ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენმა შუამავალმა მთელ კაცობრიობას მოუწოდა, რომ ჰქონოდათ ერთი ღმერთის რწმენა და მხოლოდ მისდამი აღევლინათ თავყვანისცემა. მექელმა კერპთაყვანისმცემლებმა არ მიიღეს მისი ქადაგება და უფრო მეტიც, ისინი შუამავალს დაუპირისპირდნენ და მტრობა გამოუცხადეს. ისინი შუამავლისა და მუსლიმების წინააღმდეგ ყველა სახის აგრესიასა და სისასტიკეს მიმართავდნენ. ამის მიუხედავად შუამავალს არასოდეს დაუხევია უკან, არასოდეს დაუკარგავს რწმენა, მონდომება და ძალისხმევა. მას ჰქონდა მიზანი, რომ ადამიანებისთვის აეხსნა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ასევე აეხსნა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანს აკისრია.
ძვირფასო მორწმუნენო!
იმ უსიამოვნებების მთავარი მიზეზი, რომელსაც დღეს მუსლიმები აწყდებიან, არის ის, რომ ისინი ვერ ავლენენ საკმარის მონდომებას და ძალისხმევას იმ საქმისთვის, რისიც სწამთ. ამ მიზნით ისინი სათანადო მნიშვნელობას ვერ ანიჭებენ მორალურ, პატიოსან, პრინციპულ და დისციპლინირებულ სამუშაო ჩვევებს. ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „უზენაესი გამჩენი კმაყოფილი იქნება, როდესაც თქვენს საქმეს საუკეთესოდ შეასრულებთ“. (იხ. ბეიჰაკი, შუაბულ იმან, 4/334)
ძვირფასო მორწმუნენო!
როგორც ჩვენი ძვირფასი შუამავალი გვასწავლის, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მტკიცე და გულმოდგინე მორწმუნეები და გულწრფელად ვემსახუროთ რწმენას. ისლამის მაცოცხლებელი გზავნილების ერთგულებაში სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ. ეს არის სიკეთისა და სილამაზის მიღწევის სურვილი. ეს არის სურვილი შევინარჩუნოთ ზნეობა და მიუხედავად ყველა უსიამოვნებისა. იმედი და გულწრფელობა არ დავკარგოთ. ეს ნიშნავს მიზნისკენ მოთმინებით სვლას ყველა მატერიალური და სულიერი შედეგის გაცნობიერების კვალდაკვალ. ჩვენ მუდმივად გვჭირდება მცდელობა სიკეთისა და სიყვარულის გასავრცელებლად. მიუხედავად მრავალი ძალადობისა და სისასტიკისა, ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ რწმენისა და ზნეობის გზიდან. ამ გზაზე არასოდეს არ უნდა დავითრგუნოთ და არ გამოვავლინოთ სისუსტე.
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასე გვასწავლის: „ღმერთს დაუდევრობა და სიზარმაცე არ სიამოვნებს“. (იხ. ებუ დავუდი, „ქადა, აქდიე, 28) აქედან გამომდინარე, მორწმუნე მუსლიმს თვითკმაყოფილება, შემგუებლობა და გულგრილობა არ შეჰფერის. მუსლიმი არ შეიძლება იყოს ზარმაცი. მორწმუნე მუსლიმმა იცის, რომ შრომისა და ძალისხმევის გარეშე წარმატება არ მოვა და საამისოდ ყველაფერს აკეთებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი ასეთ ვედრებას გვასწავლის: „ღმერთო, დამიფარე უმწეობისა და სიზარმაცისგან“. (იხ. მუსლიმი, „ზიქირ“, 73) ჩვენ უნდა გავითავისოთ ის გზავნილები, რასაც ისლამი გვასწავლის და კაცობრიობა უსამართლობისა და ძალადობისგან გავათავისუფლოთ. ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ რწმენას და მისგან მიღებული ძალით დედამიწაზე მშვიდობისა და ბედნიერების დამკვიდრებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ჩვენს პალესტინელ ძმებს, რომლებიც უსამართლობისა და სისასტიკის მსხვერპლი არიან. ეს ჩვენი რწმენისეული და ადამიანური მოვალეობაა.
ამრიგად, ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით ჩვენი მუშაობა ცოდნის, სიბრძნისა და კვალდაკვალ კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მოდით შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა დედამიწაზე სიკეთისა და უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. მივცეთ სათანადო შეფასება იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ფაქტობრივად, ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა, ჩვენმა ძვირფასმა მოწამეებმა და ჩვენმა გმირმა ვეტერანებმა, ჩვენი სამშობლოსა და რწმენისთვის ყველაფერი გააკეთეს. მათ მიაღწიეს დიდ წარმატებას. თითოეულ მათგანს წყალობითა და მადლიერებით ვიხსენებთ. გვახსოვდეს, რომ ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს და ჩვენს ძალისხმევასა და მონდომებას აუცილებლად დააფასებს.
ხუტბას ბოლოს კი ქეჰფის სურას ოცდამეათე აიათს მოვუსმინოთ: „რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა“. (ქეჰფ, 18/30)
Comment here