სათაურებიხუტბა

ოჯახის შექმნა

 

ძვირფასო მორწმუნენო!
ქორწინება არის ერთ-ერთი სუნნეთი, რომელიც ღვთის ბრძანებისა და შუამავლის მოწოდების შესაბამისად ხორციელდება. წყვილების მიერ ოჯახის შექმნა ღვთიური წყალობაა და ამის გამო ღვისადმი მადლიერება უნდა გამოვხატოთ. დიახ, ბედნიერი ოჯახის შექმნა, ოჯახური სითბოსა და სიმშვიდის გარემოში შვილების აღზრდა დიდი ღვთიური წყალობაა. რა ბედნიერებაა, როდესაც ოჯახის წევრების მხრიდან უდიდეს თანადგომსა და მზრუნველობას ვგრძნობთ.   

ძვირფასო მშობლებო!
დღეს პარასკევია და ამ მნიშვნელოვან დღეს აქედან მოგმართავთ: ერის ჯანსაღი და წარმატებული მომავლის აშენება, უპირველეს ყოვლისა, სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე დამყარებული ოჯახების შექმნითაა შესაძლებელი. ჩვენი ვალია შევქმნათ ისეთი ოჯახები, სადაც ჩვენი შვილები ღირსეულ აღზრდას მიიღებენ. ოჯახის შექმნისა და შემდგომი თანაცხოვრების დროს შუამავლის შეგონება უნდა გვახსოვდეს: „გაუადვილეთ. ნუ გაურთულებთ. გაახარეთ, ნუ შეაძულებთ“. (იხ. ბუჰარი, „ილიმ“ 11)  

ძვირფასო შვილებო!
მინდა თქვენც მოგმართოთ. ჩვენი მომავალი, ჩვენი სიმდიდრე, ყველაზე დიდი შესაძლებლობა და იმედი თქვენ ხართ. სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე დამყარებული ოჯახების შექმნა ჩვენი და თქვენი ბედნიერებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება. თქვენი ბედნიერება და წარმატება ჩვენ ორმაგად გაგვაბედნიერებს. ძვირფასი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ახალგაზრდებო! ვისაც ქორწინების საშუალება გაქვთ, დაქორწინდით. ქორწინება თვალის არამისგან არიდებისა და ნამუსის დაცვის საუკეთესო გზაა!“. (იხ. ბუჰარი, „ნიქაჰ“ 3)

ჩემო ახალგაზრდა ძმაო!
ყური დაუგდე შუამავლის შეგონებას და ისეთი ოჯახი შექმენი, რომელიც სულიერ და ზნეობრივ ღირებულებებზე იქნება დამყარებული და სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ. ასეთი ოჯახის შექმნისა და შემდგომში თანაცხოვრების დროს იყავ ლმობიერი, მოსიყვარულე, ერთგული და ყოვლად პატიოსანი. ოჯახის წევრების დაცვა, მათზე ზრუნვა, მათ მიმართ გამოხატული სიყვარული შენთვის ღირსეული მოვალეობაა. ქორწინების დროს და შემდგომი თანაცხოვრების პერიოდში ყურანის მიერ დადგენილი წესების მიხედვით იცხოვრე: ყურანში ნაბრძანებია:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ სიამენი, რომელზეც ალლაჰმა ნება მოგცათ თქვენ, მაგრამ არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი“. (მაიდე, 5/87)

ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანებს ოჯახის შექმნის შესაძლებლობა არგუნა და ამვდროულად ხვავი და ბარაქა უწყალობა. მოდით ღირსეულად მივიღოთ ეს წყალობა და ღირსეულად ვზიდოთ ეს ბედნიერებით გაჯერებული ტვირთი. ამასთანავე, ვეცადოთ, რომ დაქორწინების მსურველ ახალგაზრდებს მხარში ამოვუდგეთ და გავუადვილოთ. ქორწინებასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები, როგორიცაა ნიშნობა, ქორწილი და სხვა, ვეცადოთ, რომ უბრალო და მოკრძალებული იყოს. თავი შევიკავოთ ყოველგვარი ზღვარსგადასულობისაგან. ბედნიერება ადამიანის გულწრფელი შინაგანი მდგომარეობაა და არა სხვების მოსაჩვენებლად გამართული ბრჭყვიალა ცერემონიები. ამიტომ, ბედნიერება ღვთის კმაყოფილების მოპოვებაში უნდა ვეძებოთ და საამისოდ ყველა ის ღირებულება უნდა გავითავისოთ, რასაც ის გვასწავლის.  

ხუტბას ბოლოს კი ყურანისეულ ვედრებას მოვუსმინოთ:

რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!(ფურყანი, 25/74)

Comment here