სათაურებიხუტბა

მორწმუნე
სანდო
ადამიანია

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

„იგია, რომელმაც ზეგარდმოავლინა სიმშვიდე მორწმუნეთა გულებში, რათა განემტცებინა მათი რწმენა. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნის. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!“ (ფეთიჰ, 48/4)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „თქვენს შორის საუკეთესო ისაა, ვისგანაც სიკეთის იმედი აქვთ და ბოროტებას არ მოელიან“. (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 57)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ყველას გვსურს თავი დაცულად ვიგრძნოთ იმ მომენტიდან, როდესაც სამყაროს ვევლინებით და თვალებს ვახელთ. ჩვენ გვსურს თავი დავაღწიოთ ბოროტებას, საზრუნავს და შიშებს. თითოეული ჩვენგანი ცდილობს იცხოვროს უსაფრთხო გარემოში და მშვიდად განვლოს ცხოვრება. უზენაესმა გამჩენმა რწმენის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი წყალობა მოგვანიჭა და ეს არის ნდობა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ნდობის ერთადერთი წყარო ყოვლისშემძლე ალლაჰია. ჩვენი ყოვლისშემძლე უფლის ერთ-ერთი ლამაზი სახელია “ალ-მუმინი”. ის არის ღმერთი, რომელიც გვაძლევს მშვიდობას და კეთილდღეობას. სწორედ ის არის, ვინც თავის მსახურებს უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის შესაფერის გარემოს გვწყალობს. ის ყველაზე მეტად იმსახურებს ნდობას. ის გვიცავს და გვმფარველობს ყველაგან და ყოველთვის.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველი მორწმუნე მუსლიმი უზენაესი გამჩენის მფარველობის ქვეშაა. ყურანში ვკითხულობთ:

და მიენდე ალლაჰს, რამეთუ ალლაჰი კმარა მფარველად!(აჰზაბ, 33/3)

როგორც მორწმუნეებს, რომლებსაც ყურანის აიათების მთელი გულით გვწამს,  ვიცით, რომ ჩვენი ყოვლისშემძლე უფალი არასდროს დაგვტოვებს მარტო და უმწეოდ. ის მფარველობდა კაცობრიობის ჭეშმარიტ გზაზე წინამძღოლად დაგენილ შუამავლებს. მან დაიფარა შუამავალი მუჰამმედი ურწმუნოებისგან და ის მშვიდობით ჩავიდა მედინაში.

ძვირფასო მორწმუნენო!

მორწმუნე არის სანდო ადამიანი, როგორც თავისი სიტყვებით, ისე მოქმედებებით. ნდობა არის ციხესიმაგრე, რომელიც ადამიანებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.  სანდოობა არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც მორწმუნენი კარგად იაზრებენ. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა არის ნდობა. მორწმუნე კი არის სანდო ადამიანი. ღვთის შუამავალი ასე გვმოძღვრავს:

მუსლიმი ის ადამიანია, რომელიც მუსლიმების მიმართ ენითაც და ქცევითაც უსაფრთხო და სანდოა. მორწმუნე კი ცნობილია, როგორც სანდო ადამიანი, სხვათა სიცოცხლისა და ქონების ხელყოფისაგან“. (იხ. თირმიზი, „იმენ“, 12). ამიტომაა, რომ ყველანაირი ქცევა, რომელიც ნდობას არყევს ცოდვაა. ამიტომაა, რომ სხვათა სიცოცხისა და საკუთრების ხელყოფა დიდი ცოდვაა.

ძვირფასო ძმებო!
მოდით,  ამ დღეებში, როდესაც ვცდილობთ განვკურნოთ მიწისძვრების ჭრილობები, ერთმანეთისთვის ვიყოთ ნდობისა და სიმშვიდის წყარო.  ერთმანეთის მიმართ მყარი და უსაფრთხო თავშესაფარი ვიყოთ ყოველნაირი სირთულეებისა და გაჭირვების წინაშე. ერთმანეთს თანადგომა და თანაგრძნობა არ მოვაკლოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ მთელი გულით ღმერთს მივენდობით, ღვთის წყალობა არ მოგვაკლდება.

ხუტბას ბოლოს კი კიდევ ერთ აიათს მოვუსმინოთ:

და თუ არ შეეწევით მას, ალლაჰი შეეწია უკვე, როცა გამოაძევეს იგი მათ, რომელთაც უარყვეს, იგი ორთაგან ერთ-ერთი იყო, როცა გამოქვაბულში[1] იყვნენ, უთხრა თავის მეგობარს[2]: „ნუ სწუხხარ! უეჭველად, ალლაჰი ჩვენთანაა“. მაშინ ალლაჰმა გარდმოუვლინა სიმშვიდე და შეეწია მეომრებით[3], რომლებიც უჩინარნი იყვნენ თქვენთვის. ალლაჰმა ურწმუნოთა სიტყვა დაამდაბლა[4], რამეთუ მხოლოდ ალლაჰის სიტყვაა  უზენაესი. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!“ (თევბე, 9/40)

[1] სევრის მთაზე
[2] ებუ ბექირს
[3] ანგელოზებით
[4] ურწმუნონი დაამარცხა

Comment here