სათაურებიხუტბა

მსხვერპლის
შეწირვა:
ღვთისმოსაობის
გამოხატულება

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აითში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა  და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ!(ჰაჯი, 22/37)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

„ადამიანი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის დღეებში მსხვერპლის შეწირვაზე უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებს“. (თირმიზი, „ედაჰი“ 1)

ძვირფასო მორწმუნენო!
ზილჰიჯჯეს მთვარე უკვე მოახლოვდა. ეს ერთ-ერთი ძვირფასი თვეა, რომელიც მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ჰაჯს და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს მოიცავს. დღევანდელი ხუტბას თემა მსხვერპლშეწირვა იქნება. აქვე გავიხსენებთ ყველა იმ წესს, რომლებიც აღნიშნული ღვთისმსახურების შესრულების დროს უნდა გავითვალისწინოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლის შეწირვა ადამიანის სულიერად ამაღლებას ისახავს მიზნად. ეს არის მსახურის მცდელობა იმისათვის, რომ გამჩენს დაუახლოვდეს. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ღვთისური წყალობით შევიმოსოთ.

მსხვერპლის შეწირვა გულწრფელობაა, ერთგულებაა. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ მორწმუნე მსახური ღვთის კმაყოფილების მოპოვებას ყველაფერზე მაღლა აყენებს.

მსხვერპლის შეწირვა მინდობაა. ამით მორწმუნე მსახური გამოხატავს, რომ ის ღვთის გზაზე ყველაფერს გაიღებს.

მსხვერპლის შეწირვა მადლიერების გამოხატვაა. ეს არის ღვთით ნაბოძები უთვალავი წყალობის მიმართ მადლიერების დადასტურება. მსხვერპლის შეწირვით მსახური გამოხატავს, რომ ის მადლიერია ღვთისა და ამასთანავე, ამქვეყნიური სიმდიდრის ტყვეობისგან თავისუფლდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ყველა ღვთისმსახურების დროს, მსხვერპლშეწირვის დროსაც გარკვეული პირობები და წესები უნდა დავიცვათ. მსხვერპლის შეწირვის ვალდებულება წარმოიქმნება მაშინ, თ ადამიანი არის მუსლიმი, გონებასრული, ზრდასრული და რელიგიური საზომის მიხედვით მდიდრად ითვლება. მუსლიმი, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებს, შუამავლის სწავლების მიხედვით, მსხვერპლს სწირავს. შესაწირი პირუტყვი ჯანმრთელი უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ღვთისმსახურების, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც. როგორც შუამავალი გვასწავლის შესაწირი პირუტყვის ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ. შესაწირ პირუტყვს თ ვყიდით, აუცილებელია ეს პირობა გვახსოვდეს და მყიდველს ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ასევე სასურველია უპირატესობა მამალ პირუტყვს მივანიჭოთ, რათა პირუტყვის გამრავლება არ შემცირდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლის შეწირვა წელიწადის კონკრეტულ დროს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის დღეებში ხორციელდება. მსხვერპლის შეწირვას თავისი წესები აქვს. მსხვერპლის შეწირვის გარეშე, მისი საფასურის გაცემით, აღნიშნულ ღვთისმსახურებას შესრულებულად ვერ ჩავთვლით.

მსხვერპლის შეწირვა, უპირველეს ყოვლისა, ღვტისმსახურებაა. შესაბამისად მისი იმ ფორმით შესრულებაა საჭირო, რომ ხორცის ყიდვა-გაყიდვას არ დაემსგავსოს. შეწირვამდე შეზიარებული მოწილეები ცნობილი უნდა იყვნენ. გარდა ამისა, დაუშვებელია ერთი მსხვერპლის ხორცზე სხვა ხორცის დამატება იმ მიზნით, რომ ხორცის რაოდენობა წინასწარ დაგეგმილ რაოდენობამდე გავზარდოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლის შეწირვა, ამავდროულად, მუსლიმთა შორის ძმობის, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულისა და შემწყნარებლობის განმტკიცების საშუალებაა. აღნიშნული ღვთისმსახურებით ადამიანთა შორის სულიერი კავშირები ძლიერდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიმშვიდე ისადგურებს. მსხვერპლშეწირვის დროს საბოლოო ჯამში ის გვრჩება, რასაც გავცემთ და არა ის, რასაც თავად მივირთმევთ.  

ძვირფასო მორწმუნენო!
მსხვერპლშეწირვის შესრულების საუკეთესო ფორმა ისაა, როდესაც მორწმუნე მსხვერპლის შერჩევის, შეძენის, შეწირვისა და დანაწილების სამუშაოებს თავად ასრულებს და ამ ყველაფრით მოტანილ სულიერ ამაღლებას თავად გრძნობს. ამასთანავე, ასევე მისაღებია ამ ყველაფრის  სანდო ადამიანზე ან ორგანიზაციაზე მინდობა, რის შედეგადაც აღნიშნული ღვთისმსახურება შესრულებულად ჩაითვლება. მრავალი წელია საქველმოქმედო ფონდები მსხვერპლშეწირვის პროცესს ემსახურებიან და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ღარიბი ადამიანების გულებს ახარებენ. წელსაც იგივენაირად, ჩვენი მორწმუნე ძმების მიერ გაღებული შესაწირი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ღარიბების გულს გაახარებს.

„გავუზიაროთ შესაწირი  ძმას და დავუახლოვდეთ“. ამ მოწოდების ფარგლებში შესაწირი ხორცი იმ ადამიანებამდე აღწევს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ, მათგან კი მრავალი ლოცვა და მადლიერება მოდის. ამიტომ, ვისაც საშუალება აქვს, მოვუწოდებთ, არ ჩამორჩეს ამ მნიშნელოვან ღვთისმსახურებას.    

ხუტბას კი შუამავლის ჰადისით დავასრულებ:
ღვთის გულისათვის შეიფარეთ ის, ვინც მოგეკედლებათ. მიეცით მას, ვინც ღვთის გულისათვის გთხოვთ. ეწვიეთ მას, ვინც დაგპატიჟებთ. სიკეთით გადაუხადეთ, ვინც სიკეთეს გაგიკეთებთ. ხოლო თუ სიკეთის გადასახდელად შესაბამისი რაიმე არ გაგაჩნიათ, მაშინ დალოცეთ“. (იხ. ებუ დავუდ, „ზექათ“ 38) 

 

Comment here