სათაურებიხუტბა

მორწმუნე სალოცავზე ზრუნავს

ძვირფასო მორწმუნენო!
„ბედნიერების ხანაში“ შუამავლის მეჩეთში ერთი ქალი მსახურებდა, რომელიც მეჩეთის სისუფთავეზე ზრუნავდა. ერთ დღესაც შუამავლა ეს ქალი ვეღარ დაინახა და მეგობრებს ჰკითხა, სად არისო. მეგობრებმა უპასუხეს, რომ ის გარდაიცვალა. შუამავალმა წუხილი გამოთქვა და მე რატომ არ გამაგებინეთო, უსაყვედურა. შემდეგ შუამავალი იმ ქალის საფლავთან მივიდა, მიცვალებულის ლოცვა შეასრულა და ვედრება აღავლინა. (იხ. ბუჰარი, „სალათ“ 72)

შუამავლის ეს ქმედება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ის მეჩეთში მომსახურე ადამიანებს დიდ პატივს სცემდა.

ძვირფასო მორწმუნენო!
დედამიწაზე პირველი სალოცავი მექაში მდებარე ქააბაა. სწორედ ქააბაა ის ადგილი, რომელიც ისლამის ნიშანს და მონოთეიზმის ცენტრს წარმოადგენს. ქააბა ყველა ქალაქის გული და ჩვენი ცხოვრების ცენტრია. ქააბა ცოდნის, მადლისა და სიბრძნის სიმბოლოა. შუამავალი ბრძანებს, რომ ღვთის სალოცავები, ღვთის წინაშე ყველაზე საყვარელი ადგილებია. (ოხ. მუსლიმ, „მესაჯიდ“ 288)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სალოცავებისადმი გამოჩენილი მზრუნველობა მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენ ვზრუნავთ და პატივს ვცემთ ქააბას, შუამავლის მეჩეთსა და მესჯიდი აყსას. ჩვენ ამ სალოცავებში ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას ვეზიარეთ. ჩვენ აქ ვისწავლეთ შუამავლის სუნა. აქ ვისწავლეთ ის ქცევა, რომელიც ჭეშმარიტ მორწმუნეს შეეფერება. ჩვენ აქ ერთობა, ერთიანობა და ძმობა ვისწავლეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ბრძანებს:

მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი და აღავლინა ლოცვა, გაიღო ზექათი და არ აქვს შიში, გარდა ალლაჰისა. ეგების ჭეშმარიტ გზაზე მავალნი იყვნენ ეგენი!“ (თევბე 9/18)

დიახ, სალოცავების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამ სალოცავების საკუთარ გულებში აშენებაა. ამ სალოცავებისთვის დამახასიათებელი სულიერი გარემო საკუთარ გულსა და გონებაში უნდა დავიმკვიდროთ. მეჩეთში მოსული ყველა ადამიანი, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ყველანი ღვთის წინაშე წარდგომის ბედნიერებას ეზიარებიან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველი წლის 1-7 ოქტომბერს „მეჩეთებისა და სასულიერო პირების“ კვირეული აღინიშნება. ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ რა დიდი როლი აქვს სალოცავებს ჩვენს ცხოვრებაში და ასევე კიდევ ერთხელ გულწრფელი პატივისცემა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სალოცავებში გარკვეულ მოვალეობებს ასრულებენ. ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება სალოცავებში სამსახურს მიუძღვნეს.

ხუტბას ბოლოს კი, უზენაესს ვევედრები, ეს კვირა ჩვენი სალოცავებისა და იქ დასაქმებული ადამიანებისთვის სასიკეთო და ბარაქიანი ყოფილიყოს. აქვე მინდა შუამავლის ჰადისი შეგახსენოთ: „როდესაც ნახავთ, რომ ადამიანი სისტემატიურად სალოცავში დადის, მისი მორწმუნეობის მოწმე იყავით“. (იხ. თირმიზი, „იმან“ 8; იბნ მაჯე, „მესაჯიდ“ 19)

Comment here