მათ სასტიკად მოკლეს ჰამასის პოლიტიკური წარმომადგენლის, ისმაილ ჰენიეის სამი შვილი, სამი შვილიშვილი და ათობით ნათესავი. მიუხედავად ასეთი დიდი უბედურებისა ისმაილ ჰენიემ და მისმა ოჯახმა წარმოუდგენელი მოთმინება და ღირსეული თავშეკავება აჩვენა. მუსლიმგეორგია უსამძიმრებს ისმაილ ჰენიეის, მის ოჯახსა და სხვა გარდაცვლილების ოჯახებს, ხოლო დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალი სიონისტები ომის დანაშაულს მთელი მსოფლიოს თვალწინ სჩადის, მსოფლიო საზოგადოების დუმილით წაქეზებული უფრო მეტ თავხედობას იჩენს და პალესტინელების გენოციდს აწარმოებს. ჩვენ ვგმობთ ისრაელის ამგვარ სასტიკ ქმედებას და ასევე ვგმობთ მათი მოკავშირე დასავლეთის ორმაგ თამაშს.
ამგვარი გაუგონარი სისასტიკის შესაჩერებლად, ჩვენ ყველა მუსლიმურ ქვეყანას მოვუწოდებთ გაწყვიტონ ისრაელთან ყოველგვარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხერდო თანამშრომლობა და გადადგან უფრო მკვეთრი ნაბიჯები, რათა ეს სისხლისღვრა შეჩერდეს. ასევე მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, ამ საშინელი ომის დასრულებამდე და იერუსალიმის გათავისუფლებამდე პალესტინელი მოსახლეობის დახმარება გააგრძელონ.
მუსლიმგეორგია
Comment here