სათაურებიხუტბა

მოწოდება აიასოფიაში ღაზას შესახებ:
მხოლოდ დაგმობით დროის
გატარება არ შეგვშვენის!

რელიგიის საქმეთა მინისტრი ალი ერბაში და სხვადასხვა ქვეყნიდან მობრძანებული ისლამის მეცნიერები პარასკევის ლოცვაზე აია სოფიას მეჩეთში მივიდნენ. პარასკევის ლოცვას რელიგიის საქმეთა ყოფილი მინისტრი მეჰმეთ გორმეზი წარუძღვა. პარასკევის ქადაგების თემა ღაზაში მიმდინარე მოვლენები იყო, სადაც ოკუპანტმა ისრაელმა გენოციდი ჩაიდინა.

პარასკევის ლოცვის ქადაგებისას პროფესორმა გორმეზმა ღაზას მოსახლეობის დასახმარებლად აქტიური მოქმედებებისკენ მოწოდება გააჟღერა.

გორმეზმა შემდეგი მიმართვა გააკეთა:

ძვირფასო ძმებო! ღვთის წყალობა, მშვიდობა და ბარაქა იყოს თქვენზე. დალოცვილ იყოს ჯუმა! ჩვენს წმინდა წიგნში, ყურანში არის ასეთი ფრაზა: „ვემა ლექუმ“.  ჩვენს ენაზე ეს ფრაზა შემდეგ მნიშვნელობას ატარებს: „რა გჭირთ?! თქვენ ეს შეგეფერებათ?!”  მსგავსი გაფრთხილება ყურანის მრავალ აიათშია მოცემული. მათ შორისაა ნისას სურას 75-ე აიათი:

და რა გემართებათ თქვენ, რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენოგვიხსენი ამ დაბისგან, რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო!“

ძვირფასო მორწმუნენო!

როდესაც ჩვენი მუსლიმი ძმების ესოდენ დიდ ტკივილს ვითვალისწინებთ, რომელიც სამ თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს, ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს ეს აიათი სულ ახლახანს მოგვევლინა. წმინდა აიათი თითქოს დღევანდელ მდგომარეობას ასე ეხმიანება: „ხალხო! რა ხდება თქვენს თავს, რომ უკვე 134 დღეა  კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ ხოცვა-ჟლეტას უყურებთ?! რა გჭირს, რომ ყველა ასაკის ადამიანის ასე უმოწყალოდ გამეტებას გულგრილობით ხვდებით და ხმას არ იმაღლებთ?! რა მოგივიდათ, რომ ალყაში მოქცეული ადამიანების ტოტალურ გენოციდს შორიდან ადევნებთ თვალს?! რა ხდება თქვენს თავს, რომ ყოველდღე, ყოველ წუთს, ფაქტიურად  კაცობრიობის საერთო სინდისისადმი ნდობის დაკარგვას ხედავთ და დუმხართ?! ხალხო! ბავშვები და ჩვილები კვდებიან. ტაძრებში ლოცვა და ღვთისმსახურება იბომბების ქვეშ სრულდება. ყოველდღიურად მათი სამიზნე უდანაშაულო ბავშვები ხდებიან! ამ დროს თქვენ სად ხართ?! რა გჭირთ, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმას არ იმაღლებთ?!

ძვირფასო ძმებო!

134 დღეა ღაზაში მიმდინარე სასტიკი აგრესია უკანასკნელი დღეების განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. მკვლელობებმა გენოციდის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ერთ დროს ულმობელი ფარაონის ტყვეობისგან გაქცეულმა ლტოლვილებმა თავი სინას უდაბნოს შეაფარეს. დღესაც იმავე ფარაონის სისატიკემ ღაზას მოსახლეობას ოჯახები დაუნგრია და ისევ უდაბნოში ლტოლვილობისთვის გაწირა. ღაზას მოსახლეობას ისევ დევნილობა ემუქრება. ისინი შიმშილის, წყურვილის, ავადმყოფობის, სამედიცინო დახმარებისა და ყოველგვარი ადამიანური პირობების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან. უდანაშაულო ქალები, ბავშვები და მოხუცები კიდევ ერთხელ მასობრივი სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან. ამ ფონზე, რა სამწუხაროა, რომ მათი ერთმორწმუნე ძმები კეთილდღეობასა და განცხრომას ვერ ელევიან და ამ გაუგონარი სისასტიკის წინააღმდეგ დუმილის გზას ამჯობინებენ.

ძმებო! დღეს მინდა, რომ ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ მუსლიმებზე დანატოვარი მეჩეთიდან, აია სოფიადან ორი რამ მინდა მოგიწოდოთ. ამათგან პირველი მთელ კაცობრიობას ეხება, ხოლო მეორე მოწოდება მუსლიმების მიმართაა.  

დიახ, პირველი მოწოდება მთელი კაცობრიობის მისამართითაა. ადამიანებო, მთელო კაცობრიობავ! მინდა იცოდეთ, რომ ღაზაში მიმდინარე სისასტიკე მხოლოდ ღაზას მოსახლეობას არ ეხება. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდია. პალესტინელი ბავშვების წინააღმდეგ მიმდინარე ეს სისასტიკე, თქვენი შვილების წინააღმდეგაცაა მიმართული. პალესტინელი ქალების ტკივილი თქვენს ქალებსაც ეხება. ეს ომი ადამიანის ბუნებისა და გაჩენის მიზნის წინააღმდეგ მიმართული ომია. ეს ომი მთელი კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული. ეს ომი დედამიწის ღირსების შელახვაა. ეს ომი ყველა იმ ღირებულებას ანადგურებს, რომლებიც ადამიანს ადამიანად აქცევს. 

ხალხო, ყველამ ვიცოდეთ; ადამიანის განადგურებაზე დიდი ზიანი ადამიანობის განადგურებას მოაქვს. თუ ასე მოხდება, მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება. როდესაც მილიონობით ადამიანი განადგურების პირასაა, ამ უბედურებას ისიც ემატება, რომ მეორეს მხრივ ადამიანობას ვკარგავთ. ნუ დავივიწყებთ, რომ ამ სისასტიკის წინააღმდეგ ხმის ამოღება ჩვენი სინდისის საქმეა, თუ ამას არ გავაკეთებთ, ადამიანობა ხელიდან გამოგვეცლება.

ხალხო, დღეს ღაზაში მიმდინარე გაუგონარი სისასტიკე მხოლოდ რომელიმე რელიგიის მიმდევრების მიმართ განხორციელებული ქმედება არ გახლავთ. ეს მხოლოდ მუსლიმების ერთი ჯგუფის უბედურება არ არის. ეს ომი შუამავლების; აბრაამის, ისმაილის, ისაკის, იაკობის, იოსების, დავითის, სოლომონის, მოსეს, იესოს და მოკლედ ყველა შუამავლისა და მათ მიერ მოტანილი ღირებულებების წინააღმდეგ წამოწყებული ომია. 

ძვირფასო ძმებო!

ამ დანაშაულის პირდაპირი მსხვერპლი, უპირველეს ყოვლისა, ბავშვები, დედები და შვების მომლოდინე ავადმყოფებია. ამ დანაშაულის მსხვერპლი ის ღირსეული ხალხია, რომლებიც თავიანთ სამშობლოსა და სიწმინდეებს იცავენ. თუმცა, ეს დანაშაული მთელ მსოფლიოს ეხება. ის ყველა ადამიანზე მოქმედებს, ვისაც ადამიანური და მორწმუნოებრივი ღირსება გააჩნია. ამ ტრაგედიის მორალური პასუხისმგებლობა მთელ მსოფლიო საზოგადოებას ეკისრება. ღაზაში მიმდინარე დანაშაულის წინააღმდეგ წასვლისთვის აუცილებელი არ არის ადამიანი მუსლიმი იყოს. ამისათვის საკმარისი იყო ადამიანი. 

მეორე ჩემი მოწოდება კი მორწმუნე მუსლიმებს ეხება. ჩემო მუსლიმო ძმები, სად ხართ?! სად არის ჩვენი უმმა?! თუ არა დღეს, მაშ

Comment here