ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში, რომელიც წავიკითხე, უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, ჭეშმარიტად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალი 8/46)
წაკითხული ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:
„ჰასანი და ჰუსეინი სამოთხის ახალგაზრდების ბატონები არიან“. (იხ. თირმიზი, მენაქიბ, 30)
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში არის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ოთხ თვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ამათგან ერთ-ერთი მუჰარრემია. ახლა სწორედ მუჰარრემის თვეში ვართ და დღეს მუჰარრემის თვის მეათე დღე, ანუ აშურა დღეა. მუჰარეემის მთვარეს შამავალიც პატივისცემით მოიხსენიებდა: „რამადანის შემდეგ ყველაზე მადლიანი მარხვა, ალლაჰის მთვარედ წოდებულ, მუჰარრემის მთვარეშია“ (იხ. მუსლიმ, „სიამ“, 202) ამრიგად, შუამავალი გვირჩევ, რომ ამ თვეში შეძლებისდაგვარად ვიმარხულოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
მართალია მუჰარრემის თვე მრავალი წყალობითაა შემკობილი, მაგრამ ის ამავდროულად მუსლიმებისთვის დიდ ტრაგედიასთან ასოცირდება. სწორედ ამ თვეში მოხდა ის ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც ისლამის ისტორიიდან ქერბელას სახელწოდებით ვიცნობთ. ქერბელა დიდი ტკივილია, რომელიც ყოველი მუსლიმისთვის განსაკუთრებული მწუხარების მიზეზია. სწორედ ქერბელას მოვლენის დროს, შუამავლის საყვარელი შვილიშვილი ჰუსეინი და მასთან ერთად მყოფი სამოცდაათზე მეტი მუსლიმი უმოწყალოდ დახოცეს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ქერბელას მოვლენა ჩვენთვის საუკუნეების შემდეგაც აქტუალური შემთხვევა და მწარე გაკვეთილია. ქერბელა, უპირველეს ყოვლისა, უსამართლობის წინააღმდეგ ღირსეული ბრძოლის ნიმუშია. ის არის სიმბოლო ძალადობის წინააღმდეგ შეუდრეკელი ბრძოლისა და გამძლეობისა. ქერბელა სამართლიანობისთვის ბრძოლის, სიმამაცისა და შეუპოვრობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ჰზ. ჰუსეინმა გვაჩვენა.
იმ საბედისწერო დღეს ვინც სასიკვდილოდ გაიწირა, მართალ გზას ადგნენ და ყოველთვის სიკეთით იქნებიან მოხსენიებულნი, ხოლო მათი მკვლელები სამარადჟამოდ შერისხულნი იქნებიან.
ძვირფასო მორწმუნენო!
ქერბელა, მთელი ისლამური სამყაროს საერთო ტკივილი და ისლამის ისტორიის სამწუხარო ფურცელია. რა სამწუხაროა, რომ ესოდენ მტკივნეული ფაქტიდან შესაბამისი გაკვეთილი ვერ ავიღეთ და მუსლიმებს შორის ისევ იღვრება სისხლი და ქერბელა ისევ და ისევ მეორდება. ყოველი მუსლიმის ვალია სწორად გაიაზროს ქერბელას მოვლენა, მისი მიზეზები და შედეგები და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. მუსლიმთა შორის შუღლი და ქიშპი რომ დასრულდეს ამისათვის მორწმუნეთა ერთიანობა, ერთი ღმერთის რწმენის სიმტკიცე და ურთიერთსიყვარული გვჭირდება. ჩვენი ვალია ყოველთვის ჭეშმარიტების მხარეს დავდგეთ. როგორც კი რაიმე შუღლის საბაბი გამოჩნდება, გონივრულად უნდა მივუდგეთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა დავუპირისპირდეთ ძალადობას და უსამართლობას, როგორც ამას ჰზ. ჰუსეინი აკეთებდა.
Comment here