სათაურებიხუტბა

მსოფლიო
საზოგადოებას

დღევანდელ პერიოდში, როდესაც ბატონობს ძალა და არა სამართალი, როცა ამდენად გაიზარდა მუსლიმანი ხალხის წინააღმდეგ აგრესია საჭიროდ მივიჩნიეთ მსოფლიო საზოგადოების საყურადღებოდ ასეთი განცხადება გაგვეკეთებინა.

ისტორიის მანძილზე ალბათ ყოველთვის იყო ძალადობა, მაგრამ ისეთი გავრცელებული და მზაკვრული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. სინამდვილეში დედამიწაზე მთელი სულიერი არსებებისათვის საკმარისი რესურსი არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი იყენებს ამ რესურსების უმეტეს ნაწილს, უმეტესი ნაწილი კი ადამიანურ ცხოვრებას ჩამოშორებულია. ასეთი უსამართლო გადანაწილების შედეგად წარმოშობილ უბედურებას ემატება თანამედროვე ძალადობის კიდევ ერთი საზიზღარი გამოვლინება; გათავისუფლების სახელით დამონება…

დღევანდელი ”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” თავიანთ კეთილდღეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, სხვების უბედურებაზე, სისხლსა და ცრემლზე აშენებენ. იმისათვის, რომ გაგრძელდეს ასეთი გადანაწილება, ყოველდღე უფრო და უფრო აგრესიულნი ხდებიან. ამ პროცესში ადამიანებს ართმევენ ღირსებას და ახდენენ თავიანთი სარგებლობისათვის მანიპულირებას.

დასავლური ცივილიზაციის მმართველები თავიანთი მიზნების მისაღწევად სარწმუნოებასაც იყენებენ. ჯვაროსნული ლაშქრობები, რომლებიც გვეგონა, რომ მხოლოდ ისტორიის წიგნებში შემორჩა, დღეს ისევ გაცოცხლდა და შეიძლება ითქვას ადრინდელზე უფრო მეტად შეუბრალებელი და მზაკრული გახდა. მსოფლიოში სადაც კი რაიმე კონფლიქტი გაჩნდება აუცილებლად შეხვდებით დაჩაგრულ მუსულმან ხალხს და კეთილდღეობისა და წესრიგის სახელით მჩაგვრელ დასავლურ ძალებს. სამართალი მოგვაქვსო ამბობენ და მოაქვთ უსამართლობა, მშვიდობის მაგივრად მოაქვთ ომი, უსაფრთხოების მაგივრად მოაქვთ ტერორი, კეთილდღეობის მაგივრად – უბედურება. ადგილობრივი კონფლიქტები კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს.

სინამდვილეში თუ ისტორიაში ყურადღებითა და სინდისიერად ჩავიხედავთ მივხვდებით, რომ ასეთი ძალადობა უპასუხოდ არ რჩება. ყურანში ნახსენები გააფთრებული ხალხები და მათი ბოლო. ზოგი მიწისძვრით, ზოგი ქარიშხლით, ზოგიც სხვადასხვა უბედურებებით განადგურდა. ზოგი მებრძოლ სპილოებს ენდობოდა, რამე თუ ისინი ითვლებოდნენ ყველაზე დიდ ძალად ომში, მაგრამ მათი დამარცხებისათვის პატარა ფრინველებიც საკმარისი აღმოჩნდნენ. ეს მუსულმანებისათვის კარგი გაკვეთილი იყო. მუსულმანი ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა გადასცდეს არჩეული გზიდან. თავის რწმენაში ოდნავადაც არ უნდა შეეპაროს ეჭვი, თავისი გააკეთოს და დანარჩენი ღმერთისგან მოილოდინოს. ურწმუნოების წინააღმდეგ ფიზიკურ ნაკლოვანებას უზენაესი ღმერთი შეავსებს.

წინა აზიის ქვეყნები მთელი ისტორიის მანძილზე, ისევე როგორც დღეს, მთელი მსოფლიოსათვის გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს ფლობენ. რადგანაც ეს ტერიტორია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და აქ ხდება დიდი გარიგებები, ამდენად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე სამართლიანი მმართველობის არსებობა. ესაა მშვიდობის გასაღები. ჩვენ მოვუწოდებთ აქ მცხოვრებ ადამიანებს იყონ უფრო მგრძნობიარე და გაცნობიერებულნი. მოდით განვავითაროთ ადგილობრივი კულტურა და შევქმნათ ისეთი ცივილიზაცია, რომელიც ისლამის წყაროებით იკვებება. კეთილდღეობისა და მშვიდობის სახელით მოსულ გარე ძალებს უფრო მედგრად და ღირსეულად დავხვდეთ. ჩვენ გავაკეთოთ ის რაც ხელიდან გამოგვივა, ბოლომდე დავიხარჯოთ და მოძალადეების ერთი შეხედვით უძლეველი სამხედრო ძლიერება გაცამტვერდება.

ისლამი კაცობრიობისა და სამყაროს მშვიდობისა და გადარჩენის გარანტიაა. როცა ისლამი თავის ჭეშმარიტ ადგილს დაიმკვიდრებს დედამიწაზე, ძალადობა და არეულობა აღარ იარსებებს.

მუსლიმგეორგია

საქართველოს მოხალისეთა სამუშაო ჯგუფი

Comment here