სათაურებიხუტბა

ოჯახი, ღვთიური
წყალობაა

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანები წყვილებად, მამაკაცებად და ქალებად გააჩინა. შემდეგ მოგვმადლა წყალობა და ოჯახის შექმნის წესი დადგვიდგინა, რათა სიმშვიდე და ბედნიერება მოგვეპოვებინა. 

ოჯახი ერთ-ერთი უდიდესი ღვთიური წყალობაა. ის შუფასებელი განძია, რომლის მსგავსს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ მოვიპოვებთ. ოჯახი ყველაზე მყარი საფუძველია, სადაც ჯანსაღი შთამომავლობა დაიბადება. ოჯახი საზოაგდოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის უმთავრესი ქვაკუთხედია. ოჯახი ის სკოლაა, სადაც ჩვენი ხასიათი, ჩვენი ცხოვრების სტილი და რწმენა ყალიბდება. ოჯახი ღვთის წყალობით იქმნება, იქ დაბადებული ბავშვებით ხალისდება და სიყვარულით ბედნიერდება. ეს არის ჩვენი სიმშვიდისა და კეთილდღეობის მოპოვების ადგილი. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი საქორწინო აქტის საფუძველზე იქმნება. დაოჯახებული წყვილი ერთ ჭერქვეშ, ერთი მიზნისკენ მხარდამხარ მიდიან. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს: 

ნებადართული იქმნა თქვენთვის მარხვის დროს ღამით ცოლებთან თანაცხოვრება, ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ  სამოსელი  მათი“. (ბაყარა, 2/187). დიახ, მეუღლეები ერთმეორის სამოსელი, მფარველი და მზრუნველები არიან. 

ოჯახის შექმნასთან ერთად მისი დაცვაც აუცილებელი რამაა. მეუღლეები ერთმანეთის მიმართ ერთგულებას, სიყვარულს, თანადგომასა და მზრუნველობას უნდა იჩენდნენ. მათ ერთმანეთი ცოდვისა და უბედურებისაგან უნდა დაიცვან.  

ძვირფასო მროწმუნენო!
თანამედროვე ეპოქაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც ოჯახურ სიწმინდესა და მის ტრადიციულ ფუნქციას საფრთხეს უქმნის. ასევე გამოიკვეთა დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ადამიანები ოჯახური პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებენ და მარტო ცხოვრებას ამჯობინებენ. ოჯახის შექმნა ღვთური ვალდებულება და შუამავლის მიერ მოწოდებული კეთილი საქმეა. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: 

მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (რუმი, 30/21) ღვთის შუამავალი კი ასე ბრძანებს: 

„ქორწინება ჩემი სუნნეთია. ვინც ჩემი სუნნეთის მიხედვით არ მოიქცევა, ჩემიანი ვერ იქნება“. (იბნ მაჯე, „ნიქაჰ“, 1)  

ძვირფასო მორწმუნენო!
ყური დაუგდე შუამავლის შეგონებას და ისეთი ოჯახი შექმენი, რომელიც სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე იქნება დამყარებული და სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ. ასეთი ოჯახის შექმნისა და შემდგომში თანაცხოვრების დროს იყავ ლმობიერი, მოსიყვარულე, ერთგული და ყოვლად პატიოსანი. ოჯახის წევრების დაცვა, მათზე ზრუნვა, მათ მიმართ გამოხატული სიყვარული შენთვის ღირსეული მოვალეობაა. ქორწინების დროს და შემდგომი თანაცხოვრების პერიოდში ყურანის მიერ დადგენილი წესების მიხედვით იცხოვრე:

ძვირფასო მორწმუნენო!
ოჯახის შექმნის, მისი დაცვისა და გაძლიერებისათვის თითოეულ ჩვენგანს მნიშნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ნამდვილი ოჯახი მაშინ ყალიბდება, როცა წყვილებს შორის სულიერი კავშირი და ურთიერთსიყვარულია. ოჯახის შექმნა გრძნობებითა და აზროვნებით კავშირის დამყარება და სულიერი ერთობის მიღწევაა. გარდა ამისა, ოჯახს ერთიანობა, მხარდამხარ შრომა, ამაგი და თავგანწირვისთვის მზადყოფნა ქმნის. 

ოჯახის შექმნისას მისი საძირკველი ჯანსაღ ღირებულებებზე უნდა დავაფუძნოთ. ოჯახში არსებული სიამტკბილობა, ერთგულება, პატივისცემა და შემწყნარებლობა კარგი მორწმუნის თვისებების შედეგია. 

ოჯახი ჭირისა და ლხინის გაზიარებაა. ოჯახის წევრები გაჭირვებასა და დალხინებაში ერთად დგანან და ყველაფერს ერთად განიცდიან. სხვა და სხვა სხეულების მქონე წყვილები სულიერად ერთიანდებიან და გამჩენის კმაყოფილების მოპოვების გზაზე სვლას ერთად აგრძელებენ. 

უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს: 

რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!“ (ფურყანი, 25/74)

 

Comment here