სათაურებიხუტბა

პატიოსნება
სავაჭრო
საქმიანობაში

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენმა უზენაესმა სარწმუნოებამ, ისლამმა, რომელიც ადგენს მშვიდობიანი და სამართლიანი ცხოვრების ძირითად მიმართულებებს, განსაზღვრა ძირითადი პრინციპები ჩვენს ბიზნეს და კომერციულ ცხოვრებაში. ისლამი გვიბრძანებს ვიმოქმედოთ სენსიტიურად ჰალალისა და ჰარამის მიმართ და დავამკვიდროთ სიმართლე, პატიოსნება და თანაგრძნობა ვაჭრობაში, ისევე როგორც ჩვენს ყველა საქმეში. ისლამი ყველა სახის ტყუილს, თვალთმაქცობას და სიყალბეს კრძალავს.  წმინდა ყურანის აიათში, რომელიც წავიკითხე ჩემი ქადაგების დასაწყისში, ჩვენი ყოვლისშემძლე გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთმანეთს შორის უკანონოდ არ მიირთვათ თქვენი ქონება, მხოლოდ ვაჭრობა თუ იქნება ურთიერთთანხმობით. და თავი არ მოიკლათ. უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა თქვენდამი!(ნისა, 4/29)

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე ადამიანი ბიზნესში  ითვალისწინებს არა მხოლოდ ამქვეყნიურ სარგებელს, არამედ საიქიო ცხოვრებასაც. ის თავს არიდებს უსამართლო მოგებას, შავი მარკეტინგის, მექრთამეობისა და გაყალბების შედეგად მიღებულ შემოსავლებს და ასევე თავს არიდებს ინდივიდისა და საზოგადოების უფლებების დარღვევას. მორწმუნემ იცის, რომ ჩვენი რწმენითა და ტრადიციით მოგების მოსაპოვებლად ყველა გზა არ არის დასაშვები. არ შეიძლება მეტის შოვნის ამბიციით  ადამიანის ღირსების შელახვა. ასევე დაუშვებელია ადამიანთა რთული მდგომარეობის გამოყენება და ამ გზით შემოსავლის მიღება ან გაზრდა.  ასევე დაუშვებელია ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად ადამიანებს რაიმე სახის ზიანი ან ზარალი მივაღებინოთ.

ძვირფასო მორწუმუნენო!
მორწმუნე არ შეიძლება იყოს სიმდიდრისა და ქონების მონა. მას არ აქვს უფლება საკუთარი გამორჩენის მიზნით სხვები დააზარალოს. მორწმუნე არ დაუშვებს, რომ მისი ოჯახის წევრებს არამი ლუკმა შესთავაზოს. მორწმუნენისთვის მიუღებელია ძირითადი მოთხოვნილების საქონლის მიზანმიმართულად შენახვა და ბაზარზე დეფიციტის შექმნა, რათა მეტი სარგებელი მიიღოს. მორწმუნეს არ შეჰფერის ფასების ზომაგადასული მატებისთვის ხელშეწყობა, რომელიც პატიოსან მომხმარებელს დააზარალებს. ისლამის მიხედვით სხვათა უფლებების ხელყოფა დაუშვებელია და ყოველი მორმწუნე მუსლიმი ვალდებულია ისლამის ეს მნიშვნელოვანი სწავლება გაითვალისწინოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე ბრძანებს: „ვინც გვატყუებს, ჩვენიანი არ არის“. (იხ. მუსლიმი, „იმან“, 164)

ამრიგად, როგორც ცხოვრების ყველა სფეროში, ასევე სავაჭრო, კომერციული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულნი ვართ გავითვალისწინოთ ეთიკის ის ნორმები, რომლებსაც ჩვენი ძვირფასი სარწმუნოება, ისლამი გვიწესებს. ყველანაირად უნდა ვაცადოთ, რომ ჩვენი სარჩო ალალი იყოს და ასევე ამ სარჩოს მოპოვების პროცესში სხვათა უფლებები არ შევლახოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ბიზნეს საქმიანობის, წარმოებისა თუ შოპინგის დროს ჰალალისა და ჰარამის მიმართ მგრძნობელობა დღითიდღე მცირდება. თანდათან სუსტდება ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიმართლე და პატიოსნება. მორალური ღირებულებები და სამართლებრივი პრინციპები იგნორირებულია მეტი შემოსავლის ამბიციით. ჭარბი მოხმარება, ფუფუნება და ნარჩენები დღითიდღე იზრდება. ამ შემთხვევაში, ჩვენი მოვალეობაა მივიღოთ ისეთი მარეგულირებელი პრინციპები, რომლებსაც ისლამი გვიწესებს, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიმშვიდემ და სამართლიანობამ დაისადგუროს. შუამავალი ასე გვასწავლის:

პატიოსანი და სანდო ვაჭარი საიქიოში შუამავლების, ერთგულებისა და შეჰიდების გვერდით იქნება“. (იხ. თირმიზი, „ბუიუ“, 4)

Comment here