სათაურებიხუტბა

პასუხისმგებლობის
ცნობიერებით
ცხოვრების
გატარება

ძვირფასო მორწმუნენო!

წმინდა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრ, 59/18)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „გონიერი ადამიანი ცდუნებებს აკონტროლებს და საიქიოსთვის ზრუნავს. სუსტი ადამიანი კი ამქვეყნიურ სურვილებსა აყოლილი ცხოვრობს და ამის მიუხედავად ღვთისგან სიკეთეს ელოდება“. (თირმიზი, „სიფათლ-ყიამე“, 2)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი, ყოველი საათი, ყოველი დღე, ყოველი წელი ჩვენი ცხოვრების წიგნის თითოეულ გვერდს წარმოადგენს. ჩვენ ამ გვერდებს კარგი საქმეებითა თუ ცოდვებით ვავსებთ. ცხოვრების წიგნშ ყველაფერი იწერება. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ცხოვრების წიგნი გაიხსნება და უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: اِقْرَأْ كِتَابَكَۜ كَفٰى بِنَفْسِكَ الْيَوْمَ عَلَيْكَ حَس۪يباًۜ

წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ კმარა შენი სული! (ისრა 17/14)

აიათი გვახსენებს იმ დიდ დღეს, როდესაც მრავალი ადამიანის სახე სიხარულით განათდება, ხოლო მრავალი ადამიანი მოსალოდნელი სასჯელის გამო შეძრწუნდება. ეს აიათი გვასწავლის, რომ სანამ ჩვენი ამქვეყნიური საქმიანობა ღვთიურ სასწორზე დაიდება, მანამდე ეს პასუხისმგებლობა მუდმივად უნდა გვახსოვდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!

პასუხისმგებლობის ცნობიერება გვეხმარება, რომ ყოველთვის ვგრძნობდეთ უზენაესი გამჩენის მეთვალყურეობას.

იგი თქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაცა იქმთ“. (ჰადიდ, 57/4)

პასუხისმგებლობის ცნობიერება გვაძლევს საშუალებას ვიცოდეთ ყველა იმ წყალობის ფასი, რაც უზენაესმა მოგვმადლა:

მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!“ (თექასურ, 102/8)

პასუხისმგებლობის ცნობიერება მორწმუნეს შეახსენებს, რომ მისი ორგანოები ყველა იმ ნამოქმედარს დაადასტურებენ, რასაც ის ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოიმოქმედებს:

იმ დღეს მათი ენა, ხელები და ფეხები მათ წინააღმდეგ დაამოწმებენ იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ!“ (ნურ, 24/23)

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ კიდევ ერთი წლის ბოლო დღეებს გავდივართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების წლებს კიდევ ერთი წელი მოაკლდა. ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით სიკვდილს, რაც გარდაუვალი დასასრულია. ახლა ყველამ საკუთარ თავს დავუსვათ ეს კითხვები: მზად ვართ თუ არა განკითხვის დღისთვის, როცა ყველაფერი აუცილებლად მოგვეკითხება? შევძელით თუ არა ვყოფილიყავით ისეთი მორწმუნეები, როგორსაც ყურანი და სუნა გვასწავლის?  ვიზრუნეთ თუ არა საიქიო ცხოვრებისათვის? შევძელით თუ არა ბოროტებისგან თავის შეკავება, რომელიც განკითხვის დღეს გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს? შევძელით თუ არა განგვეწმინდა საკუთარი თავი ყველანაირი ნეგატიური ემოციისა და ფიქრისგან, რომლებიც გვიმძიმებს გულს და აბინძურებს ჩვენს გონებას? შევძელით თუ არა მოგვენანიებინა ყველა ის ცოდვა, რომლებიც სულს გვიმძიმებს?

ძვირფასო მორწმუნენო!

მოდით, ეს დღე იმ ეტაპად ვაქციოთ, როდესაც ამ კითხვებზე პასუხებს მოვძებნით და მომავალს ისე დავგეგმავთ. ვეცადოთ, რომ დარჩენილი სიცოცხლე ჩვენი გამჩენის ნების შესაბამისად გავატაროთ. ვისწრაფოთ იმისათვის, რომ ამქვეყნიდან რწმენით, თაყვანისცემითა და კეთილი ზნეობით შემკული წავიდეთ. მოერიდეთ მცდარ დამოკიდებულებებს და ქცევებს, როგორიცაა საახალწლო გართობა, თოვლის ბაბუის ფიგურები და ტანსაცმელი, ნაძვის ხის დეკორაციები, რომლებიც არ შედის ჩვენს რელიგიასა და კულტურაში. ნუ დავკარგავთ ჯანმრთელობას, დროსა და შემოსავალს ისეთ არამზე, როგორიცაა ალკოჰოლი,  აზარტული თამაშები და სხვა აკრძალული ქმედებები.

Comment here