სათაურებიხუტბა

მორწმუნის ცხოვრებაში
უიმედობის ადგილი არ არის.

ძირფასო მორწმუნენო!

ადამიანის ერთ-ერთი გრძნობა, რომელიც ღმერთმა მის ბუნებაში გააჩინა, იმედია. სწორედ იმედია ის ნდობა და მინდობა, რომლითაც მსახური ღმერთს მიენდობა და მისი დახმარებისა და მფარველობის უსაზღვრო იმედი აქვს. იმედი მოთმინებით, გონივრული გააზრებით და გეგმაზომიერი გარჯით უნდა განვამტკიცოთ. იმედი ღვთის წყალობაა, რომლის საშუალებითაც ადამიანი ცხოვრებას ეჭიდება და შრომას ა და ბრძოლას აგრძელებს. იმედი ის სულიერი ძალაა, რომელიც ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას იცავს.

რაც შეეხება უიმედობას, ის ადამიანს სიცოცხლის ხალისს აკარგვინებს. უიმედობა სამომავლო ოცნებებს ანადგურებს და ადამიანს სიზარმაცისკენ უბიძგებს. წმინა ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:  თქვი: ჰეი, მსახურნი ჩემო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! არ მოიწყვიტოთ იმედი ალაჰის წყალობისგან. უეჭველად, ალაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამეთუ იგიშემნდობი, მწყალობელი“. (ზუმერი, 39/53)

ძვირფასო მორწმუნენო!

კაცობრიობის მანძილზე ყოველი შუამავალი, რომლებიც ღმერთმა მოავლინა, განსაკუთრებული სირთულის გამოცდებს გადიოდნენ, მაგრამ იმედი არასოდეს დაუკარგავთ. შუამავალი ადამი დიდი იმედით მიტევებას ელოდა. მოთმინებითა და ტკბილი სიტყვით გამორჩეული შუამავალი ნოეც თავის შვილს გემში ჩაჯდომას ურჩევდა, რადგან მისი ფიზიკურის გარდა სულიერად გადარჩენის იმედი ჰქონდა. „ჰეი, შვილო ჩემო! ჩაჯექი ჩვენთან  ერთად და ნუ დარჩები ურწმუნოებთან ერთად!“ (ჰუდი, 11/42)

 შუამავალ ეუბს მძიმე დაავადება ჰქონდა, მაგრამ გადარჩენის იმედი არასოდეს დაუკარგავს. ჩვენი შუამავალი კი ურწმუნოთა წინააღმდეგ იმედს არასოდეს კარგავდა. ჩემთვის ალლაჰი კმარა! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მხოლოდ მას ვსასოებ, რამეთუ იგია უფალი დიადი ტახტრევანისა! (თევბე, 9/129)

ძვირფასო მორწმუნენო!

ცხოვრებაში, შეიძლება დროდადრო სირთულეებიც შეგვხვდეს. ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს სირთულეები ოჯახურ, საქმიან და კომერციულ ცხოვრებაში, მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში. თუმცა, რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი უბედურება და განსაცდელი, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი უფლის წყალობა ყველაფერს მოიცავს. უნდა ვეცადოთ შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი უფლის, საკუთარი თავის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი გარემოს და ყველა ადამიანის წინაშე.

ძვირფასო მორწმუნენო!

დღეს, ტირანები, რომლებსაც სურთ მსოფლიო ომის ზონად გადააქციონ, ყველანაირ ბოროტებას მიმართავენ, რათა გაანადგურონ კაცობრიობის იმედი. ისინი კლავენ ადამიანებს, კაცებსა და ქალებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით პალესტინასა და ღაზაში. ისინი აფერხებენ მათთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებასაც კი  და სიკვდილის პირისპირ ტოვებენ. მეორე მხრივ, ისინი საფრთხეს უქმნიან ოჯახისა და კაცობრიობის მომავალს გარყვნილი იდეოლოგიების გავრცელებით, რომლებიც ანადგურებს ჯანსაღ გონებას, ადამიანის ბუნებას, ზნეობასა და სიწმინდეს. მათ სურთ ახალგაზრდების ოცნებების დაბნელება და მათი იმედების ჩაქრობა ალკოჰოლით, აზარტული თამაშებით, პროსტიტუციით, ნარკოტიკებითა და მავნე მედიაკონტენტით.

ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: (იუდეველებმა) მოიგონეს ხრიკი (ღისას წინააღმდეგ) და ალაჰმა ხრიკი მათი ჰქმნა ამაოდ. უეჭველად, ალლაჰი უმარჯვესია ხრიკის მომგონთადმი! (ალი იმრანი, 3/54)

ძვირფასო მორწმუნენო!

იმ დროს, როცა ბოროტების გავრცელებას და იმედების, იდეალების და სიკეთის ოცნებების განადგურებას ცდილობენ, ჩვენი მოვალეობაა არასოდეს დავუშვათ სასოწარკვეთა ჩვენს ცხოვრებაში. უნდა ვჰპოვოთ თავშესაფარი ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთის მადლსა და წყალობაში. ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდებს მომავლის ოცნებებისა და იდეალების მიღწევაში. მათი ცოდვაში ჩავარდა და ჰარამში ჩაბმა არ უნდა დავუშვათ. ჩვენი მიზანია გავუწოდოთ თანაგრძნობისა და მოწყალების ხელი ჩვენს ძმებსა და დებს, რომლებიც დამონებულნი არიან ისეთი ცუდი ჩვევებით, როგორიცაა ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, პროსტიტუცია და ნარკომანია, და მეტი ძალისხმევა გამოვიყენოთ მათი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ხუტბას ბოლოს შუამავლის ვედრებას მოვუმინოთ: „ღმერთო, შენსკენ მოვილტვი. მთელი იმედითა და გულწრფელობით შენ მოგენდე… (იხ. ბუჰარი, „ვუდუ“ 75)

 

Comment here