ძვირფასო მორწმუნენო!
ღმერთმა ადამიანი გაჩენილთა შორის უმაღლეს საფეხურზე დააყენა. გარდა ამისა, ღმერთმა ადამიანს მრავალი წყალობა მოჰმადლა, რათა ადამიანს დედამიწაზე ცხოვრება და განვითარება შესძლებოდა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა გავუფრთხილდეთ ღვთიურ წყალობას და გეგმაზომიერად მოვიხმაროთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თითოეული წყალობის ფასი. შესაბამისად, ყოველი ჩვენი სიტყვა, საქმე და ქცევა მოზომილი და გაწონასწორებული უნდა იყოს. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სულიერი და მატერიალური რესურსების გამოყენებას და ამ პროცესში ზღვარსგადასულობისაგან თავი შევიკავოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
რესურსების ჭარბი მოხმარება და ზომიერების უგულებელყოფა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმ უარყოფითი შედეგებისა, რაც დღეს კაცობრიობას აწუხებს.
ღვთის მიერ ნაბოძები რესურსების უგნურად მოხმარება და განიავება მიუღებელი საქმე და ცოდვილობაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ზომიერი მოხმარება ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროს უკავშირდება. ესენია: საკვები, დრო, ჯანმრთელობა, ცოდნა, ენერგია, ბუნებრივი რესურსები, წყალი, გარემო და ა.შ. სამწუხარო ფაქტია, რომ დედამიწის არც თუ ისე ცოტა რეგიონში ადამიანები ლუკმა-პურს ვერ შოულობენ დაბავშვები შიმშილით იღუპებიან. ამავდროულად დედამიწის სხვა რეგიონებში ყოველდღურად ტონობით პური და სხვა საკვები სანაგვეში იყრება. ზოგან დასალევი წყალი არ აქვთ, ზოგან კი სუფთა წყალს ზედმეტად მოიხმარენ და ამავდროულად აბინძრებენ კიდეც. საკითხთან დაკავშირებით ყურანში ვკითხულობთ:
„ხოლო რომელნიც, როცა შემოწირულობას გასცემენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ, საშუალოს ირჩევენ მათ შორის,“ (ფურყანი, 25/67)
ძვირფასი შუამავალი კი ასე გვმოძღვრავს: „მიირთვით, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ და ამპარტავნებამ არ გძლიოთ. ჩაიცვით, მაგრამ მოწყალება გაეცით“. (იხ. ნესაი, „ზექათ“, 66)
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანები ხშირად ჯანმრთელობსა და თავისუფალ დროს სათანადოდ არ აფასებენ და უგნურად ფლანგავენ. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა თავისუფალ დროსა და ჯანმრთელობას ისეთი საქმეებისთვის ხარჯავს, რომლებიც არც ამქვეყნად და არც საიქიოში არავის არგია. სიცოცხლე ერთხელ გვერგო და ის უზენაესი გამჩენის კმაყოფილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ეს იქნება დროისა და ჯანმრთელობის ყველაზე გონივრული მოხმარება. შუამავალი ასე გვმოძვრავს: „ორი წყალობაა, რომელთა გამოყენებისას ადამიანთა უმრავლესობა ცდება. ეს ორი წყალობა ჯანმრთელობა და თავისუფალი დროა“. (ბუჰარი, „რიქაქ“ 1)
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანები ხშირად საკუთარი თავის ფასს ვერ ხვდებიან და სიცოცხლეს უქმად ატარებენ. ღმერთმა ადამიანს სიცოცხლე, სხეული, გონება და მრავალი თვისება უწყალობა, რათა ადამიანს ცხოვრება და განვითარება შესძლებოდა. ზოგი ადამიანი ესოდენ ძვირფას წყალობას სათანადოდ ვერ მოიხმარს და ცხოვრებას ურწმუნოებასა და ცოდვილობაში ატარებს. რწმენის, ღვთისმსახურებისა და ზნეობის გარეშე გატარებული ცხოვრება სიცოცხლის ფუჭად გაფლანგვაა, რაც დიდი უსამართლობაა.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ზღვარსგადასულობის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა ჩვენგანი უჩივის, არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ჭარბი და არაგეგმაზომიერი მოხმარება. ადამიანთა დაუოკებელი სურვილები, გადაჭარბებული მოხმარება და ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ბევრ ეკოლოგიურ პრობლემას იწვევს, რაც ართულებს ჩვენს ცხოვრებას და აბინძურებს ჩვენს სამყაროს. ჩვენი შეზღუდული რესურსების შეუზღუდავი ხარჯვა არის მორალური საკითხი და სულიერი დაავადება, რომელიც განკურნებას საჭიროებს. ამ დაავადებისგან თავის დაღწევის გზა არის ის, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ ისლამის სწავლებას და ზომიერება გამოვიჩინოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში გონიერება გამოვიჩინოთ და უმიზნო ფლანგვის მაგივრად, ზომიერი მოხმარების გზა ავირჩიოთ. ამ მხრივ გამოსწორება ჯერ საკუთარი თავისა და ოჯახისგან დავიწყოთ. მოვერიდოთ ზედმეტი საკვების შეძენას, რათა მორჩენილი საჭმელი სანაგვეშ არ გადავყაროთ. უმიზნოდ ნუ დავღვრით და ნუ დავაბინძურებთ სუფთა წყალს. ფუჭად ნუ დავხარჯავთ ენერგიას. ნუ დავკარგავთ დროს. ჩვენი ცოდნა, შრომა და გამოცდილება, მოკლედ, ჩვენი ყველა შესაძლებლობა გონივრულად გამოვიყენოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ზღვარსგადასულობის გამო არა მხოლოდ ჩვენი ფული, ქონება და გარემო ნადგურდება, არამედ ჩვენი იმედები და ჩვენი მომავალიც ქრება.
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის შეგოება მოვისმინოთ:
„განკითხვის დღეს ადამიანი ადგილიდან ძვრასაც ვერ იზამს, თუ შემდეგისთვის არ განიკითხება: როგორ გაატარა ცხოვრება, როგორ გაატარა ახალგაზრდობა, შემოსავალს საიდან იღებდა და სად ხარჯავდა და მიღებული ცოდნის მიხედვით თუ მოქმდებდა“ (იხ. თრმიზი, „სიფათლ-ყიამე“, 1)
Comment here